ფსიქოლოგია ჯგუფთაშორისი ურთიერთობები, როგორც პოლიტიკური ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი აქცენტი 2021, 9 თებერვალი, 10:31 პოლიტიკური ფსიქოლოგიას სხვა მეცნიერული მიმართულებებისაგან გამოარჩევს კოლექტიური ქცევისა და ჯგუფთაშორისი ურთიერთობების, როგორც პოლიტიკური ქცევის ამხსნელების შესწავლა. მისი ინტერესის საგანი მრავალია: შიდაჯგუფური იდენტობის კვლევა, ჯგუფური ცრურწმენები, კოლექტიური ქცევის განსაზღვრა, როგორც შიდაჯგუფური, ისევე ჯგუფთაშორისი კონფლიქტების ანალიზი, სოციაოპოლიტიკური გავლენები, გადაწყვეტილების მიღების პროცესები, ჯგუფური გადაწყვეტილებები, სოციალური დისკრიმინაცია და სხვ. ინტერჯგუფური ურთიერთობების კვლევა გვთავაზობს აფექტისა და კოგნიციის ინტერაქციონისტულ მოდელს, სადაც აფექტი, ანუ ემოცია პოლიტიკური ფსიქოლოგიის მიდგომებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელობას წარმოადგენს, რადგან ის დიდ როლს ასრულებს კოლექტიური ქცევის წახალისებისა და სოციალურ და პიროვნულ საფრთხეზე რეაგირებაში. აშკარაა, რომ კოლექტივს უდიდესი როლი აქვს ადამიანის ევოლუციაში და კოლექტიური მოთხოვნილებები ადამიანური საზოგადოების ბაზისურ ფუნქციონალურ ასპექტებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 22 შეფასება არ არის
|