x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
მხოლოდ 1 კითხვა განსაზღვრავს, გაქვთ თუ არა დეპრესია
დეპრესია ოჯახურ ცხოვრებასა და სამსახურზე უარყოფით გავლენას ახდენს. სამწუხაროდ, ადამიანების 80 %–მა, რომლებმაც დეპრესია გადაიტანეს, შეიძლება დეპრესია კვლავ განიცადონ.

მეცნიერებმა მარტივი მეთოდი იპოვეს იმის დასადგენად, გემუქრებათ თუ არა დეპრესია.

image

ტესტი დეპრესიაზე


ამ ორ გამოსახულებას შეხედეთ. პირველ რიგში, რომელმა სახემ მიიქცია თქვენი ყურადღება: ბედნიერმა თუ გაბრაზებულმა?

image

თუ ყურადღება გაბრაზებულ სახეს მიაქციეთ, დეპრესიის მაღალი რისკის ქვეშ ხართ.

ნიუ იორკის ბინგჰემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 160 ქალზე ჩაატარეს კვლევა, რომელთაგან 60-ს ისტორიაში დეპრესია ჰქონდა და 100 ჯანმრთელი იყო.

მკვლევარებმა მათ ნეიტრალური, გაბრაზებული, მოწყენილი და მხიარული გამომეტყველების რიგი ფოტოები აჩვენეს.

image

ტექნოლოგიური დაკვირვებით დაადგინეს, რომ ქალები, რომლებსაც წარსულში დეპრესია აწუხებდათ, გაბრაზებულ სახეებს უფრო ახლოდან ათვალიერებდნენ.

მკვლევარებმა ასევე გაარკვიეს, რომ ეს მომდევნო 2 წლის განმავლობაში დეპრესიის განვითარების რისკს ზრდის.

image

სპეციალისტებმა განმარტეს, რომ თუ ყურადღებას ამახვილებთ გაბრაზებულ და გამკიცხავი სახის ადამიანებს, დეპრესიის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებით.

კვლევის ფარგლებში ქალებს მთელი 2 წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ და ქალები, რომლებიც გაბრაზებულ სახებს ყურადღებას აქცევდნენ, დეპრესია უფრო მეტად აწუხებდათ.

დეპრესიის ნიშნები

ბევრმა არ იცის, თუ როგორ გამოიყურება დეპრესია ან თვლის, რომ დეპრესიის დროს ადამიანს მუშაობა, ყოველდღიური ამოცანების შესრულება არ შეუძლია ან სუიციდური მიდრეკილება აქვს. ეს ყოველთვის სიმართლეს არ შეესაბამება.

image

დეპრესიის მთავარი ნიშნები:

  • დათრგუნული განწყობა
  • ინტერესის და სიხარულის არ ქონა
  • მადის დაქვეითება
  • ლიბიდოს შემცირება
  • უძილობა და დაღლილობა
  • სხვადასხვა ტკივილი
  • ცუდი მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაციის სირთულე
  • ორჭოფობა
თუ თქვენში ან თქვენს ახლობლებში დეპრესიის ნიშნები შენიშნეთ, სჯობს დასახმარებლად სპეციალისტს მიმართოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

თუ სწრაფად დამშვიდება გსურთ, სახე ან ზურგი დაინამეთ: ფსიქოლოგის რჩევები

image

26 კითხვა, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ

image

იყავით ზარმაცები: მარტივი ხრიკი, რომელიც სულის და სხეულის გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ

image

რომელ საათზე უნდა დაწვეთ, რომ დილით თავი მხნედ იგრძნოთ

image

ემოციური ძალადობის 30 ნიშანი

image

0
2291
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2291