x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უგემრიელესი ლიმონის მარმელადები მარტივად
image





50 ულუფა;

საჭირო პროდუქტები:

წყალი 130 მლ. + 70 მლ. ჟელატინისათვის;


შაქარი - 400 გრამი;

ჟელატინი - 2.5 სუფრის კოვზი;

ლიმონის წვენი - 180 მლ. (3 ცალი ლიმონი);

შაქარი მოსართავად - 25 გრ.;

მომზადება:

3 ცალი ლიმონისაგან გამოწურეთ წვენი 180 მლ. ოდენობის;

შაქარს დაუმატეთ წყალი და შუა ცეცხლზე დადგით. როცა შაქარი გალღვება, მაგრამ ჯერ კდიევ არ დუღს, ვაცალოთ 3 წუთი და მერე გადმოვდგათ.

ჟელატინი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და კარგად ურიეთ 3 წუთის განმავლობაში.

შაქრის სიროპი ჩაასხით ჟელატინში და კარგად მოურიეთ, უცებ ჩაასხით ლიმონის წვენიც. კარგად ურიეთ 5 წუთის განმავლობაში.

ყალიბს წაუსვით უსუნო ზეთი, ან სილიკონის ფორმები გამოიყენეთ.

ჩაასხით მასა ფორმებში. როცა გაცივდება, შედგით მაცივარში 1-2 საათით.

გამოიტანეთ თითოეული ნაჭერი მაცივრიდან და მოაყარეთ შაქარი, ან შაქრის პუდრა (შაქრით უფრო ლამაზია, ვიდრე შაქრის პუდრათი).

გემრიელად მიირთვით!




0
41
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0