x
როგორ გამოვიყენოთ სახელმძღვანელო გეოგრაფიის სწავლების პროცესში


image

თანამედროვე სახელმძღვანელოები სხვა არაფერია, თუ არა სწავლების მეთოდების კომპლექსის გამოყენება. ის შეიცავს ისეთ მასალებს, როგორიცაა რუკები, სქემები, ლექსიკონი, დანართები და სხვა სწავლისთვის მნიშვნელოვანი მასალები. წიგნი ხელს უწყობს დამოუკიდებლად აზრონების უნარის, მტკიცე ნებისყოფისა და ზოგადად კეთილშობილური უნარების გამომუშვებას. მოსწავლეთა შემეცნებითი უნარის განვითარებისათვის ყველაზე მთავარი მიმართულება კი სახელმძღვანელოზე დამოუკიდებელი მუშაობაა, რაც, ამავდროულად, სწავლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაცაა.

ახსნითი კითხვა საკმაოდ ხშირად გამოიყენებოდა და გამოიყენება დღესაც. ამ დროს მასწავლებელი არჩევს მიზნობრივად ტექსტს და კითხულობს გამომეტყველებით, შეფერხებების გარეშე, შესაფერისი ინტონაციით, ტემბრით და კითხვის პროცესში აკეთებს განმარტებებს, უხსნის რთულად აღსაქმელ სიტყვას ან შინაარს.

დამოუკიდებელი კითხვის მეთოდის დროს კი კითხულობს თვითონ მოსწავლე, მასწავლებლის დახმარების გარეშე. ასეთ დროს მოსწავლე აცნობიერებს, რომ ერთ საკითხზე შესაძლებელია რამდენიმე წიგნით სარგებლობა და შემდეგ ცოდნის გამთლიანება. სახელმძღვანელოები მოქმედებენ საგაკვეთილო პროცესის სტრუქტურაზე, პროცესის ორგანიზაციაზე, წიგნში შეტანილი მასალა კი უნდა გამოვიყენოთ პედაგოგებმა ახალი მასალის შეთვისებისა და განმტკიცებისთვის. მნიშვნელოვანია, მასწავლებელი იცნობდეს სასკოლო ბიბლიოთეკაში არსებულ


წიგნებს, რათა ასაკის, შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად ურჩიოს მოსწავლეებს გეოგრაფიული წიგნები, რომელთაც მოსწავლეები დამატებით მასალებად გაეცნობიან, რაც პირდაპირ იქნება კავშირში მათი სამეტყველო მარაგის გამდიდრებასთან.

აუცილებელია, რომ მასწავლებელმა პირველივე დღეს გააცნოს მოსწავლეებს წიგნის სახელწოდება, ავტორები, წიგნის შინაარსი, თავი, ქვეთავი, პირობითი ნიშნები, გამოყენებული კურსივი და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი მასალის ახსნისას თვითონ მოსწავლეები მივიდნენ რუკით სარგებლობის საჭიროებამდე. შემდეგ კი გადაშალონ რუკაზე და ისე მიადევნონ თვალი და გონება ახალი მასალის ახსნას. სახელმძღვანელოზე სწორად სამუშაოდ აუცილებელია პრაქტიკით დადგენილი პრინციპების გათვალისწინება: წინასწარ შევუქმნათ მოსწავლეებს მოტივი, ინტერესი, წაიკითხოს კონკრეტული წიგნი... მოსწავლეს წინასწარ უნდა შეექმნას კითხვისთვის საჭირო პედაგოგიური სიტუაცია; მოსწავლეებს, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, უნდა შეეძლოთ სხვადასხვა მასალებიდან, სტატიებიდან თეზისების წერილობითი მოხსენების შედგენა; დამოუკიდებელი მუშაობა ისეთი პროცესია, როცა მოსწავლის აზროვნება, მისი პრაქტიკული თუ გონებრივი ოპერაციები მხოლოდ მასზეა (მოსწავლეზე) დამოკიდებული. დამოუკიდებელ მუშობას თითქმის ყოველთვის ერთნაირი გეგმა აქვს: სასწავლო პროცესის დაგეგმვა, ინსტრუქციის მიცემა; თანმიმდევრულობა, წესების დაცვა, თვითანალიზი, მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმება.

დამოუკიდებელი მუშაობა ხელს უწყობს შრომისუნარიანობის, ყურადღებას, სასწავლო შრომის დისციპლინას.

სწავლების თვალსაჩინო მეთოდები საკმაოდ აადვილებენ მასალის შესწავლასა და გააზრებას მოსწავლეებისათვის. ეს მეთოდი გეოგრაფიის გაკვეთილებს სძენს მეტ ხატოვნებას, ემოციურობას, სილამაზეს, უვითარებს მოსწავლეებს უნარს ჩაატარონ დაკვირვება ობიექტებზე, მცენარეებზე, ბუნების სხვადასხვა მოვლენებზე, ამინდზე, სტიქიებზე და ა.შ. ვფიქრობ, რომ გეოგრაფიის გაკვეთილი ყოველთვის იმსახურებს დაკვირვების მეთოდის ხშირ გამოყენებას. სხვადასხვა საფეხურის კლასებში გათვალისწინებულია სხვადასხვა მოვლენებზე დაკვირვების ჩატარება. სწავლების პრაქტიკული მეთოდი მოსწავლეებს უვითარებს დამოუკიდებელი მუშაობის პრაქტიკულ მეთოდს, რასაც საფუძვლად უდევს მოსწავლეთა შეგნება და აქტიურობა.



0
15
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ბუბუნაური
მაკა ბუბუნაური
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0