x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"ნომერი 39" და სხვა შენობები, სადაც შესვლა იკრძალება - მიზეზი მეტად უჩვეულოა

image






1."გუგლის" მონაცემთა ცენტრი, შტუტგარტი, ნიდერლანდები



image


არასოდეს დაინტერესებულხართ, სად ინახება "გუგლის" ყველა პასუხი? - "გუგლის" მონაცემთა ცენტრში, შტუტგარტში, ჰოლანდიაში. ამიტომაც გასაგებია, თუ რატომაა იგი აკრძალული ადგილი.





2.ნომერი 39, ჩრდილოეთ კორეა




image





ნომერი 39 ჩრდილოეთ კორეაში, ასევე, ცნობილია, როგორც ბიურო 39, განყოფილება 39, ან ოფისი 39. როგორც ცნობილია, ორგანიზაციას მოაქვს წელიწადში 500 მილიონიდან 1 მილიარდ აშშ დოლარამდე, ან მეტი და შესაძლოა, იგი მონაწილეობას იღებდა არალეგალურ საქმიანობაში, როგორიცაა, მაგალითად, 100 დოლარის ოდენობის ყალბი გადასახადები. ასევე მიიჩნევა, რომ ამ კედლებში, სახელმწიფოსთან ჩუმი შეთანხმების საფუძველზე, მიმდინარეობს ისეთი უკანონო პროცესები, როგორიცაა ნარკოტიკებისა და ყალბი ფულადი კუპიურების წარმოება.

3.ვატიკანის საიდუმლო არქივი. იტალია

აქ საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა დოკუმენტები, რომელთაც, მოარული ხმის თანახმად, ისტორიის ძირეულად შეცვლა შეუძლიათ. ვატიკანის საიდუმლო არქივს ისევე მოწიწებით იცავენ, როგორც თვითონ რომის პაპს. იქ მისასვლელად საჭიროა სპეციალური ნებართვის მიღება. ამიტომ იგი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ხელმიუწვდომელ ადგილად უბრალო ადამიანებისათვის.

4.დედოფლის საძინებელი, ბუკინგემის სასახლე, ინგლისი

დედოფალ ელისაბედის საძინებელი ოთახი ინგლისში, ბუკინგემის სასახლეში მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე აკრძალული ადგილია ადამიანებისათვის. 1982 წელს მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა - დედოფლის საძინებელში შევიდა ვინმე მაიკ ფეგანი. დღემდე ეს იყო დედოფალ ელისაბედის საძინებლის უსაფრთხოების ყველაზე დიდი დარღვევა.

5.ფორტ-ნოქსი, ლუისვილი, კენტუკი

აშშ-ის სამხედრო ბაზა, ასევე, წარმოადგენს ქვეყნის ოქროს მარაგის (რეზერვის) საცავს. აშენებულია 1918 წელს. 60 წლის განმავლობაში ფორტ-ნოქსი იყო აშშ-ის არმიისა და არმიის სკოლის სახლი. გამომდინარე იქიდან, რომ აქ საიდუმლო ინფორმაციაც ინახება და დიდი ოდენობით ოქრო, უბრალო ადამიანებისათვის შესვლა აკრძალულია.

6."კოკა-კოლას" საცავი

დიახ, არსებობს "კოკა-კოლას" მონაცემთა საცავი, რომელიც ძალიან კარგადაა, ძლიერადაა დაცული, რამდენადაც აქ ინახება პოპულარული გაზიანი სასმლის მომზადების საიდუმლო რეცეპტი.

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0