x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
„ვისაც ღარიბაშვილის სერიოზული სახე გაგიკვირდათ, პასუხს მალე გაიგებთ“ - ბონდო მძინარაშვილი
image


1-ელ მარტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მმართველი პარტია ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის ორგანიზატორი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გახლდათ. ამ ამბავს ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

.

„ისე, რა საინტერესო ამბავი მოხდა:


ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოპოზიციასთან შეხვედრას დავესწრებიო, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მივიდა.

/

პრინციპში, ეს შეხვედრა არაფერი დიალოგი არ ყოფილა – ერთ მხარს ისხდნენ მიშელი (ევროკავშირის ელჩიც!) და მხოლოდ ღარიბაშვილი, რომლებმაც მანამდე ისაუბრეს და მეორე მხარეს, რკალისებურად, ოპოზიციონერები, რომლებსაც მიშელი მანამდე ისედაც შეხვდა!

.

ჰოდა, ეს რანაირი დიალოგი იყო?!

.

აქამდე ოპოზიციასთან შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.

.

ახლა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო და იმანაც შეხვედრის შემდეგ თქვა, – მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზეო.

.

ჰოდა, ამ ოპოზიციონერებს რა უხარიათ?

.

ამ შეხვედრის ფოტოები ვრცელდება და ირაკლი ღარიბაშვილის სერიოზულ სახეზე არასერიოზულად მსჯელობენ, – შარლ მიშელი იღიმის და ღარიბაშვილი პირგამეხებული ზისო!

.

რა გამახსენდა:

.

მადლენ ოლბრაიტი თავის მემუარებში „ქალბატონი სახელმწიფო მდივანი“ 1999 წელს, ბელგრადში, სლობოდან მილოშევიჩთან შეხვედრის შესახებ ვრცლად საუბრობს და წერს, რომ იუგოსლავიაში ჩასვლამდე თანაშემწეებთან დეტალურად გაიარა პროტოკოლით განსაზღვრული ღონისძიებების გრაფიკი და საგანგებოდ შეთანხმდნენ, რომ მთელი ვიზიტის განმავლობაში არავინ და განსაკუთრებით, სახელმწიფო მდივანი მილოშევიჩთან შეხვედრის დროს ოდნავაც არ გაიღიმებდა, რითაც მასპინძლებს და (პრესის მეშვეობით) მსოფლიოს ვაშინგტონის შეუვალობას კიდევ ერთხელ უჩვენებდა.

.

ჰოდა, ვისაც პრეზიდენტის სასახლეში ირაკლი ღარიბაშვილის სერიოზული სახე გაგიკვირდათ, პასუხს რამდენიმე დღეში გაიგებთ. შეიძლება, სულაც დღეს ან ხვალ!

.

ანდა, საერთოდ, რატომ გეგონათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დესტრუქციულ ოპოზიციას ღიმილს გადაგიფენდათ თუნდაც მიშელის დასანახად?!

.

კითხვას გავიმეორებ:

.

ამ ოპოზიციონერებს რა უხარიათ?”- წერს მძინარაშვილი.

1
278
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
278
  
2021, 2 მარტი, 18:53
ოე გაიღვიძე რა!
0 1 1