x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დაიზღვიეს:რა ღირს ვარსკვლავების სხეულის სხვადასხვა ნაწილები
image სხეულის ნაწილების დაზღვევის მოდა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც მანიაკებისა და შეშლილი ფანების მხრიდან ვარსკვლავებზე თავდასხმები გაიზარდა. დღეს ამ ტიპის დაზღვევით არავის გააკვირვებთ. ამიტომ, სანამ ჩვენ უბრალო მოკვდავნი მანქანებს და ბინებს ვაზღვევთ, მდიდარი და ცნობილი ადამიანები ყიდულობენ სადაზღვევო პოლისებს, რათა დაიზღვიონ საკუთარი ფეხები, უკანალი, მკერდი და კბილებიც კი.თანხა ნამდვილად შთამბეჭდავია და ამაში სულ მალე დარწმუნდებით.


მერაია ქერი–დააზღვიო საკუთარი ფეხები? Რატომაც არა! რამდენიმე წლის წინ მომღერალმა მარია ქერიმ 1 მილიარდ დოლარად დააზღვია ფეხები. ეს აბსოლუტური რეკორდი იყო! მართალია, დღეს ვარსკვლავს ფეხების ფასი დაეცა და მხოლოდ 35 მილიონი დოლარი ღირს, ამავე ფასად აქვს ქერის დაზღვეული ხმა.

image


2-ტინა ტერნერი-კიდევ ერთი "ოქროს" ფეხი ეკუთვნის მომღერალ ტინა ტერნერს.თავისი გრძელი ფეხები, რომელსაც მომღერალი ყოველთვის ამაყად აჩენს მოკლე კაბებით (სხვათა შორის ტინა 81 წლისაა!) 3, 2 მილიონ დოლარად დააზღვია.


image

3-ჰაიდი კლუმი-კიდევ ერთი საკუთარ ფეხებზე დამოკიდებული ლამაზმანი, Victoria's Secret- ის ყოფილი ანგელოზის ფეხები 2.2 მილიონ დოლარად არის შეფასებული, სხვათა შორის ჰეიდის მარცხენა ფეხი 200 ათასით ნაკლები ღირს მცირე იარის გამო.

image


4-რიანა-2007 წელს მომღერალმა რიანამ Gillette-თან გააფორმა სარეკლამო კონტრაქტი, რის შემდეგაც კომპანიამ დააზღვია ბარბადოსელი ლამაზმანის ფეხები 1 მილიონ დოლარად.

image

5-ტეილორ სვიფტი-სცენაზე გამოსვლის დროს ტრავმის მიღების შიშით, მომღერალმა ტეილორ სვიფტმაც დააზღვია ფეხები. მართალია, ზემოთ ჩამოთვლითაგან შედარებით, ტეილორის ფეხები საკმაოდ იაფი ღირს - მხოლოდ 40 ათასი დოლარი.

image


6-ჯენიფერ ლოპესი-მთელმა მსოფლიომ იცის ჯენიფერ ლოპესის და მისი "ოქროს" მეხუთე წერტილის შესახებ. ამასთან, ვერც კი მიხვდებით ალბათ, რა თანხაზეა საუბარი. ჭორების თანახმად, ჯეილომ თავისი მდიდრული "ჩემოდანი" 800 მილიონ დოლარად დააზღვია.

image


7-კიმ კარდაშიანი-რა ასოციაციები გაგიჩნდებათ თავში, როდესაც ახსენებთ კიმ კარდაშიანს? დიახ, ნამდვილად მასეა! ჯ. ლოის შემდეგ, ლამაზმანმა კიმ დააზღვია თავისი განსაკუთრებული მეხუთე წერტილი 21 მილიონ დოლარად.

image


8-კაილი მინოუგი-ეს მინიატურული ავსტრალიელი ქალი იმდენად ამაყობს თავისი სხეულით, რომ მათი დაზღვევა დააჩქარა. კაილი მინოუგმა საკუთარი უკანალი 5 მილიონ დოლარად შეაფასა.


image


9-ალიონა ვოდონაევა-თავის დროზე "სახლი -2" -ის ყოფილმა ვარსკვლავმა ალიენა ვოდონაევამ დააზღვია საკუთარი მკერდი 100 ათას დოლარად. თუმცა, შემდეგ გოგონამ მკერდის შემცირების ოპერაცია გაიკეტა - ხუთი ზომის ბიუსტმა მას ბევრი უხერხულობა მოუტანა და ზურგის ტკივილიც კი გამოიწვია. ისე საინტერესოა ახალი ბიუსტის დაზღვევა იგივე დარჩა?

image


10-ჯულია რობერტსი-იგი საფირმო ღიმილით სულს ანათებს! ჟურნალ People- ის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი, მსახიობ ჯულია რობერტსს თოვლივით თეთრი კბილები 30 მილიონ დოლარად აქვს დაზღვეული.

image


11-კლაუდია შიფერი-90-იანი წლების მთავარმა სუპერმოდელმა კლაუდია შიფერმა არ დააზღვია სრულყოფილი სხეული. სამაგიეროდ ლამაზმანმა საკუთარი სახე 5 მილიონ დოლარად შეაფასა.

image

0
151
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0