x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
6 ყველაზე უცნაური საკვები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან
სტატიაში გაგაცნობთ 6 უცნაურ კერძს, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიირთმევენ

წიწილის ფეხები- აღმოსავლეთი აზია, კარიბი, სამხრეთი ამერიკა და სამხრეთი აზია

image იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ ადგილას არის ნაჭამი, ალბათ, უსამართლოდ მიიჩნევა იგი უცნაურად. მიუხედავად ამისა, იგი ძირითადად მზადდება კანისგან, რაც მას ცოტა ჟელატინისებურ ტექსტურას ანიჭებს. ეს კერძი საკმაოდ გემრიელია, როდესაც სწორად არის შეზავებული, მაგრამ ძვლები ნერვებს გიშლის ცოტა ხნის შემდეგ.

ჰაგისი- შოტლანდიაimage ცხვრის გული, ღვიძლი და ფილტვები დაკეპილი და შერეული ხახვთან, შვრიის ფაფასთან, თირკმლის ქონთან და შეკმაზული მარილითა და სანელებლებით ცხოველის კუჭში. თუ ეს მიმზიდველად არ ჟღერს, უბრალოდ არ ვიცი რა იქნება.

ხაში- მთელი მსოფლიო


image სხვადასხვა ცხოველის კუჭის სარჩული ღრუბლისებრი ფოროვანი სტრუქტურით. ჰგავს ზღვის მცენარეების უცნაურ სახეობებს და აქვს უჩვეულო, მისთვის დამახასიათებელი და არა მთლად მადისაღმძვრელი ელასტიკური სტრუქტურა. ამატებენ სხვადასხვა სოუსებს არომატის მისაცემად, ხახვის მსგავსად.

თინუსის თვალის კაკლები-იაპონიაimage მიუხედავად იმისა, რომ ეს საზიზღრად ჟღერს, აშკარად, საკმაოდ მოწესრიგებულია, გემოთი ჰგავს კალმარს ან რვაფეხას.

შავი პუდინგი (სისხლის სოსისი)- აფრიკა, ამერიკა, აზია, ევროპაimageნამდვილად, საკმაოდ ფართოდაა ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი ადამიანი, ვინც ამ კერძის იდეას საზიზღრად მიიჩნევს, თუმცა მზა პროდუქტი გემრიელია. შედედებული სისხლი დამზადებულია სხვადასხვა ბუნებრივი არომატიზატორებით, შემადედებელი საშუალებებით, როგორებიცაა თირკმლის ქონი და პურის ნამცეცები. ეს ყველაფერი ჩადებულია ძეხვის კანში.


საუკუნოვანი კვერცხი/100 წლის კვერცხი/1000 წლის კვერცხი-ჩინეთიimage ჰო, კარგი, არც საუკუნისაა და არც ათასწლეულის, მაგრამ ეს კვერცხი საკმაოდ დამპალია. რამოდენიმე თვის განმავლობაში თიხის, ნაცრისა და კირის ნარევში შენახვის შემდეგ, გული მუქი მწვანე ან თუნდაც შავი და ლორწოვანი ხდება, ხოლო კვერცხის ცილა მუქ ყავისფერ, გამჭვირვალე ჟელედ იქცევა. როგორც ჩანს, ძლიერი გოგირდისა და ამიაკის სუნი აქვს, მაგრამ გემო-კარგად მოხარშული კვერცხისა.

0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ კახნიაშვილი
მარიამ კახნიაშვილი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0