x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
„ბუნკერში რომ ვიქექებოდე ასეთ რევოლუციურ, მსტვენარა, აგრესიულ სახეებს ხმას არ მივცემ“ - თამარ ივერი

image


პოპულარული ქართველი მეცო-სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა სახის თინა ბოკუჩავასა და მამუკა მდინარაძის დაპირისპირების ვიდეოს აქვეყნებს და პარლამენტარებთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებას მკვეთრად აფიქსირებს. მისთვის მიუღებელია აგრესოა და სტვენა საკანონმდებლო ორგანოში. ის ამბობს, რომ ასეთ პოლიტიკოსებს ხმას არასოდეს მისცემს. თამარ ივერი აღნიშნავს, რომ საქართველოში უნდა დასრულდეს "მაია წყნეთელები" "ჟანა დარკები", დარიკოები და „სიმონა დოლიძეები“:

.

„სულ რომ უკმაყოფილო ვიყო ჩემი ყოფით, მთავრობით და ბუნკერში ვიქექებოდე.... ასეთ აგრესიულ, რევოლუციურ, პარლამენტში მსტვენარა სახეებს არასოდეს ხმას არ მივცემ და არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ მისცემს.სიმშვიდე და გაწონასწორებულობა ჩემთვის ნომერი პირველია ურთიერთობაში და პოლიტიკაში.ბოლობოლო საერთაშორისო პოლიტიკის მაღალ დონედ ითვლება საუბრის მშვიდად და სტაბილურად წარმართვის ხელოვნება.
ეყო საქართველოს "მაია წყნეთელები" "ჟანა დარკები", დარიკოები და „სიმონა დოლიძეები“!“ - წერს თამარ ივერი.

0
404
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0