x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ანტისოციალური პიროვნული აშლილობა - ფსიქოპათია
image

ტერმინები ანტისოციალური პიროვნული აშლილობა და ფსიქოპათია (ზოგჯერ სოციოპათია) ხშირად ერთი მნიშვნელობით გამოიყენება, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ანტისოციალური პიროვნული აშლილობა არის დიაგნოსტიკური კატეგორია, რომელიც ორიენტირებულია ქცევაზე, ხოლო ფსიქოპათია წარმოადგენს პიროვნული თრეიტეპის ისევე როგორც ქცევების ერთგვარ თანავარსკვლავედს. ეს თრეიტები მოიცავს უგრძნობლობას, მანიპულატორობას, ქედმაღლობას, ზედაპირულობას, ცუდ ტემპერამენტს. ფსიქოპათები არ ამყარებენ ძლიერ ემოციურ კავშირს სხვა ადამიანებთან, ისინი განიცდიან ემპათიის, დანაშაულის გრძნობის, სინდისის ქენჯნის ნაკლებობას. თუ ანტისოციალური პიროვნული აშლილობა არის კატეგორია, ფსიქოპათია განზომილებას წარმოადგენს. DSM-4-ში აპა მოიცავს ორ მთავარ კომპონენტს. პირველი ეხება ანტისოციალურ ქცევას 15 წლის ასაკამდე, კრიტერიუმი მოიცავს სკოლის გაცდენას, სახლიდან გაქცევას, ხშირად მოტყუებას, ქურდობას, ხანძრის გაჩენას, მიზანმიმართულად საკუთრების დაზიანებას. მეორე ანტისოციალური ქცევის გაგრძელებას მოზრდილობაში. აპას მქონე მოზრდილები აჩვენებენ უპასუხისმგებლო და ანტისოციალური ქცევას კანონის დარღვევით, სტაბილური სამსახურის უქონლობით, გამაღიზიანებლობით და ფიზიკური აგრესიით, ვალდებულების შეუსრულებლობით, დაუდევრობით. ისინი არიან იმპულსურები და არ შეუძლიათ მომავლის დაგეგმვა. მათ არაფრად მიაჩნიათ სიმართლე და არ ქენჯნით სინდისი საკუთარი ზიანის მომტანი ქცევების გამო.

ფსიქოპათიის კონცეფცია კარგად ჩანს ჰერვი ქლექლის კლასიკურ წიგნში “საღი აზრის ნიღაბი“. თავის ფართო კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქლექლიმ გამოავლინა პიროვნული თრეიტების თანავარსკვლავედი, რომლებიც ტიპურია ფსიქოპათისთვის. ფსიქოპათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ემოციების სიღარიბე, როგორც პოზიტიურის ისე ნეგატიურის. ადამიანებს ფსიქოპათიის მაღალი მაჩვენებლით არ აქვთ სირცხვილის გრძნობა, მათი პოზიტიური გრძნობები სხვების მიმართ მოჩვენებითია. ისინი ერთი შეხედვით მომხიბვლელები არიან და მანიპულირებენ სხვა ადამიანებით საკუთარი მიზნისთვის. ისეთი ნეგატიური ემოციების ნაკლებობა, როგორიცაა შფოთვა, ფსიქოპათისთვის შეუძლებელს ხდის, რომ ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე. ხოლო პოზიტიური ემოციების ნაკლებობა იწვევ უპასუხისმგებლო ქცევას სხვების მიმართ. ქლექლი ფსიქოპათის ანტისოციალურ ქცევას აღწერს ტერმინით “არაადექვატურად მოტივირებული“. ისინი ასე არ იქცევიან იმიტომ, რომ რაღაც სჭირდებათ, მაგალითად ფული, არამედ მღელვარებისთვის.

მკვლევარებმა აღწერეს ფსიქოპათები ჩამონათვალის გამოყენებით, რომელიც შემოთავაზებულ იქნა ჰეარის მიერ. ჩამონათვალში წარმოდგენილია ორი მთავარი კლასტერი ფსიქოპათიური ქცევის. პირველი ეხებოდა ემოციურ გაღარიბებას, ეგოიზმს, სინდისის ქენჯნის უქონლობა, როცა ექსპლუატირებას უწევს სხვებს. (ამ კლასტერის დესკრიპტორები მოიცავს დანაშაულის გრძნობის უქონლობას, ჭეშმარიტი ემპათიის ნაკლებობას და მანიპულატორობას.) მეორე კლასტერი აღწერს ანტისოციალურ ცხოვრების სტილს. (პარაზიტული ქცევა, პათოლოგიური ტყუილები, დანაშაულის ჩადენა ახალგაზრდა ასაკში.) ფსიქოპათიის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ერთის მხრივ ინსტრუმენტული აგრესია, რომელიც დაგეგმილი და მიზანმიმართულია, მეორეს მხრივ რეაქტიული აგრესია, რომელიც ხასიათდება სიბრაზით და წარმოადგენს პასუხს შიშზე ან ფრუსტრაციაზე. ფსიქოპათია დაკავშირებულია ორივე სახის აგრესიასთან მაშინ, როცა სხვა აშლილობები კავშირშია რეაქტიულ, მაგრამ არა ინსტრუმენტულ აგრესიასთან. ფსიქოპათისთვის დამახასიათებელი მოზარდობაში ჩადენილი დანაშაულები დიდი ალბათობით წინასწარმეტყველებს იმას, რომ მოზრდილობის დროს ინდივიდი გააგრძელებეს კრიმინალურ აქტივობებში ჩართულობას, კერძოდ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენას.


image

ვაგრძელებთ აპას და ფსიქოპათიის ბუნების დაპირისპირებას, დამნაშავე მამაკაცების ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ აპა არის ჰეტეროგენური კატეგორია და საიდენტიფიკაციო ქვეტიპები საჭიროა. ეს დაბნეულობა ართულებს ართულებს სხვადასხვა კვლევის მონაცემების ინტეგრირებას, რადგან კლინიკური ნიშნები სხვაგვარად განისაზღვრება. ბილის ქცევა ბავშვობასა და მოზრდილობაში შეესაბამება ქლექსლის ბევრ კრიტერიუმს. ბილი იყო არასანდო, არაგულწრფელი, სინდისის ქენჯნის არმქონე თავისი ცუდი ყოფაქცევის გამო, და უშფოთველი. მისი ანტისოციალური ქცევა (როგორიცაა ქურდობა) არ იყო მოტივირებული ნაძარცვი ნივთების ქონის სურვილით, არამედ მღელვარების მოთხოვნილებით. მისი უემოციობა გამოჩნდა, როცა ის საკუთარ მეგობრებსაც ძარცვავდა და მისი დამოკიდებულებიდან, რომელიც მის მიერ გაუპატიურებული მსხვერპლის მიმართ ჰქონდა, რაც ემპათიის არარსებობაზე მიუთითებს.

დიდ ეროვნულ შერჩევაზე ჩატარებულ კვლევაში, ამერიკელი მოზრდილების 3.6% აკმაყოფილებდა აპა-ს კრიტერიუმებს. აშლილობა სამჯერ მეტ მამაკაცს აქვს, ვიდრე ქალს. მეტად გვხვდება ჩრდილოელ ამერიკელებთან, ვიდრე აზიელ ამერიკელებთან. უფრო ახალგაზრდა ასაკშია გავრცელებული, ვიდრე ხანდაზმულებთან. ფსიქოპათია აღენიშნებათ ამერიკელების 1%-ს და პატიმართა 25%-ს. არ აღინიშნება მნიშვნელოვანი განსხვავება აფრიკელ ამერიკელებსა და ევროპელ ამერიკელებს შორის. მხოლოდ სუტენიორებს, თაღლითებს, მკვლელებს და ნარკომოვაჭრეებს არ აქვთ ანტისოციალური პიროვნულობა. ბიზნესმენებს, პროფესორებს, პოლიტიკოსებს, ფიზიკოსებს, სანტექნიკოსებს, ვაჭრებს, დურგლებს, ბარმენებსაც შესაძლოა ჰქონდეთ ანტისოციალური პიროვნული თრეიტები. ფსიქოპათია შესაძლოა მეტად იყოს გავრცელებული ბიზნესის სფეროში, ვინაიდან სხვებით მანიპულირების უნარი და ტყუილის თქმა წარმოადგენს ამ საქმეში წარმატების მიღწევის წინაპირობას. მოზრდილობაში ანტისოციალური პიროვნული თვისებები დაკავშირებულია ბავშვობაში ქცევით პრობლემებთან. მათი სიმპტომები ქრება საშუალო ასაკში და ანტისოციალური პერსონალურობის მქონე ინდივიდების გარკვეული რაოდენობა ნაადრევას კვდება.


0
56
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი შოგირაძე
გიორგი შოგირაძე
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0