x
image
თუთიკო ბერძენა
დაფიქრდით, ვისთან უშვებთ საკუთარ შვილებს სტუმრად! ლაგოდეხში ოჯახის მამაკაცმა სტუმრად მყოფი 10 წლის გოგონა გააუპატიურა.

image


მშობლებს აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა, საეჭვო ოჯახებში არ გაუშვან სტუმრად თავიანთი შვილები!
ამასთანავე, ამ პანდემიისას, როცა გარკვეული რეგულაციები ჯერ კიდევ არსებობს და ვირუსის გავრცელების საშიშროება ჯერ კიდევ არ მოხსნილა საქართველოში, ბავშვების სტუმრად მიმოსვლა როგორც ჩანს შეზღუდული არ არის!

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული პირი ლაგოდეხში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. იგოი არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

ასეთი ადამიანები საშიში არაიან არამარტო საკუთარი შვილებისთვის, არამედ ირგვლიმყოფებისთვის!
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უვადოდ თავისუფლების აღკვეთა გაცილებით ადეკვატური სასჯელია ასეთი არაადამიანებისთვის!

0
296
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0