x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
იდენტობის შენარჩუნების სტრატეგიები

image

რა არის იდენტობა?- ის არის შინაგანი თავსებადობის შეგრძნება, რომელიც ინდივიდ ს უყალიბდება ბავშვობიდან ზრდის პროცესში. ის თვითცნობიერების კომპონენტიცაა, რადგანაცა ის მოიცავს “მე”-ს მყარ განცდას, წარმოდგნეები აქვს საკუთარი თავის, უნარების, გარეგნობის შესახებ. იდენტობის მრავალი სახე არსებობს: იქნება ეს ეთნიკური, ეროვნული, ადგილის, პანეთნიკური, კულტურული. ადამიანი შეიძლება სხვადასხვა იდენტობის მატარებელი იყოს.

მიგრაციის პროცესში, იმიგრანტები, როდესაც ჩადიან მიმღებ საზოგადოებაში ხშირია კონფლიქტები იდენტობას შორის. შესაბამისად, მულტიკულტურუ საზოგადოებაში ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება იდენტობი შენარჩუნების ტაქტიკებსა და სტრატეგიებს. კამილერმა საკუთარი კვლევის ანალიზის საფუძველზე 2 სტრატეგია ჩამოაყალიბა:ონტოლოგიური და პრაგმატული.

ონტოლოგიური სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ ინდივიდი, როდესაც უცხო კულტურის წარმომადგენლებთან ჩადის ცდილობს იყოს “პატრიოტი” საკუთარი კულტურის და არ გაეთქვიფოს და არ დაკარგოს საკუთარი კულტურა სხვებთან ურთიერთობის დროს. მეორე სტრატეგია გულისხმობს-ინდივიდი ღიაა გამოცდილებისადმი, არ აქვს შიში, რომ უცხო კულტურაში დაკარგავს საკუთარ ღირებულებათა და ნორმების სისტემას და პირიქით ცდილობს რომ ჰქონდეს კონტაქტი სხვა კულტურის წარმომადგენლებტან და ყკეთ შეგუების მიზნით რაღაც დონეზე გაიზიაროს კიდევაც. აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე სტრატეგიასაც გამოჰყოფენ-”ქამელეონის იდენტობა”- ეს გულსიხმობს, იმას რომ როდასაც ადამიანი ბრუნდება საკუთარ ქყვეყანაში, ის ცდილობს ისევ თავიდან მოერგოს სოციუმსა და წესებს ნასწავლი ჩვევების დავიწყების ხარჯზე. მაგ: მიგრანტი მუსლიმი სტუდენტი თუ საზღვარგარეთ იყო სასწავლებლად წასული, საკუთარ სამშობლოში დაბრუნებისას ისევ იცვამს შესაბამისად და იბრუნებს ე.წ “ტრადიციულ გარეგნობას”. მიგრანტები ამ ორი სტრატეგიის 2 დონეს იყენებენ: მარტივ და რთულ. მარტივი დონე გულისხმობს-რომ მიგრანტი ამ ორი სტრატეგიიდან ერთ-ერთს ირჩევს ახალ კულტურაში ადაპტაციის დეოს, ხოლო რთულ დონეზე- ხდება ორივე სტრატეგიის სინთეზი.

მან ასევე იდენტობის რამდენიმე სახე გამოყო:

1.ნეგატიური იდენტობა- როდესაც ინდივიდი უარჰყოფს სხვადასხვა სოციალური ობიექტის იდენტობას.

2. იდენტობა-დაცვა- ეს არის რეაქცია ძველისტერეოტიპის დანგრევის საპასუხოდ.

3.რეაქტიული იდენტობა-ჩვენბს რეაქციას სხვების მიმართ განსხვავებულობის აღქმის საფუძველზე. ეს სტრატეგია შეიძლება დაცვის მექანიზმიც იყოს.

4.პოლემიკური იდენტობა- რადიკალური გამოვლინებაა რეაქტიული იდენტობის- ის გულისხმობს, რომ მე სხვებისგან თავს განსხვავებულად აღვიქვამ, გამოვყოფ მათგან თავს და ასევე საკუთარი თავის აღმატებული თვითშეფასების გამო, მტურად და აგრესიულად ვარ მათ მიმართ განწყობილი.

ახალ კულტურაში ეფექტურად ფუნქციონირებისთვის დიდ მნიშვნელობას ასრულებს ინტეგრაცია. ამისთვისს საჭიროა, მიგრანტს ჰქონდეს ყველა ის უნარები და თვისებები, რომელიც საჭიროა ახალი კულტურის გათავისებაში და ასევე არ უნდა იყოს მიმღები საზოგადოების კულტურასა და საკუთარ კულტურას შორის რადიკალური განსხვავებები.

შესაბამისად, მიგრანტის წინაშე ყოველთვის დგას ის სირთულე-რომელსაც იდენტობის შენარჩუნება ჰქვია. ის შეიძლება სტრესის წყაროც იყოს, რადგან იდენტობა საკუთარი თავის, კულტურის, ქვეყნის ცოდნას გულისხმობს, შესაბამისად იმდენადაა ჩვენში გაშინაგნებული, რომ მისი დაკარგვის შიში გვაქვს. იდენტობის დაკარგვა კი პიროვნების დაკარგვასაც გულისხმობს.

0
23
4-ს მოსწონს
ავტორი:კაპანაძე სალომე
კაპანაძე სალომე
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0