x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იტალიელი მომღერლის რუსული ვაქცინით აცრა ევროკავშირის სირცხვილია-ბრიტანული პრესა
imageბრიტანელმა ჟურნალისტმა ტიმ მაკნალტიმ ევროკავშირის სირცხვილი უწოდა, იტალიელი საოპერო მომღერალის, ანა მარია კიურის(Anna Maria Chiuri) კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული Sputnik V ვაქცინით აცრას, გამოცემა Express-ში.


”ევროკავშირმა თავი შეირცხვინა: იტალიელი აიცრა COVID-19- ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით, რადგან ბრიუსელმა ვერ მოაბა ვაქცინაციის პროგრამას და შეაჩერა ვაქცინების მიწოდება, ” - წერს იგი.


მომღერალი კიური აიცრა რუსეთში გასტროლების დროს, რა დროსაც ტელეინტერვიუში მიცემულ გააკრიტიკა ევროკავშირში ვაქცინაციის ჩატარების პროცესი და ტემპი.


მანვე შესთავაზა დაიწყოს რუსული ვაქცინის მიწოდება ევროპის ქვეყნებში, რათა შეივსოს ვაქცინის დეფიციტი და დაიწყოს საყოველთაო ვაქცინაცია.


imageანა მარია კიური



ჟურნალისტ მაკნალტის მიაჩნია, რომ ეს არის დამამცირებელი ევროპელი ჩინოვნიკებისათვის.




შეგახსენებთ, კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა "Sputnik V" რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დარეგისტრირდა გასული წლის აგვისტოში. იგი შეიმუშავეს გამალეიას ცენტრის სპეციალისტებმა ადენოვირუსული ვექტორების შესწავლილ და გამოცდილ პლატფორმის საფუძველზე, თუმცა ვაქცინას რადგან ტესტირების სამივე ეტაპი არ ჰქონდა გავლილი, ჯანმომ ეჭვისთვალით შეხედა რუსულ ვაქცინას და არ ენდო, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ავტორიტეტულმა სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა გამოაქვეყნა რუსული Sputnik V ვაქცინის კლინიკური გამოკვლევების მესამე ფაზის შედეგები, სადაც დადასტურდა, როგორც ვაქცინის ეფექტურობა 91, 4%-ით, ასევე მისი უსაფრთხოება.


Sputnik V გლობალური მასშტაბით COVID-19-ის ტოპ-ვაქცინების სამეულში შედის ამჟამად, პრეპარატი რეგისტრირებულია მსოფლიოს 36 ქვეყანაში.

ასევე, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდი (RDIF) თანამშრომლობს ევროპულ მედიკამენტურ სააგენტოსთან (EMA), რათა დაიწყოს Sputnik V ვაქცინის თანდათანობითი მიმოხილვა ევროკავშირში დამტკიცებისთვის.

ევროკავშირში ვაქცინაციისთვის ამჟამად გამოიყენება Pfizer / BioNTech, Moderna და AstraZeneca. ამავდროულად, AstraZeneca– მ და Pfizer– მა განაცხადეს, რომ წარმოების პრობლემების გამო მომარაგება შემცირდა.

0
176
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0