x
ადამიანის სტატიკური და დინამიკური ტიპები განწყობის ფსიქოლოგიის თეორიულ ჭრილში
როცა ფიქსირებული განწყობა შემუშავებული გვაქვს, შეიძლება საკითხი მისი ჩაქრობის პროცესის შესახებაც დაისვას. არსებობს ადამიანთა ორი ტიპი : სტატიკურები და დინამიკურები.

სუბიექტები, რომელთაც არ აქვთ უნარი თავი დააღწიონ მათში დომინირებული ფიქსირებული განწყობის მოქმედებას, ფიქსირებული განწყობის სრული აღკვეთის ძალა არ შესწევთ - ასეთ შემთხვევაში საქმე სტატიკურ განწყობასთან გვაქვს.

განწყობის სტატიკური ფორმის თავისებურებას ის გარემოება შეადგენს, რომ სუბიექტი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფიქსირებული განწყობის გავლენას განიცდის - თვითონ არაადეკვატური, ეს განწყობა მეორის, უფრო ადეკვატური განწყობის აღმოცენების შესაძლებლობას არ იძლევა.
ამ ტიპის ადამიანებისთვის პრობლემას წარმოადგენს მათი ჩამოყალიბებული განწყობების შეცვლის სირთულე. სტატიკურ ტიპს უფრო არაადაპტური ქცევები აქვს, რაც გულისხმობს, რომ რადგან განწყობები არ უქრება, მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესში ექმნება პრობლემები.ეს განპირობებულია სოციუმის წინააღმდეგობით - სოციუმი მისგან ითხოვს სხვა განწყობას და ქმედებას, ხოლო ამ ტიპის ადამიანს სხვა განწყობები აქვს განმტკიცებული და თითქმის არ შეუძლია მათი შეცვლა. სოციუმს თუ არ ჩავრთავთ, ფიქსირებული მოთხოვნილება რაც აქვს, მარტივად დაიკმაყოფილებს, ხელახლა შექმნა არ დასჭირდება. აქ ამიტომ შემოგვყავს რაღაც ბარიერი, რომ რაც უდევს, სწორედ იმ ფიქსირებული განწყობის საწინააღმდეგო ქცევის განხორციელება უწევს.

დინამიკური ტიპის ადამიანს მარტივად უქრება ფიქსირებული განწყობები, ახასიათებს იმპულსურობა, მარტივად იღებს ახალ განწყობებს და არ ახასიათებს სტატიკური ტიპის ადამიანისთვის დამახასიათებელი შინაგანი კონფლიქტები.
უზნაძემ ჩათვალა, რომ შეიძლებოდა ამ კონკრეტული მახასიათებლებით ადამიანების იმგვარი დიფერენციაცია, რომ პიროვნული ნიშნების ნაცვლად შემოგვეტანა სულ ორი ტიპი, რომლებიც განწყობების მახასიათებლების მიხედვით შეიძლებოდა რომ დაგველაგებინა. პიროვნება განწყობის თეორიის მიხედვით შედგება განწყობებისგან. ადამიანის ის ტიპი, რომელზეც ვიტყვით, რომ დინამიკურია ტიპია, ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია ისაა, რომ მიდრეკილია სულ დინამიკური ფიქსირებული განწყობები ჰქონდეს ყველა სფეროში. შეუძლია მარტივად ადაპტაცია, განსხვავებით სტატიკური ტიპისა.



0
91
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0