x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, პუტინს უპატაკა ჩეჩნეთში მოქმედი ბოლო საველე მეთაურის ლიკვიდაცია

image ჩეჩნეთში ლიკვიდირებულ იქნა ჩეჩნეთში მოქმედი კადიროვის ხელისუფლებასთან მებრძოლი სამხედრო ჯგუფის უკანასკნელი საველე მეთაური ასლა ბიუთუკაევი.
კადიროვმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს უპატაკა "უკანონო ბანდფორირების" ბოლო საველე მეთაურის ლიკვიდაცია, რასაც რუსეთის პრეზიდენტი აღფრთოვანებით შეხვდა და კადიროვს წარმატებული ოპერაციის ჩატარება მიულოცა.
ახლან ბიუთუკაევი დაიბადა ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1974 წელს, აჩხოი მარტანის რაიონის სოფელ კატარ იურტში.
მისი სახელი მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც ჩეჩნეთში მოქმედი ყველა საველე მეთაური ან შემორიგებული იქნა ან გაანადგურეს.
2002 წელს ასლანი მცირე ჯგუფთან ერთად ტყეში წავიდა და დიდი ხნის მანძილზე ჩეჩნეთის მაღალმთიან სოფლებს აფარებდა თავს.
დოკუ უმაროვის მიერ კავკასიის იმარატის შექმნის მერე საველე მეთაურების ნაწილმა უარი განაცხადა ებრძოლა დოკუს ხელმძღვანელობით, მაშინ ბითიუკაევმა უმაროვს დაუჭირა მხარი.
image უმაროვმა მაშინ მადლიერების ნიშნად მას სამხრეთ-დასავლეთი სექტორის სარდლობა უბოძა, მოგვიანებით კი ჩეჩნეთის "იმამად" გამოაცხადა.
უმაროვის სავარადოდ მოწამვლით გარდაცვალების მერე ასლანმა თავი გამოიჩინა მოსკოვში დემოდედოვოს ტერაქტისათვის მაგომედ ევლოევის მომზადებაში 2011 წელს, ასევე მან მოაწყო ტერაქტების სერია ჩეჩნეთის დედაქალაქში 2014 წელს. ბითიუკაევმა ასევე განაცხადა, რომ რუსი პოლკოვნიკი ბუდანოვი, რომელიც ჩეჩენი გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისათვის სასჯელის მოხდის შემდეგ იქნა მოკლული, მისი მიერ დაგეგმილი ოპერაციის შედეგად იქნა ლიკვიდირებული.
image კადიროვის სპეცსამსახურებთან ერთად რუსეთის სპეცსამსახურებმა ბევრჯერ განახორციელეს სპეცოპერაცია მისი დაჭერის ან ლიკვიდაციის მიზნით, მაგრამ ფრთხილი საველე მეთაური მუდამ ახერხებდა დროზე ადრე გასცლოდა სპეცოპერაციის მოქმედების ზონას.
იყო ინფორმაცია, რომ ის თავს აფარებდა ინგუშეთთან ახლოს სუნჯას მაღალმთიან ტყიან მასივებში, ისიც ითქვა, რომ ის ნახეს თურქეთში, სადაც თითქოს ის იმყოფებოდა სამკურნალოდ.
მეორე ვერსიით თითქოს მან თურქეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, მაგრამ აშშ-ს ზეწოლით ანკარამ მას უარით უპასუხა.
რუსეთს ბათიუკაევზე ინფორმაციის მიმწოდებელზე დაწესებული ჰქონდა 5 მილიონი რუბლი, თავის მხრივ მას ამერიკელებიც ეძებდნენ, როგორც "ისლამური ხალიფატის" აქტიურ მხარდამჭერს.
მაშინ როცა მას სუნჯის რაიონში ეძებდნენ, როგორც ჩანს საველე მეთაურს მშობლიურ სოფელში მშვიდად ეძინა.
სწორედ საკუთარ სოფელში ჩეჩენ ძალოვნებთან შეტაკებაში დაიღუპა ბათიუკაევი.
მართალია კადიროვმა მას უკანასკნელი საველე მეთაური უწოდა, მაგრამ დრო გვაჩვენებს იყო ის უკანასკნელი საველე მეთაური თუ არა.
image




0
227
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
227