x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
"მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა" სატანის მიკროფონია-სხალთის ეპისკოპოსი

image

სხალთის ეპისკოპოსმა მნეუფე სპირიდონმა 25 თებერვალს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქადაგების დროს ტელეკომპანიებს „მთავარ არხს“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სატანის მიკროფონი უწოდა და მათ სინანულისკენ მოუწოდა:


"საქართველოზე არის შემოტევა საშინელი, ბოროტი ძალების, ბნელი ძალების. თქვენც ხედავთ ახლა რა ხდება: ლანძღავენ და აგინებენ ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს აუგად იხსენებენ. კაცმა, რომელმაც ქართველო ფეხზე წამოაყენა, პირჯვრის გადაწერა ასწავლა ქართველ ხალხს და დაცემული აღადგინა ღვთის მადლით და ეს ტელევიზიები ... რომელია? მთავარი არხი რომ ჰქვია, ტვ პირველი და ფორმულა და კიდევ ზოგიერთები. ეს არის სატანის მიკროფონი. ამიტომ, ვევედროთ დედა ღვთისმშობელს და უფალს, რომ მოიქცნენ ისინიც, მოტრიალდნენ. ღმერთმა მადლი მისცეთ ძალიან დიდი და სინანული მისცეთ ძალიან დიდი და უფალმა აღადგინოს დიდი ივერია", — განაცხადა მეუფე სპირიდონმა ქადაგების დასასრულს.



შეგახსენებთ, მანამადე, მიტროპოლიტს კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდა, "მორონას", "ჯანდაბას და ოხრობას" ეძახდა, შემდეგ კი თავადვე დაინფიცირდა, ამის შემდეგ ჯანმო გააკრიტიკა, მისი აზრით ორგანიზაციის მიზანია მსოფლიოს გარყვნა და ანტიქრისტესთვის გზის მომზადება. თქვა, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს, თუმცა აღიარა, რომ ბავშვობიდან მოყოლებული ყველა ვაქცინა გაკეთებული აქვს.


0
191
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0