x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რა დაავადებაა ვიტილიგო?
image
რა დაავადებაა ვიტილიგო?

ვიტილოგო-კანის დაავადებაა და განპირობებულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით-პიგმენტური უჯრედები აღუპება ან ვერ ფუნქციონირებს და წარმოიქმნება დეპიგმენტური ლაქები.

რა იწვევს ამ დაავადებას?

ეტიოლოგია და პათოგენეზი უცნობია, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ მის წარმოშობაში გარკვეულ როლს ასრულებენ ნეიროენდოკრინული დარღვევები, ფსიქიკური ტრავმა, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევები, აუტოიმუნური პრიცესები, სტრესი.ხშირედ აღინიშნება ვიტილიგოს იჯახური შემთხვევები. დეპიგმენტაცია დაკავშირებულია ფერმენტ თიროზინკინაზის ბლოკირებას.


ვიტილიგო შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში.უფრო ხშირად ბავშვებში გამოვლინდება.ქალებში შედარებით ხშირად ვლინდება, ვიდრე მამაკაცებში.

ვიტილიგო არ არის გადამდები დაავადება.არ იწვევს კანის ფიზიკურ დისკომფორტს(სიმშრალეს), მაგრამ ხანდახან შესაძლებელია იწვევდეს ქავილს. მისი ერთადერთი სიმპტომია -დეპიგმენტირებული ლაქები, რომლებიც კანის სხვადასხვა უბანზე თანდათანობით ჩნდება.დასაწყისში ლაქები არიან პატარები და შემდგომ იზრდებიან და განიცდიან დეფორმაციას.დაავადების გაჩენესთან ერთად ლაქები უფრო შესამჩნევი ხდება ხელზე, სახეზე, მაჯაზე.ძალიან იშვიათად აღინიშნება ვიტილიგოს ლაქები, გარშემორტყმული ზაფისებური, კანის ზედაპირიდან ოდნავ წამოწეული ანთებითი ქობით. ჩვეულებრივ ლაქა თანდათანობით ფართოვდება, ერტმანეთს ერწყმის და წარმოქმნის მოზრდილ კერებს.შესაძლებელია მთლიანი კანის უნივერსალური დაზიანება ან ცალმხრივი დაზიანება.დეპიგმენტირებულ ადგილებს ახასიათებს მომატებული მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ;შემცირებულია თმის პიგმენტის რაოდენობაც, ასევე სუსტდება ოფლისა და ცხიმის გამოყოფა დაზიანების კერებში, სახსრის მამოძრავებელი და კუნთ-მყესივანი რეფლექსები.

image

არსებობს ვიტილიგოს რამოდენიმე სახე:

არასეგმენტური ვიტილიგო-ხასიათდება ლაქებით, რომლებსაც არ აქვთ სპეციფიკური არე-ისინი შეიძლება სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე გამოჩნდეს.ხშირად სიმეტრიულად ვითარდენა, ანუ სხეულის ორივე მხარეს.ნებისმიერ ასაკში შიძლება განვითარდეს.

სიგმენტირებული ვიტილიგო-ვიზუალურად არასეგმენტური ვიტილიგოს მცგავსია.თავდაპირველად ლაქები პატარაა, მაგრამ საბოლოოდ იზრდებიან.ვრცელდება სწრაფად, ვიდრე არასეგმენტური ფორმა.მისის მკურნალობა უნდა მოხდეს მანამდე, სანამ მტეკ სხეულს მოიცავს.

იშვიათ შმთხვევაში ვიტილიგომ შესაძლებელია მთელიანი სხეული დააზიანოს და ასეთ შემთხვევას უნივერსალური ან სრული ვიტილიგო ეწოდება.

დიაგნოსტიკა.

სადიაგნოსტიკოდ საკმარისია დათვალიერება და ანამნეზის შეკრება და ასევე ოჯახური ანამნეზიც მნიშვნელოვანია.საჩიროების შემთხვევაში შესაძლოა კანის მცირე ნიმუშია ან სისხლის ანალიზის აღებაც.

მკურნალობა.

ვიტილიგოს სამკურნალოდ გამოიყენება ფოტომასენსიბილიზებელი პრეპარატები შიგნით მისაღებად, ასევე იგივე პრეპარატები ადგილობრივად შემდეგ ულტრაიისფერი დასხივებით;პუვა-თერაპია;ზოგადი და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული თერაპია;ქლორრეთერით მოყინვა შემდეგი ულტრაიისფერი დასხივებით, ასევე გამოიყენება ლაზეროთერაპია.


ვიტილიგოს მკურნალობა ნაკლებადეფექტურია, მის სამკურნალოდ მოწოდებული საშუალებები მეტნაკლებად ეფექტურია.შედეგიც ინდივიდუალურია, შედარებით უკეთესად ემორჩილება მკურნალობას დაავადების ახალი ფორმები.

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0