x
პროჟექტორის ეფექტი


პროჟექტორის ეფექტი

ადამიანები არ ფიქრობენ თქვენზე იმდენს, რამდენიც თქვენ გგონიათ



ადამიანები მიდრეკილნი არიან გადარბებულად აღიქვან ის, თუ რამდენად შესამჩნევია მათი გარეგნობა ან მათი ქმედებები გარშემომყოფთათვის. ადამიანი დროის უმეტესი ნაწილი საკუთარ თავზეა ფოკუსირებული, მას ეჩვენება, რომ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ეს რეალურადაა. ამ ეფექტს პროჟექტორის ეფექტსუწოდებენ.


ცნებაპროჟექტორის ეფექტი’’ თომას გილოვიჩმა და კენეტ სავიცკიმ შემოიღეს. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი. ერთ-ერთ თავიაანთ სტუდენტს სთხოვეს, რომ ჩაეცვა მომღერალ Barri Manilow-ს მაისური. შემდეგ, ობიექტი შემთხვევით შევიდა საკლასო ოთახში, სადაც დამკვირვებელი სტუდენტები იმყოფებოდნენ. ექსპერიმენტის შემდეგ მას ეკითხებოდნენ, თუ რამდენმა ადამიანმა შეამჩნია მისი უცნაური ჩაცმულობა”, შემდეგ ეს რიცხვი ადარეს რეალურ მაჩვენებელს. შედეგმა აჩვენა, რომ სუბიექტმა ორჯერ უფრო გამძაფრებულად წარმოიდგინა რეალობ. ის თვლიდა, რომ მას ადამიანთა 46%-მა მიაქცია ყურადღება, ხოლო სინამდვილეში ეს იცხვი მხოლოდ 23% იყო.




თუმცა ისინი არ იყვნენ ერთადერთი მეცნიერები, რომლებმაც შეამჩნიეს ეს ეფექტი. დევიდ კენი და ბელა დეპულო ჩაატარეს კვლევა, რომ დაედგინათ იციან თუ არა ადამიანებმა, თუ როგორ აღიქვამენ მათ სხვები. ათი აზრით, იმის შეფასებისას, თუ რას ფიქრობენ სხვები მათზე, ადამიანები დაეყრდნობიან საკუთარ თვითაღქმას, ვიდრე სხვა უკუკავშირს. ვლევა ასევე აჩვენა, რომ ადამიანების შეხედულებები, თუ რას ფიქრობენ სხვებ მათზე ცვალებადია იმასთან შედარებით, თუ რეალურად რას ფიქრობენ მათზე. ცნიერბი განმარტავენ, რომ პროჟექტორის ეფექტი ეგოცენტრიზმის ნაყოფია. იმის გამო, რომ ჩვენ თავად ვართ მთელი სამყაროს ცენტრში, გვიჭირს სწორი შეფასებების გაკეთება და გვგონია, რომ ყველა მხოლოდ ჩვენ გვამჩნევს და გვაკვირდება. აღნიშნული ეფექტი ვლინდება იმ ადამიანებში, რომლებიც ჯერ თვითონ არიან საკუთარი სამყაროს ცენტრში და შემდეგ მიიჩნევენ, რომ ყველა სხვა ადამიანის სამყაროს ცენტრში არია. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მძაფრდება, როცა ასეთი ადამიანი რაიმე უჩვეულოს სჩადის.



პროჟექტორის ეფექტი არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად ქედმაღალნი ვართ, ან საკუთარი თავი სხვებზე მეტი გვგონია. ამ დროს სამყაროს ჩვენეული აღქმა ცოტა არ იყოს, ეგოისტურია და ჩვენვე ვქმნით ილუზიას, რომ ყველა ჩვენზე შეიძლება ფიქრობდეს. რა თქმა უნდა ჩვენ გაცნობიერებული უნდა გვქონდეს ჩვენი ვინაობა, მაგრამ თავად ფენომენი გულისხმობს ადამიანს, რომელიც შეშფოთებულია, რადგან მიიჩნევს, რომ ადამიანების დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს. დაბალი თვითშეფასება, სოციალური აქტივობებისაგან თავის შორს დაჭერა, ნერვიულობა საკუთარი წარმოდგენების გამო, თუ რას იქრობენ ადამიანები თქვენზე, ყოველივე ამის სიმპტომს შეიძლება წარმოადგენდეს.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ სულეიმანაშვილი
მარიამ სულეიმანაშვილი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0