x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
კვებითი აშლილობები
image

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინში -„ კვებითი აშლილობები“ კვება არის ტერმინის ნაწილი, ეს დარღვევა მეტია ვიდრე საკვები. კვებითი აშლილობები ძალიან რთულ ფსიქიკურ დარღვევებს წარმოადგენენ, რომლებიც ხშირად საჭირობს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას. ეს დარღვევები აღწერილია ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემაში. (DSM-5)

მხოლოდ შეერთებულ შტატებში, დაახლოებით, 20 მილიონ ქალს და 10 მილიონ მამაკაცს აქვს ან ჰქონდათ კვების დარღვევა ცხოვრების რომელიმე ეტაპზე.

რა არის კვებითი აშლილობები?


კვებითი დარღვევები არის მთელი რიგი ფსიქოლოგიური პირობები, რომლებიც იწვევენ არაჯანსაღი კვების ჩვევების განვითარებას. ხშირად, კვებითი აშლილობები იწყება ადამიანის მიერ საჭმლის, სხეულის წონის ან სხეულის ფორმის, ნაწილის აკვიატებით. მძიმე შემთხვევებში, კვებითმა დარღვევებმა შესაძლოა გამოიწვიონ ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება და შესაძლოა სიკვდილითაც დასრულდეს, თუ არ ვუმკურნალებთ ადამიანს.

მათ, ვისაც კვებითი დარღვევები აქვთ, სხვადასხვა სიმპტომები ახასიათებთ. ამასთან, უმეტესობა მოიცავს საკვების მკაცრ შეზღუდვას, საკვების გადაჭარბებას ან გაწმენდის ქცევებს, როგორიცაა ღებინება ან ზედმეტი ვარჯიში.

მიუხედავად იმისა, რომ კვების დარღვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნებისმიერი სქესის ადამიანზე, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ისინი ყველაზე ხშირად გვხვდება მოზარდებსა და ახალგაზრდა ქალებში. სინამდვილეში, ახალგაზრდობის 13%-ს შეიძლება ჰქონდეს მინიმუმ ერთი კვების დარღვევა 20 წლის ასაკში.

რომ შევაჯამოთ, კვებითი აშლილობა არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება საკვებით ან სხეულის ფორმით შეპყრობა, ობსესია. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია ახალგაზრდა ქალებში.

რა იწვევს კვებით აშლილობებს?

ექსპერტების აზრით, კვების დარღვევები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით. ერთ-ერთი ფაქტორია- გენეტიკა. ტყუპებისა და შვილად აყვანის კვლევების მიხედვით, ტყუპებს, რომლებიც დააშორეს დაბადებისთანავე და სხვადასხვა ოჯახებში გააშვილეს, რაღაც დროის შემდეგ, გამოუვლინდათ მსგავსი კვებითი დარღვევები, რაც მიუთითებს, რომ მართლც გენეტიკურია კვებითი აშლილობები. ზოგადად ამ ტიპის კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ერთ ტყუპს აქვს კვებითი დარღვევა, მეორესაც ექნება ალბათობა 50%-ით, რომ განუვითარდება კვებითი აშლილობა.

პიროვნების ნიშნები კიდევ ერთი მიზეზია. კერძოდ, ნევროტიზმი, პერფექციონიზმი და იმპულსურობა. პიროვნების ეს სამი თვისება, ხშირად, კავშირშია კვებით აშლილობის განვითარების მაღალ რისკთან.

სხვა შესაძლო მიზეზებში შედის ზეწოლა, რომელიც გამოიხატება კულტურულ მიდრეკილებებში, სადაც უპირატესობა ენიჭება სიგამხდრეს და მედიის ზემოქმედებაც, რომელიც ხელს უწყობს არარეალური იდეალური სხეულის სურათის შექმნას. გარკვეული კვების დარღვევები, უმეტესწილად არ არსებობს კულტურებში, სადაც არ გხვდება სიგამხდრის იდეალიზება, როგორც დასავლეთში.

ცოტა ხნის წინ, ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ტვინის სტრუქტურასა და ბილოგიაში არსებულმა განსხვავებბმა შეიძლება ასევე ითამაშოს როლი კვების დარღვევების გავითარებაში. კერძოდ, ტვინის მესენჯერების(მაცნეების) დონეები, სეროტონინი და დოფამინი შეიძლება იყოს გამომწვევი ფაქტორები. ამასთან, საჭიროა უფრო მეტი კვლევის ჩატარება, სანამ ზუსტი და ვალიდური დასკვნები გაკეთდება. საბოლოოდ, კვების დარღვევები შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით: გენტიკა, ტვინის ბიოლოგია, პიროვნული თვისებები და კულტურული იდეალები.

ნერვული ანორექსია

ნერვული ანორექსია, სავარაუდოდ, ყველაზე ცნობილი კვების დარღვევაა. იგი ჩვეულებრივ ვითარდება მოზარდობის ან მოზრდილობის პერიოდში და უფრო მეტ ქალზე მოქმედებს, ვიდრე მამაკაცზე. ანორექსიით დაავადებული ადამიანები ზოგადად თვლიან საკუთარ თავს ჭარბწონიანებად, მაშინაც კი თუ ისინი წონის კრიტიკულად დაბალ ზღვარზე იმყოფებიან. ისინი მუდამ აკონტროლებენ თავიანთ წონას, ერიდებიან გარკვეული სახის საკვების მიღებას და მკაცრად ზღუდავენ კალორიებს.

ნერვული ანორექსიის სიმპტომებია:

  • მნიშვნელოვნად დაბალი წონა მათ ასაკთან და სიმაღლესთან შედარებით
  • ძალიან შეზღუდული კვების წესები
  • წონის მომატების ინტენსიური შიში ან მუდმივი ქცევა წონის მომატების თავიდან ასაცილებლად
  • შეუპოვარი სწრაფვა სიგამხდრისკენ და არანაირი სურვილი იმისა, რომ შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა
  • ძალიან მოქმედებს თავისივე აღქმული სხვეულის წონა თუ ფორმა მის თვითშეფასებაზე
  • აქვს დამახინჯებული წარმოდგენა საკუთარ სხეულის ხატზე და უარყოფს, რომ არის კრიტიკულად დაბალი წონის.

ხშირად გვხვდება ობსესიურ-კომპულსური აშლილობის სიმპტომებიც. მაგალითად, ანორექსიით დაავადებული ადამიანი ხშირად არის გატაცებული საკვებზე მუდმივი ფიქრით, ზოგმა შესაძლოა აკვიატებულად დაწყოს რეცეპტების ან საკვების შეგროვება.


კვებითი აშლილობის მქონე პირს შესაძლოა გაუჭირდეს ჭამა საჯაროდ, რადგან მათ დიდი სურვილი აქვთ გააკონტროლონ თავიანთი გარემო, რაც შესაბამისად ზღუდავს სპონტანურად არსებობას, მაგალითად მათთვის ძალიან ძლიერი შფოთვის გამომწვევია თუ მეგობრები უცაბედად მოინდომებენ პიცის გამოძახებას.


ანორექსია ოფიციალურად განეკუთვნება ორ ქვეტიპს: შეზღუდვის ტიპი და უზომოდ ჭამის და გაწმენდის ტიპი. შეზღუდვის ტიპის მქონე პირები წონაში მხოლოდ დიეტის, მარხვის ან ზედმეტი ვარჯიშის საშუალებით იკლებენ. პირები, რომლებიც დიდი რაოდენობით საკვებს მიიღებენ (შეიძლება მცირე რაოდენობის საკვების მიღებაც) და შემდეგ წმენდას მიმართავენ, ისეთი ქმედებებით, როგორებიცაა, ღებინება, საფღარათო საშუალებების ან შარდმდენების მიღება ან ზედმეტი ვარჯიში.


ანორექსია შესაძლოა ძალიან აზიანებდეს სხეულს. დროთა განმავლობაში, ადამიანს შეიძლება აღენიშნოს ძვლების გათხელება, უნაყოფობა, მტვრევადი თმა და ფრჩხილები, წვრილი თმის ფენის ზრდა მთელ სხეულზე. მძიმე შემთხვევებში ანორექსიამ შეიძლება გამოიწვიოს გულის, ტვინის ან სხვა ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი.


ნერვული ბულიმია

ნერვული ბულიმია კვების კიდევ ერთი ცნობილი დარღვევაა. ანორექსიის მსგავსად, ბულიმია ვითარდება თინეიჯერული ასაკის და მოზრდილობის პერიოდში და მამაკაცებში უფრო იშვიათია ვიდრე ქალებში. ბულიმიით დაავადებული ადამიანები, ხშირად, ჭამენ უჩვეულოდ დიდი რაოდენობით საკვებს, გარკვეული დროის განმავლობაში. თითოეული ჭამა დიდი ეპიზოდია და გრძელდება მანამ, ადამიანი ტკივილს არ განიცდის. ამ დროს ადამიანი გრძნობს, რომ მას არ შეუძლია შეწყვიტოს ჭამა ან აკონტროლოს რამდენს ჭამს. ბულიმიის მქონე პირები ცდილობენ გაწმენდას მოხმარებული კალორიების კომპენსაციისთვის. გაწმენდის ჩვეულებრივი ქცევაა, ღებინება, უზმოზე საფაღარათო საშუალებები, შარდმდენები და ზედმეტი ვარჯიში. სიმპტომები ძალიან გავს ნერვული ანორექსიის სიმპტომებს :

  • გადაჭარბებული ჭამის განრმეორებითი ეპიზოდები, სადაც კონტროლს კარგავს ადამიანი
  • გაწმენდის საშუალებები
  • თვითშეფასება, რომელზეც გადაჭარბებულად დიდ გავლენას ახდენს სხეულის წონა და ფორმა
  • წონის მომატების შიში, მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური წონა აქვს ადამიანს.
ბულიმიის გვერდითი ეფექტებია: ყელის ანთება და ტკივილი, სანერწყვე ჯირკვლების გადიდება, ემალის ცვეთა, კბილების გახრწნა, მჟავა რეფლექსი და ჰორმონალური დარღვევები. მძიმე შემთხვევებში ბულიმიამ შეიძლება ასევე შექმნას დისბალანსი ელექტროლიტების დონეზე, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი და კალციუმი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ინსულტი ან გულის შეტევა.


ჭარბი კვების დარღვევა

მიიჩნევა, რომ ჭარბი კვების დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. ის ჩვეულებრივ იწყება მოზარდობის და მოზრდილობის პერიოდში, თუმცა შეიძლება განვითარდეს მოგვიანებითაც. ისინი ჭამენ უჩვეულოდ დიდი რაოდენობის საკვებს, შედარებით მოკლე დროში და გრძნობენ კონტროლის ნაკლებობას. ჭარბი კვების აშლილობის მქონე ადამიანები არ ზღუდავენ კალორიებს ან იყენებენ გამწმენდ ქცევას, როგორიცაა ღებინება ან ზედმეტი ვარჯიში.

სიმპტომებია:

  • ჭამს დიდი რაოდენობით საკვებს სწრაფად, ფარულად და არასასიამოვნო შევსებამდე
  • კონტროლის უკმარისობა
  • სირცხვილის, ზიზღის, დანაშაულის გრძნობა
  • არ იყენებენ მიღებული კალორიების დამაკომპესირებელ ქცევებს. (ღებინება, გადაჭარბებული ვარჯიში და ასე შემდეგ.)
ადამიანებს ამ დაავადებით ხშირად აქვთ ჭარბი წონა და სიმსუქნე. ამან შესაძლოა გაზარდოს სამედიცინო გართულებების რისკი, გულის დაავადება, ინსულტი და 2 ტიპის დიაბეტი.


პიკა

პიკა არის კვების დარღვევის კიდევ ერთი სახე, რომელიც გულისხმობს ისეთი ნივთების ჭამას, რომლებიც არ ითვლება საკვებად. პიკას მქონე პირებს სურთ არასასურსათო ნივთიერებები, როგორიცაა: ყინული, ჭუჭყი, ნიადაგი, ცარცი, საპონი, ქაღალდი, თმა, ქსოვილი, მატყლი, კენჭი, სამრეცხაო საშუალება და სხვა. ეს დაავადება ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვებში, ორსულ ქალებში და გონებივად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში. პიკას მქონე პირებს მოწამვლის, ინფექციების, ნაწლავების დაზიანების და კვების უკმარისობის რისკი აქვთ. მიღებული ნივთიერებების გათვალისწინებით, პიკა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ცეცხლაძე
ელენე ცეცხლაძე
46