x
პიროვნება და ფსიქოდინამიკა - კვეთა პოლიტიკურ ფსიქოლოგიასთან

პიროვნება განიმარტება, როგორც შედარებით მუდმივი ინდივიდუალური განსხვავებების ნაკრები, რომელიც მონაწილეობს სტაბილური ატიტუდებისა და ქცევების ფორმირებაში. პოლიტიკური ფსიქოლოგიაც დაინტერესებულია სტაბილური პიროვნული ნიშნების კვლევით და მათი ზეგავლენით პოლიტიკურ ატიტუდებსა და ქცევაზე.

ფსიქოლოგები ძირითადად გამოარჩევენ პიროვნული ნიშნების 5 ძირითად კლასტერს (ჩვენთვის კარგად ცნობილი Big Five). ესენია: ექსტრავერსია, ნეიროტიციზმი, გამოცდილებისადმი ღიაობა, კეთილსინდისიერება და თანხმობისადმი მზაობა. ამ ხუთ-ფაქტორიან მოდელს დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ფსიქოლოგიაშიც გამომდინარე იქიდან, რომ პიროვნების ეს პიროვნული ნიშნები შესაძლოა გვაძლევდეს წარმოდგენას და ცოდნას მათი პოლიტიკურ ღირებულებების შესახებ. შედეგად ამ პოლიტიკური ღირებულებების ცოდნა გვაძლვს შესაძლებლობას, ავხსნათ პოლიტიკურ ქცევათა და განწყობათა ინდივიდუალური განსხვავებები.თუმცა ელიტების ქცევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გასაანალიზებლად მხოლოდ პიროვნული ნიშნები არ არის საკმარისი. ყურადსაღებია მოტივაციური ფაქტორების როლი, კოგნიციები და სოციალური კონტექსტი. პოლიტიკურ ფსიქოლოგიაზე ზეგავლენა იქონია ზიგმუნდ ფროიდმაც და გარკვეული პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური აქტივისტები და მათი ქცევა პოლიტიკური ფსიქოლოგების მიერ გაანალიზდა არაცნობიერი კონფლიქტების ჭრილში.
პიროვნება, ცხადია, მნიშვნელოვანია მთელი თავისი არსით პოლიტიკური ფსიქოლოგიისთვის, თუმცა პოლიტიკური კონტექსტისა და სიტუაციური გარემოპირობების გარეშე მას ვერ განვიხილავთ.მნიშვნელოვანია პიროვნული ნიშნებისა და პოლიტიკური სისტემების მიმართება. კერძოდ, კონსერვატორები შეიძლება ნაკლებად ღიები იყვნენ გამოცდილებისადმი, ვიდრე ლიბერალები, მაგრამ ის, პიროვნული ნიშნის რეალიზება პოლიტიკურ იდეოლოგიაში დამოკიდებულია პოლიტიკურ სისტემაზეც, პოლიტიკური პარტიების რაოდენობაზეც მათ პოზიციებზე კონკრეტული პრობლემების მიმართ.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0