x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რა ფერის კაბაა?-ოპტიკურმა ილუზიამ ინტერნეტში მწვავე კამათი გამოიწვია
image
ავსტრალიელმა ტელეწამყვანმა კენდალ ჯილდინგმა გაუცნობიერებლად წამოიწყო მასშტაბური კამათი ინტერნეტში მის ფოტოზე ასახული ოპტიკური ილუზიის გამო.


ჟურნალისტმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამომწერებს გაუზიარა ფოტო კლასიკური მოჭრილი უსახელო კაბით. სურათზე კენდალი ციფერ კედლის და ლურჯი მეტლახის ფონზე დგას. მან ფოტოს ასეთი მინაწერი გაუკეთა: ”ოთხშაბათს - თეთრებში”.

image

გამომწერებმა მაშინვე მოახდინეს რეაგირება, რომ კაბა იყო ლურჯი, უფრო სწორად ცისფერი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თეთრი . ზოგს, პირიქით, მოეჩვენა, რომ კაბა მართლაც თეთრი იყო.


image

თუმცა, დავა დიდხანს არ გაგრძელებულა. თავად კენდალ ჯილდინგმა გადაწყვიტა, რომ კამათისთვის წერტილი დაესვა. კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა იმავე კაბით, რომელიც მართლაც თოვლივით ქათქათა თეთრია, როგორც თავად ჟურნალისტმა ივარაუდა, პირველ ფოტოზე ცუდი განათების და გარშემო მთლიანად ლურჯი ფონის გამო შეიძლება ფერების გამრუდება მოხდა.

image

-ყველას, ვინც კამათობს, ჩემი კაბა თეთრია თუ ლურჯი - აი ფოტო ახალი ამბების სტუდიიდან! - დაწერა ტელეწამყვანმა.

0
190
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0