x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი პოლიტიკოსები გორბაჩოვზე და მის ძირეულ რეფორმებზე
imageდღეს, 2 მარტს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა სსრკ -ს უკანასკნელ გენმდივანს და ერთადერთ და უკანასკნელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს.გთავაზობთ ცნობილი პოლიტიკოსების განცხადებებს მიხეილ გორბაჩოვის შესახებ და ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, რაც მოხდა მისი ხელმძღვანელობის წლებში.


1-გორბაჩოვი სსრკ-ს გენერალურ მდივნად აირჩიეს(11 მარტი, 1985 წ.)


image

"არმანდ ჰამერი იყო ... გორბაჩოვი პირისპირ ნახა. დარწმუნებული ვარ, რომ გორბი სულაც არ ჰგავს ყოფილ საბჭოთა ლიდერებსო და შესაძლებელია მასთან ურთიერთობაო. ძალიან ცინიკური ვარ, რომ ასეთი რამ დავიჯერო. ”


რონალდ რეიგანი






2-გორბაჩოვმა გარდაქმნა დაიწყო


image

"უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტს გორბაჩოვს საოცარი მიღწევები აქვს და მისი პოლიტიკის მიზნებია გარდაქმნა, საჯაროობა, თავისუფლება, დემოკრატია და ეკონომიკური თავისუფლება."


ჯორჯ-ბუში უფროსი





3-კანონი კოოპერაციაზე(1988 წლის 26 მაისი-კანონი საშუალებას აძლევდა სამეწარმეო და არასახელმწიფო საბანკო საქმიანობას)


image

"გორბაჩოვმა თავისი ფუნდამენტური რეფორმის ორი ელემენტი შექმნა: გარდაქმნა, ახალი ტექნოკრატების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და საჯაროობა, რათა დიდი ხნის განმავლობაში ნატანჯი ინტელიგენცია გადმოებირებინა. მაგრამ რადგან არ არსებობდა თავისუფალი გამოხატვისა და ჭეშმარიტი საზოგადოებრივი დებატების უზრუნველყოფის ინსტიტუტები, საჯაროობა თავისთავად ჩაიკეტა. და რადგანაც სამხედრო მიზნებისა გარდა, არ არსებობდა სხვა სათადარიგო რესურსები, ცხოვრების პირობები არანაირად არ გაუმჯობესებულა. ”

ჰენრი კისინჯერი-აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი





4-ნებადართული იქნა არჩევნები ალტერნატიულ საფუძველზე(1988 წლის 1 დეკემბერი)

image

"პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის უპირველეს პრიორიტეტად მიჩნევით, გორბაჩოვმა გვიჩვენა ქვეყანაში არსებული ღრმა კრიზისი და საკუთარი ინტელექტუალური სიმამაცე. მაგრამ ამავე დროს - ალბათ, გაუცნობიერებლად - მან გადადგა პირველი ნაბიჯები, რამაც, შესაძლოა, საბჭოთა კავშირის სრული დაშლა გამოიწვიოს. ”

ზბიგნევ ბჟეზინსკი-პოლიტოლოგი, აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი




5-ბერლინის კედელის დაცემა

image

”გორბაჩოვისგან დარჩება ის, რომ მან კომუნიზმის ლიკვიდაცია მოახდინა, ნაწილობრივ მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ დე-ფაქტო ლიკვიდაცია, არანაირი ძალადობის და სისხლისღვრის გარეშე ”.

ჰელმუტ კოლი-გფრ-ს კანცლერი 1982-1998 წლები






6-გერმანიის გაერთიანება

image

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან თავდაპირველად კაპიტულაცია მოახდინა როგორც გენერალურმა მდივანმა, შემდეგ დაღუპა მთელი კომუნისტური პარტია. ახლა ის თავისი კრედიტორების ფულით ცხოვრობს, დოლარი უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე რუბლი. ცივი ომის ყველა ადვოკატი, რეიგანიდან ბუშამდე, იცავს მას. გორბაჩოვმა, როგორც ჩანს, ვერც კი შეამჩნია, როგორ გახდა ნაძირალა. კონფედერაცია გფრ- სთან ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, ვიდრე ეს "გარიგება" ა ლია-კოლ ".

ერიკ ჰონეკერი-გდრ-ს ხელმძღვანელი 1971-1989 წწ.





7-აგვისტოს პუტჩი


image

დასავლეთმა უფრო მეტად დაღუპა გორბაჩოვი. იქ გორბაჩოვი აღტაცებას იწვევდა, რაც არ უნდა გაეკეთებინა, ყველაფერს "ვაშათი" ხვდებოდნენ. შედეგად, 1991 წლისთვის მან დაკარგა სიტუაციის შეგრძნება. მას ეჩვენებოდა, რომ ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც საჭიროა. ინერცია მოქმედი პოლიტიკოსის პირველი მტერია ”.

ალექსანადრე იაკოვლევი-სკკპ-ს წევრი 1987-1990 წლებში, გარდაქმინს ერთ-ერთი "არქიტექტორი"





8-ელცინი გორბაჩოვს ხელისუფლების ნაწილს ართმევს

image

"მე პატივს ვცემ და ვაფასებ ყველაფერს, რაც მან გააკეთა. პუტჩის შემდეგ, როდესაც გორბაჩოვი მიხვდა, რომ კომუნიზმი და საბაზრო ეკონომიკა ერთად ვერ იარსებებდა, ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდა და უფრო მჭიდრო გახდა. თავიდანვე ასე რომ ყოფილიყო, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ”.

ბორის ელცინი-რუსეთის პირველი პრეზიდენტი






9-სსრკ დაიშალა(1991 წლის 26 დეკემბერი)

image

"მისი დამსახურებაა ის, რომ იგი გრძნობდა ცვლილების საჭიროებას და თავადვე ცდილობდა სისტემის შეცვლაა - პრობლემა იმაში მდგომაროებდა, რომ იგი თავისთავად უსარგებლო იყო. რაც მთავარია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 25 მილიონი რუსი ერთ ღამეში უცხოეთში აღმოჩნდა. ეს მართლაც მე -XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფაა. ”

ვლადიმერ პუტინი

0
146
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0