x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თანამშრომელმა იყიდა კორონავირუსით ინფიცირებულის ნერწყვი,რათა უფროსი მოეკლა
image

თურქეთის პოლიცია იძიებს მსოფლიო ისტორიაში ალბათ პირველ სისხლის სამართლის საქმეს, სადაც კორონავირუსი პირდაპირ ფიგურირებს საქმეში, როგორც მკვლელობის იარაღი.



ეჭვმიტანილმა კორონავირუსით სცადა უფროსის მოკვლა, რა დროსაც დადებითი დიაგნოზის მქონე პაციენტისგან ნერწყვი იყიდა. ამის შესახებ LADbible იუწყება.


-მან იყიდა ნერწყვი CoViD-19 მქონე პაციენტისგან 500 თურქულ ლირად (ჩვენ ფულზე დაახლოებით 200-250 ლარი) და სცადა ჩემს სასმელში შერევა. ამის შესახებ ერთ-ერთი თანამშრომლისგან შევიტყვე - განუცხადა ჟურნალისტებს კომპანიის მფლობელმა იბრაჰიმ უნვერდიმ(მთავარი ფოტო)




მან განმარტა, რომ ის არის ავტომოსალონის მფლობელი, ცოტა ხნის წინ ამ თანამშრომელს 215 ათასი თურქული ლირა მისცა, რათა იგი სეიფში შეენახა, რომლის გასაღებიც მასაც ჰქონდა. თუმცა, თანხა არ შეინახა და თანამშრომელმა იმ ფულით სესხი დაფარა.

მან ფულის დაბრუნებაზე უარი თქვა და ყოფილი უფროსს აქეთ დაემუქრა, რის შემდეგაც მან პოლიციას მიმართა.

”პირველად მესმის მკვლელობის ასეთი უცნაური მეთოდის შესახებ. მადლობა ღმერთს, რომ არ ავად გავხდი. ღმერთი ყოველთვის სიკეთისკენ არის ”-დასძინა იბრაჰიმმა.

იბრაჰიმმა, რომელმაც დაცვა ითხოვა, განუცხადა პროკურორებს, რომ ყოფილი თანამშრომელი კიდევ უფრო გაბრაზდა მას შემდეგ, რაც ინციდენტი გამოქვეყნდა პრესაში და მისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიუვიდა.

ერთ-ერთი ასეთი შინაარსის იყო:"ვირუსით ვერ მოგკალი. შემდეგ ჯერზე თავში გესვრი “

image

უნვერდიმ დასძინა: ”მირჩევნია მასე მომკლას, ვიდრე ვირუსით დაინფიცირება სცადოს. დედაჩემი და მამაჩემი ქრონიკულად დაავადებულები არიან.თუ იგი დამაინფიცირებდა კოვიდ -19-ით, მე, თავის მხრივ, შემეძლო ჩემი ოჯახის და გარშემომყოფების დაინფიცირება. ყოველ შემთხვევაში .თუ თავში მესროდა, მხოლოდ მე მოვკვდებოდი.... როგორი ბოროტი უნდა იყო."


”მადლობა ღმერთს, პროკურატურამ დაცვა გამომიყო და ახლა ისინი [თანამშრომელს] ეძებენ. დარწმუნებული ვარ, რომ პრეცედენტულ გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო ჩემს მიერ შეტანილ სარჩელის საფუძველზე. ”

0
140
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0