x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ ბიპოლარულ აშლილობას თინეიჯერებში
image

მოზარდობის გზა უამრავი აღმართისა და დაღმართისგან შედგება, მაგრამ შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ ქცევა ჩვეულებრივზე ოდნავ უფრო არაბუნებრივია და როგორც ჩანს უკიდურესი გაღიზიანებიდან უკიდურეს მწუხარებამდე მიდის ყოველ რამდენიმე დღეში. თქვენ შესაძლოა დაიწყოთ ფიქრი, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე თინეიჯერული აღშფოთება, რომ შესაძლოა თქვენს თინეიჯერს აქვს ბიპოლარული აშლილობა. სტატიიდან გავიგებთ, რა სიმპტომები ახასიათებს ბიპოლარულ აშლილობას, როგორ ხდება დიაგნოზირება და ამ ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა.

რა არის ბიპოლარული აშლილობა?


ბიპოლარული აშლილობა არის განწყობის ქრონიკული და სერიოზული აშლილობა, რომლითაც დაავადებულია ამერიკელ მოზარდთა დაახლოებით 2, 6 პროცენტი. ჩვეულებრივ, მდგომარეობა გვიან თინეიჯერებში ან ადრეულ ზრდასრულ ასაკში ჩნდება. როგორც წესი, ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანები განიცდიან უკიდურესი ბედნიერების ან მაღალი ენერგიისა და აქტივობის პერიოდებს, რომელიც ცნობილია, როგორც მანიაკალური ეპიზოდი. მანიაკალური ეპიზოდის დაწყებამდე ან მის შემდეგ, ბოპოლარული აშლილობის მქონე ადამიანს შეუძლია განიცადოს მწუხარების და დეპრესიის ეპიზოდები, ეს პერიოდი ცნობილია, როგორც დეპრესიული ეპიზოდები.

ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები თინეიჯერებში

მანიაკალური ეპიზოდის სიმპტომები ძალიან განსხვავდება დეპრესიული ეპიზოდისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბიპოლარული აშლილობის მქონე თინეიჯერებს განწყობის ცვლილებები ისევე აქვთ, როგორც მოზრდილებს, ერთი განსხვავება იმაშია, რომ თინეიჯერები უფრო მგრძნობიარენი და გაღიზიანებულები არიან მანიაკალური ეპიზოდის დროს.

თინეიჯერი, რომელსაც აქვს მანიაკალური ეპიზოდი, გამოხატავს სიმპტომებს:

  • ძალიან მალე ბრაზდება
  • ყველაფერზე ძალიან აღელვებულად და აღფრთოვანებულად საუბრობს
  • ვერ ფოკუსირდება
  • ერთი დავალებიდან მეორეზე გადადის პირდაპირ
  • არ ძინავს, მაგრამ დაღლილიც არ არის
  • უზომოდ ბედნიერია და უცნაურად იქცევა
  • რისკის შემცველ აქტივობებს მიმართავს, მაგალითად დალევა და საჭესთან დაჯდომა
  • უამრავი ნივთის ყიდვა, რომელიც არ სჭირდება
  • გადამეტებული სექსუალური ენერგია და სექსუალური აქტივობა

დეპრესიული ეპიზოდის სიმპტომები:

  • თავს გრძნობს უფასურად, ცარიელად, დამნაშავედ
  • უზომოდ სევდიანია
  • წუწუნებს მუცლის, თავის და სხვა სახის ტკივილზე
  • ძალიან ბევრი ან ცოტა ძილი
  • ენერგიის არ ქონა
  • კონცენტრაციის უუნარობა
  • გადაწყვეტილების ვერ მიღება
  • აღარ აქვს ინტერესი სოციალიზაციის მიმართ
  • გადამეტებული ჭამა ან საერთოდ არ ჭამა
  • ბევრი ფიქრი სიკვდილზე და სუიციდზე

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

მოზარდის ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს ფიზიკური გამოკვლევა, გასაუბრება და ლაბორატორიული ტესტები. მიუხედავდ იმისა, რომ ექიმს არ შეუძლია ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზირება სისხლის ანალიზის ან სხეულის სკანირების საშუალებით, ეს ხელს შეუწყობს სხვა დაავადებების გამორიცხვას, რომლებიც გვანან ბიპოლარული აშლილობის სიმპტომებს, მაგალითად ჰიპერთირეოზია. თუ ეს დაავადებები არ გამომჟღავნდა, შემდეგ უკვე ფსიქიატრი ჩაატარებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასებას. DSM-5(ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო, მეხუთე გამოცემა)-ში აღიარებულია ექვსი ტიპის ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი.

პირველი ბიპოლარული აშლილობა

ბავშვი განიცდის მინიმუმ ერთ მანიაკალურ ეპოზოდს. მათ შესაძლოა ჰქონდეთ დეპრესიული ეპიზოდი, მანიაკალურ ეპიზოდმადე ან მის შემდეგ. ამასთან, პირველი ბიპოლარული აშლილობა ყოველთვის არ იწვევს დეპრესიულ ეპიზოდებს.

მეორე ბიპოლარული აშლილობა

თინეიჯერი განიცდის მინიმუმ ერთ დეპრესიულ ეპიზოდს და ერთ ჰიპომანიურ ეპიზოდს. ჰიპომანიური ეპიზოდი არის ნაკლებად ინტენსიური მანიაკალური ეპიზოდი, რომელიც მნიშვნელოვნად არ მოქმედებს მოზარდის ცხოვრებაზე.

როგორ ხდება ბიპოლარული აშლილობის მკურნალობა?

მას შემდეგ რაც ექიმი დასვამს დიაგნოზსს, მშობელს ურჩევენ ფსიქოთერაპიას, მედიკამენტებს ან ორივეს. დროთა განმავლობაში ექიმმა შეიძლება შეცვალოს მკურნალობის და მართვის გეგმა, რათა უკეთ მოერგოს მოზარდი.

თერაპია

თერაპია შეიძლება ძალიან დაეხმაროს მოზარდსს. თერაპევტთან საუბარი დაეხმარება მათ სიმპტომების მართვაში, გამოხატავენ საკუთარ გრძნობებს და უკეთეს ურთიერთობას დაამყარებენ მშობლებთან. არსებობს სხვადასხვა სახის თერაპია, მაგალითად ფსიქოთერაპია ანუ ლაპარაკის თერაპია, ეს დაეხმარება თინეიჯერს სტრესის რეგულაციაში. ასევე ძალიან შედეგიანია ჯგუფურ სესიებზე დასწრება. კოგნიტური ქცევითი თერაპია კარგია მშობლისთვის და იგი დაგეხმარებათ დაეხმაროთ თქვენს შვილს პრობლმების გადაჭრაში და უარყოფითი აზრებისა და ქცევის პოზიტიურად გადაქცევის გზებში.

მედიკამენტები

თქვენი ექიმი განიხილავს მედიკამენტების ვარიანტებს, რათა დაგეხმაროთ იპოვოთ ის წამლები, რომლებიც შეიძლება ყველაზე შესაფერისი იყოს მოზარდისთვის. ისინი ხშირად ნიშნავენ განწყობის სტაბილიზატორებს და ატიპიურ ანტიფსიქოტიკებს, ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.

როგორ შეუძლია მშობელს დაეხმაროს შვილს?

ასწავლეთ საკუთარ თავს ბიპოლარული აშლილობის შესახებ. წაიკითხეთ სტატიები და ჟურნალები, წიგნები, ეს დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი, იმის შესახებ თუ რას განიცდის თქვენი თინეიჯერი და როგორ შეგიძლიათ ეფექტურად დაეხმაროთ. იყავით მომთმენი და კეთილი. შეიძლება ძალიან გაგაბრაზოთ ან იმედები გაგიცრუოთ შვილის ქცევამ, მაგრამ ეცადეთ მათ მშვიდად და მოთმინებით მხარი დაუჭიროთ. წაახალისეთ, რომ ისაუბროს მეტი თქვენთან და უთხარით, რომ თქვენ არასდროს განსჯით მას. მოუსმინეთ მოზარდს გულდასმით და თანაგრძნობით. ბიპოლაური აშლილობა, მართლაც, ძალიან რთული დაავადებაა, მაგრამ ფსიქოლოგის, ფსიქიატრის და მშობლების დახმარებით მოზარდს შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუმარტივდეს სიმპტომები.


0
56
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ცეცხლაძე
ელენე ცეცხლაძე
56