x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ონტოლოგია ღმერთისა და სამყაროს შესახებ

image

ონტოლოგია ფილოსოფიური მოძღვრებაა ყოფიერების ანუ არსებობის, არსის, სტრუქტურის შესახებ, ის არის მეტაფიზიკის განშტოეაბა. ონტოლოგიურ პრობლემებს ეხება ყოფიერებას, მის სახეებსა და თავისებურებებს. არისტოტელე „მეტაფიზიკაში“ წერდა რომ არსებობს მეცნიერება რომელიც განიხილავს არსებულს, როგორც ასეთს და იმას, რაც თავად აქვს. პირველად 1712 წელს ფილოსოფიურ ენციკლოპედიაში ქრისტიან ვოლფმა შეიტანა ფორმულა: „პირველი ფილოსოფია ანუ ონტოლოგია“. ჩვენ უნდა გავარკვიოთ საკითხთა საკითხი, სამყარო, ღმერთი და ადამიანი, რომელიც მათ შუაშია, ხიდია მათ შორის.

ფილოსოსფესი ხშირად კამათობდნენ იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ღმერთს არსებობის დასაბუთება? ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა რამდენიმე გადაწყვეტის ვარიანტი: თეიზმი(მწამს ღმერთის არსებობა), ათეიზმი (არ მწამს ღმერთის არსებობა), აგნოსტიციზმი(არ ვარ დარწმუნებული არც მის არსებობაში და არც არ არსებობაში), დეიზმი(ღმერთმა მხოლოდ შექმა სამყარო და აღარ ერევა მასში), პანთეიზმი(ღმერთი ყველაფერშია).ფილოსოფიის ისტორიაშ მრავალი არგუმენტი და კონტრარგუმენტი შემუშავებულა ღმერთის არსებობაზე მსჯელობისას. ისინი დაიყვანება რამდენიმე დებულებამდე. ესნია: პირველმიზეზის, მიზანშეწონილების, ონტოლოგიური და მარალური არგუმენტები. ახლა განვიხილავთ ონტოლოგიურ არგუმენტს.

ანსელმის ვერსია.


სქოლასტიკური არგუმენტებიდან ყველაზე ცნობილია ე.წ. ონტოლოგიური არგუმენტი. მას იცავდნენ დიდი ფილოსოფოსები- ანსელმ კენტერბერიელი, გეორგ ჰეგელი და რენე დეკარტი, ხოლო მომწინააღმდეგეები იყვნენ: ბერი გაულინო, დეივიდ ჰიუმი და იმანუელ კანტი. ვეცდები ზოგადი ნიშნებით განვიხილო ეს ათასწლოვანი დისკუსია ონტოლოგიური მტკიცებულების შესახებ.

როგორც უკვე აღვნიშნე ონტოლოგიური არგუმენტის პირველ ავტორად ითვლება კენტერბერის არქიეპისკოპოსი ანსელმი. მან არგუმენტი ჩამოაყალიბა მისსავე თხზულებაში- „პროსლოგიუმი“ და მის გაგრძელებაში-„აპოლოგეტიკური წიგნი უგუნურის წინააღმდეგ“, სადაც ავტორი ეკამათება მღვდელ-მონაზონ გაულინოს, რომელმაც გააკრიტიკა ნაწერით- „წიგნი უგუნურის დასაცავად“

„პროლოგიუმის“ ბირთვია დებულება ნეტარი ავვგუსტინედან: იმიტომ კი არ მსურს გავივგო, რომ მწამდეს, არამედ მწამს, რათა გავიგო. ღმერთის რწმენის პირველი აქტი უნდა ამაღლდეს რწმენის შემეცნებამდე. ანსელმი თვლიოდა, რომ თვითნ გონების წანამძღვრებიდან გამომდინარეობდა დასკვნა ღმერთის არსებობის შესახებ.

სქოლასტიკაში ჩამოყალიბდა ღმერთის არსებობის მტკიცებულეებათა ორი მთავარი ტიპი:

აპრიორული - ცდისგან, გამოცდილებისაგან დამოუკიდებელი.

აპოსტერიორული - ცდიდან, გამოცდილებიდან გამომდინარე.


ანსელმმა ჩამოაყალიბა სამი აპოსტერიორული მტკიცებულება, ესენია:

  • ქვეყნად უამრავი სიკეთა, რა არის მათი საწყისი? რა შეიძლებაა იყოს მათი სათავე? ასეთი რამ შესაძლებელია, მაშშინ თუ ისინი უზენაესი სიკეთისგან არიან წარმოშობილნი. ე.ი. უნდა არსებობდეს უზენაესი სიკეთე, ანუ ღმერთი.
  • ყველა საგნის არსებობას აქვს თავისი მიზეზი, შესაბამისად უნდა არსებობდეს არსება, რომელსაც თავისი მიზეზი თავისავე თავში აქვს. უზენაესი პირველმიზეზი, სწორედ მას ვუწოდებთ ღმერთს.
  • საგნების სიკეთის და სრულქმნილობის ხარისხის ვარიაცია შეუძლებელია უსასრულოდ გაგრძელდეს, უნდა არსებობდედს ერტი საგანი, რომელის სრულქმნილი, უზენაესი არსება იქნება, სულ რომ დავუშვათ მრავალი სრულქმნილის არსებობა, მათ საერთო ბუნება უნდა ჰქონდეთ, აქედან გამომდინარე ერთადერთი სრულყოფილი არსება არსებობს.
ანსელმი თვლიდა- აპოსტეტიორული მტკიცებულება არასაკმარისი და უნდა მოვძებნოთ სხავა გზა, ისეთი, სადაც მტკიცებულება თვითონ ღმერთის მცნბიდან, იდეიდან გამომდინარეობს და ზედმეტ გამოცდილებაზე კამათს თავიდან აგვარიდებს.

კომენტარი მე-13 ფსალმუნის მუხლზე: „თქვა უგუნურმა გულსა შინა: არ არის ღმერთი“ რატომ არის წინადადება „არ არის ღმერთი“ უგუნურება, სისულელე, უაზრობა, გონებანაკლულება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემით ანსელმმა ჩამოაყალიბა აპრიორული დებულება, დღეისთვის „ონტოლოგიური მტკიცებულების“ სახელით ცნობილი.

ღმერთი გულისხმობს უზენაეს არსებას, მასზე სრულყოფილი არსების წარმოდგენა შეუძლებელია. ათეისტი მართალია უარყოფს მის სინამდვილეში არსებობას, მაგრამ მას როგორც ცნებას აღიარებს. მასაც აქვს გონებაში ღმერთი, როგორც ცნება. ე.ი. ათეისტიც აღიარებს მცნებას- Deus Est. (ღმერთი არის), თუმცა არ აღიარებს მის შესაბამის სინამდვილეს. მხოლოდ გონებაში არსებობა ნაკლულია, ხოლო ის რაც მასზე უპირატესია(ღმერთი) არსებობს როგორც აზრში ასევე სინამდვილეში, შესაბამისად დებულება- ღმერთი არ არსებობს მცდარია. ჭეშმარიტია დებულბე- ღმერთი არსებობს.

გაულინოს კრიტიკა.

ანსელმს მიაჩნდა, რომ მსოფლიოში პასუხგაუცეემელ კითხვაზე პასუხი ჰქონდა, მაგრამ ჯერ ადრე იყო ზეიმი. გაულინომ გააკრიტიკა იგი და საკმაოდ მართებულადაც. გაულინიო უპირველესად აღნიშნავს იმას თუ რაზა ანსელმის მტკიცებულება აგებული. ანსელმის მტკიცებულება ემყარება იმის დაშებას, რომ რაც მოიაზრება, ის კიდეც არსებობს. გაულინოს აზრით კი მხოლოდ ცნებიდან ვერ გავაკეთებთ დასკვნას, რომ ის სინამდვილეშიც არსებობს, მაგალიტად მე შეიძლბე 9თავიანი გველეშაპი წარმოვიდგინნო და ის არსებობდეს, როგორც ცნება, მაგრამ ეს მის არსებობას არანაირად არ ამტკიცებს. ამის პასუხად ანსელმა თქვა, რომ გაულინო შეცდომას უშვებდა, როცა მიიჩნევდა, რომ არსებობა არ არის ცნების პრედიკატი. ღმერთი ერთადერთი ცნებაა, რომელსაც კი არ მიეწერება არსებობდა, არამედ ის თავის თავშივე მოიაზრებს არსებობას, ღმერთი თვითნ არსებათა არსებაა, ყოფიერთა ყოფიერი და ცოცხალთა სიცოცხლე, ის ყოველივეს საწყისი და ცნებაშივე მოიაზრება მისი არსებობა.

დეკარტის ვერსია.

ანსელმისა და გაულინოს კამათიდან საუკუნეების შემდეგ, დეკარტმა ჩამოაყალიბა ანსელმის არგუმენტაციის უფრო მარტივი ვერსია. ეს ყველაფერი მოხდა უკვე სხვა ეპოქაში, მათმატიკური სარწმუნოების მოთხოვნაზე დაყრდნობით, აზროვნების თვითცხადობაზე დაყრდნონბით- ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ. ღმერთი დეკარტის მტკიცებაში ფილოსოფიური კატეგორიაა და არა თეოლოგიური.

დეკარტის მეთოდოლოგია შემდეგინიყო- ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ დოგმებისგან და არ უნდა მივიღოთ არაფერი დაეჭვების გარეშე. ყველაფერში, რომ ეჭვი შევიტანო იმაში მაინც ვერ შევიტან ეჭვს, რომ ვაზროვნებ, რადგან ამ ეს ეჭვიც აზროვნება იქნება. ამ დებულების უარყოფა თავად დებულების დამტკიცებაა. ღმერთის იდეა ჩადებულია ჩემში, თვით ამ სუბსტანციის მიერვე. ღმერთი არის ყოვლისმომცველი, უსასრულო, მარადიული და შესაძლოა, რომ თვითონ აზროვნებაც ღმერთის მიერაა ჩემში ჩადებული. ღმერთის იდეა ადამიანის სულის თანშობილი ცნებაა. თვითონ მატერია ინერტულია, მისი ამოძრავება მოხდა პირველი მამოძრავებლის, ღმერთის ძლით. საიდან გაჩნა ჩემზე უზენაესი არსების იდეა ჩემს გონებაში თ არა კვლავ ჩმზე უზენაესი არსებისგან. დეკარტე მესამე მედიტაციაში აღნიშნავს: ღმერთის იდეაც არის გონების ბუნებრივი ნათელის უეჭველობა, რისი ახსნაც სრულყოფილი მანქანის ანალოოგიით შეიძ₾ება, მანქანა ვერ იარსებებდა თუ არ იასრსებებდა ოსტატი, რომელმაც ის შექმნა.

ჰეგელის მიერ ონტოლოგიური მტკიცებულების განახლება.

ჰეგელმა აღადგინა კანტის მიერ უარყოფილი ონტოლოგიური არგუმენტი და გაანთავისუფლა ნაკლისგან. ჰეგელი ამბობს: ღმერთის ცნებაში შედის მისი არსებობაც, მხოოდ ღმერთის ცნებაში აზრი და არსებობა განუყოფელია, მაგრამ სქოლასტიკას არასწორად ესმოდა თვითონ ცნების არსებობა. ჰეგელსის გილოსოგიური მრწამსი შემდეგი გახლდათ- აუცილებელია თავადაპირველად განხილულ იქნას ღმერთს ცნება. ამოსავალი უნდა იყოს სუფთა, წმინდა, თავისუფალი ცნება. მეორე მხარეა მისი გამოვლენაა, რაც მისი არსებობაა, ხოლო ნიადაგი ამ არსებობისა არის გონი. ქრისტიანობაში უფალმა გამოაცხადა საკუთარი თავი და თავად არის სწორედ ის თვითგამორკვევა და გამოხცხადება. მე არამარტო მწამს ღმერთის არსებობის, არამედ მე ვიცი, რომ ღმერთ არსებობს. ე.ო. არის ჭეშმარიტების ცნობიერება, ანუ მისი ცოდნა.

ჰეგელმა საკუთარ ფილოსოფიურ სისტემად საფუძვლად დაუდო დებულება ღმერთის აბსოლიტური ძლიერების შესახებ. კანტის „ჯერარსის ფილოსოფიას“ სწორედ ამ დებულების უარყოფას უწუნებდა. ჰეგელსი წერდა- ფილოსოფიურ მეცნიერებას მხოლოდ იდეასთან აქვს საქმე, რომელიც ისეთი უძლურიც არ არის, რომ „ჯერარსი“ იყოს და არა ნამდვილი. ჰეგელისთვის გონება არ არის მუდმივი მიზანი. გონება ძლიერია, მაგრამ გააჩნია ღვთისეული არსებობა. უსასრულო გონება კი სამყაროს საწყისში დევს. თუ სამყაროს უსასრულო თვალით შევხედავთ დავინახავთ გრძნობადით დაფარულ გონებას, თითოეულ საგანში კი ცნებას, რადგან სამყაროს ძირი გონა და აზრია, მისი წვდომის იარაღი კი ცნება უნდა იყოს.

ცნება წინააღმდეგოგებით დატვირთული აზრია, ის გონებაში თვითონ ვითარდება, გარდაიქმნება მარტივიდა რთულისკენ, თეზისიდან ანტითეზისიკენ, შემდეგ კი სინთეზისკენ. ფილოსოფოსი კი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს და გამოსცემს მას. ჰეგელსის აზრით ფილოსოგიის საგანია აბსოლიტური სიძ₾იერის მგონე გონეა, ე.ი. ღმერთი, სამწუხაროდ მისი კვლევა რთული პროცესია და მის სხვადასხვა ასპექტში შესწავლას მოითხოვს. თავდაპირველად კი, მის თავისთავადობაშ შესწავლაა აუცილებელი, სხვა ყველაფრისგან იზოლირებულად, რასაც ემსახურება ლოგიკა. ჰეგელი ფიქრობს, რ ომ ბუნება არ არის ღმერთის ადეკვატური გამოვლინება, ის უფრო მაღალ საფეხურზე- გონის სფეროში უნდა განვიხილოთ. გონის, როგორც ღმერთის თავისებურ გამოვლინებას სწავლობს ჰეგელსისი ფილოსოფიური მოძღვრების მესამე ნაწილი- „გონის ფილოსოფია“

`გონის ფილოსოფიის~ პირველი მონაკვეთი აღგვიწერს `სუბიექტურ გონს~, ადამიანის გონით არსებას – მის ბუნებისეულ სულსა და თვისებებს, ცნობიერებას, გონებას, თეორიულ გონს, პრაქტიკულ გონს, თავისუფალ გონს. მისი მეორე მონაკვეთი ადამიანის თავისფულებას შემდეგ სფეროებში იკვლევს: ზნეობა, მორალი, სამართალი, სახემლმწიფო. ჰეგელი გადმოგვცემს ადამიანებში თავისუფლების გაცნობიერების პროცესს, შესაბამისად ღმერთის დამკვიდრების პროცესს. ‘გონის ფილოსოფიის’ მესამე ნაწილი კი იკვლევს სფეროებს, რომლებითაც ღმერთთან წვდომაა შესაძლებელი, ესენია: რელია, ფილოსოფია, ხელოვნება. ჰეგელის მთელი სისტემა შეგვიძლია რელიგიის ფილოსოფიად ჩავთვალოთ. აბსოლუტური გონის სფეროს შეიძ₾ება ეწოდოს ‘რელიგია’, რადგან ხელოვნება, ფილოსოფია და რელიგია ღმერთის წვდომის, ე.ი. აბსოლუტური გონის ფორმებია. ერთადერთი რაც მათ განასახხვავებს არის ღმერთთან წვდომის საშუალებები:

ხელოვნება - ჭვრეტა და სახე

რელიგია - წარმოდგენა

ფილოსოფია - ცნება, აზრი

ჰეგელის მოძღვვრება რელიგიის ცნების შესახებ

ჰეგელის მიხედვით რელიგიის მცნება რამდენიმე მომენტისაგან შედგება. პირველი მომენტი რელიგიის ცნებისა საყოველთაობაა, როდესაც ღმერთი წარმოდგება აბსტრაქტული, თავის თავში განუსხვავებელი, უფალი თავის საყოველთაობაში.

ღმერთის ცნება თავის საყოველთაობაში არ შეიცავს მითითებას რელიგიის ფენომენზე, სწორედ ამ ეტაპზე გადავდივართ რელიგიის ცნების მეორე მომენტზე- განსაკუთრებულობაზე, ზოგადი ცნება გაორდება და საყოველთაობა დაბადებს განსაკუთრებულობას. გონი არის აბსოლუტური სუბსტანცია. ეს სუბიექტური მოქმედებაა, თავის თავში განსხვავებულობის შეტანა, „პირველგაყოფა“, რის შედეგადაც ჩნდება რელიგიური ცნობიერება, რა თქმა უნდა, ღმერთთან მიმართბაში. ჰეგელი რელიგიის აუცილებლობას არ ამტკიცებს იმით, რომ ეს ყველა ხალხში, ის უფრო არაღვთიურ, სასრულ სამყაროზე ახდენს კონცენტრაციას. სასრული თავად მიილტვის უსასრულოსაკენ, თავად გარდაიქმნება უფრო მაღალში, ვიდრე თვითონაა. სასრული ამის აუცილებლობას გვაჩვენებს ‘ბუნების ფილოსოფიასა’ და ‘გონის ფილოსოფიაში’. რაც ჩვენთვის ოირველი იყო- სასრული ბუნება და გონი, სინამდვილეში წარმოებულია, ხოლო ის, რაც „მეორე“ იყო- ღმერთ- არის პირველი, ყველაფრის წყარო და საფუძველი.

რელიგიის მესამე მომენტიც აუცილებლობითაა განპირობებული: გაორება ღმერთსა და ცნობიერს შორის უნდა მოიხსნას, სხვა შემთხვევაში, რელიგიის ცნება დაკარგავს ადეკვატურობას. გაორების მოხსნა ხდება ‘კულტში’. კულტის ამოსავალია ისეთი მდგომარეობა, როდესაც მის ერთ მხარეს მე ვარ, ხოლო მეორეზე- ღმერთი, კულტის მიზანი კი შემდეგია- მე ვიყო ღმერთშ და ღმერთი იყოს ჩემში. ე.ი. შეიქმნას ერთიანობა. კულტის საფუძველია რწმენა- ცოდნის თავისებური სახე, სადაც გონი ლაპარაკობს გონზევე, აბსოლუტური გონის არსებობაზე. ჰეგელის თანახმად, კულტი ორ მხარეს გულისხმობს- ერთს მოიმოქმედებს ღმერთი, მეორეს - ადამიანი, ღმერთის მოქმედებაა მადლი, ხოლო ადამიანი კი მსხვერპლი. კუილტი პროცესია, როდესაც ღმერთი მიდის ადამიანისკენ და ადამიანი თავის თავს ხსნის, მსხვერპლად მიაქვს საკუთარი სასრული მე.

კანტის მიერ ონტოლოგიური არგუმენტის კრიტიკა

1781 წელს გამოვიდა თხზულება „წმინდა გონების კრიტიკა“, რითიც კანტმა საუძველი ჩაუყარა ფილოსოფიის ახლებურ გაგებას. მეცნიერების მიზანია სამყაროს კანონების აგება და შეცნობა, ხოლო რელიგიის მიზანია, რომ ჩაწვდეს სამყაროს მიზნებისა და ადამიანის იმედს. კანტი წერდა: „ მე იძულებული ვიყავი შემეზღუდა ცოდნის არე, რათა რწმენისათვის ადგილი გამენთავისუფლებინა.“ კანტის მიხედვით ფილოსოფიამ ოღხ კითვას უნდა გასცეს პასუხი, ესნია: რა ვარ მე, როგორც ადამიანი? რა შემიძლია ვიცოდე? რა უნდა გავაკეთო? რისი იმედი შემიძლია მქონდეს? რელიგიის ფილოსოფიას ‘იმედის’ კრიტიკული განხილვა ევალება. კანტმა მოხსნა წინააღმდეგობა ემპირიზმსა და რაციონალიზმს შორის, მან დააფუძნა ახალი კონცეფზია - კრიტიციზმი. ემპირიზმი შემეცნების წყაროდ იყენებს ცდას, ხოლო რაციონალიზმი - გონებას. ცდისეული სამყარო იქმნება განსჯის თანამონაწილეობით, ამასთანავე განსჯა სტრუქტურების მიხედვით აპრიორი აწესრიგებს გრძნობად მასალას, ე.ი. მოვლენათა სამყარო ერთდროულად აიგება და შეიმეცნება, მსგავსი მეთოდით ჩვენ ვერ გავიგებთ რა არის სამყაროს მიღმა, რადგან ადამიანური გონება თავის თავს ვერ გადააფრინდება, ადამიანის გონება არის სინამდვილის შემოქმედი. სწორედ ამ თეზისმა მოახდინა ‘კოპერმიკისებური გადატრიალება’.

კანტი ამბობდა, რომ ფილოსოფიამ უარი უნდა თქვას მეტაფიზიკაზე და გადაიქცეს ‘კრიტიკად’. კრიტიკ არის შეფასება, შემდეგ განხილვა, ცოდნის საზღვრების დადგენა ანუ არსების გარკვევა. მეტაფიზიკა არ არის მეცნიერება. თეორიულ გონებას არ შეუძლია დაასაბუთოს უზებაესი არსებს არსებობა ან არარსებობა. ადამიანს დებულებებიდან გამოჰყავს ახალი დებულებები და ნელ-ნელა მაღლა და მაღლა მიიწევს, მაგრამ ერთ მომენტში ხვდება რომ ეს გზა დაუმთავრებელია და კითხვები არასდროს ამოიწურება სწორედ ამ დროს ხდება იძულებული თავი შეფაროს მეტაფიზიკას. მეტაფიზიკა შედგება სამი დისციპლინისაგან:

  • რაციონალური თეოლოგია, ანუ მეცნიერება ღმერთის ცნების შესახებ.
  • რაციონალური ფსიქოლოგია, ანუ მეცნიერება სულის ცნების შესახებ.
  • რაციონალური კოსმოლოგია, ანუ მეცნიერება სამყაროს საწყისის შესახებ.
  • კანტის აზრით მეტაფიზიკა არა ლოგიკა არამედ დიალექტიკაა. ცდაში არ გვეძლევა არცერთი სიდიდე: არც ღმერთი, არც სული, არც სამყარო. ისინი მოვლენათა სამყაროს მიღმა არიან და შესაბამისად მათი მეცნიერებით განსაზღვრა შეუძლებელია, მეტაფიზიკა ცრუმეცნიერებაა. მათ მსჯელობა სოფისტურია. სამივე მეტაფიზიკური დისციპლინის უსაფუძვლობის საჩვენებლად კანტს მოჰყავს გონების ანტინომები:

    პირველი ანტიმომია. თეზისი ამტკიცებს, რომ სამყაროს აქვს დასაწყისი და დროსა და სივრცის საზღვრებშია ჩაკეტილი, ხოლო ანტითეზისი ამტკიცებს, რომ სამყაროს არ აქვს არც დასაწყისი და არც არანარირი საზღვრები სივრცეში, ის უსასრულოა.

    მეორე ანტინომია. თეზისი- ყოველი რთული სუბსტანცია, საგანი შედგება მარტივი ნაწილაკებისაგან და ყველაფერი დაიყვანება მარტივზე. ანტითეზისი: სამყაროში საერთოდ არ არსებობს მარტივი.

    მესამე ანტინომია. თეზისი ამტკიცებს, რომ მიზეზ-შედეგობრიობის გარდა ასევე არსებობს თავისუფლება, ხოლო ანტითეზისი ამტკიდებს, რომ სამყაროში ყველაფერი ბუნების კანონების მიხედვით ხდება და არავითარი თავისუფლება არ არსებობს.

    მეოთხე ანტინომია. თეზისი: სამყაროს ეკუთვნის ან რაღაც ნაწილაკი, ან მიზეზი, აბსოლუტურად აუცილებელი არსება. ანტითეზისი: არსად არ აარსებობს აბსოლუტურად აუცილებელი არსება, არც სამყაროში ან მის გარეთ.

    ამ ანტინომიებიდან ნათლად ჩანს, რომ თანაბრად მტკიცდება, როგორც დებულება, ასევე უარყოფა. გონება უძლურია ამ თემებთან დაკავშირებით. თეზისი ყოველთვის მოძებნის უზენაესი არსების გამართლებას, ხოლო ანტითეზისი მის უარყოფას. კანტს ასეთი გადაწყვეტილება გამოაქვს: ღმერთის იდეა იყოს მხოლოდ რეგულარული და არა კონსტიტუციური.

    ღმერთს არსებობის მტკიცებბულება, როგორც დასაწყისში აღვნიშნე კანტსაც სამ არგუმენტამდე დაჰყავს, კვლავ გავიმეორებ, ესენია: კოსმოლოგიური, ფიზიკო-თეოლოგიური და ონტოლოგიური. საბოლოოდ კი დადის ონტოლოგიურ არგუმენტამდე.

    ონტოლოგიურ არგუმენტს კანტი შემდეგნაირად ეწინააღმდეგება: ღმერთის ცნების ანალიზით მისი არსებობა ვერ დადასტურდება. ცნებიდან არსებები არ გამოიყვანება, ივერე როგორც ჩემს გონებაში ასი ტალერის არსებობა არ გულისხმობს მის არსებობას ჩემს საფულეში. მხოლოდ ცნების ანალიზით ვერ გავიფართოებთ ცოდნას. ცნებაში წინააღმდეგობის არსებობა არ ამტკიცების მისი შესატყვისი არსების არსებობას, თუ ღმერთის ცნება გამონაკლისია, მაშინ მასზე მსსჯელობა ანალიზური გამოდის და მივირებთ ტავტოლოგიას, როგორიცაა „ვაშლი არის ვაშლი“. არსებობა არ არის ცნების პრედიკარი, ის სუბიექტის და პრედიკატის შემაერთრებელი კავშირია, ე.წ. კოპულა. თუ მე მაქვს ცნება უზენაესის შესახებ, მაინც ღიად რჩბა მსჯელობა მის არსებობაზე. ცნება არ გვაძლევს საშუალებას გადავიდეთ არსებობაზე.

    მართალია არ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ცდის სფეროს გარეშე არსებობა შეუძლებელია, მაგრამ ასეთი არსებობის დაშვების გამართლება თეორიულად შეუძ₾ებელია. მაშშასადამე ღმერთის არსებობის ონტოლოგიური დასაბუთება მცდარია.

    0
    380
    შეფასება არ არის
    ავტორი:გიორგი შოგირაძე
    გიორგი შოგირაძე
    380
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0