x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134483
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
სკოლის როლი ბულინგის დაძლევის საკითხში
image
ერიკ ერიქსონის პიროვნების ფსიქოსოციალური განვითარების თეორიის მიხედვით, სკოლაში სწავლის პერიოდი ემთხვევა ეტაპებს, როდესაც ადამიანში მიმდინარეობს შემოქმედებითობისა და არასრულფასოვნების განცდის დაპირისპირების (6-12 წელი), მე -იდენტობისა და როლური აღრევის(12-18 წელი) ფაზები, რომლებიც ფსიქო-ემოციური თვალსაზრისით ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. სირთულეების მრავალფეროვნება და გარემო, რომელიც ხელს უშლის ადამიანის სწორ ფსიქოსოციალურ განვითარებას ხდება მაპროვოცირებელი, ისეთი მიუღებელი ქცევისა, როგორიცაა ჩაგვრა (ბულინგი).

რა არის ბულინგი?

ბულინგი ძალადობის ფორმაა, რომელიც გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შევიწროებას იმ მიზნით, რომ სხვა ადამიანში გამოიწვიოს შიში, მორჩილება.

ცნება უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში გახდა სოციალურ-ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ტერმინი, რომელიც მოიცავს აღნიშნულ სფეროებში არსებულ პრობლემებს.


ბულინგის დასაძლევად ყველაზე ეფექტური ნაბიჯების გადადგმა სწორედ სკოლაშია შესაძლებელი და ამ მიზნით აერაერთი კამპანია მოეწყო, მაგრამ მრავალფეროვანი ფაქტების არსებობა ცხადჰყოფს, რომ აუცილებელია უფრო ეფექტური სვლები.

ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი საფეხურის მოსწავლის განვითარების პროცესი სავსეა გამოწვევებითა და სირთულეებით, რის გამოც უნდა გავითვალისწინოთ იმ კონკრეტული ასაკისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

როგორ შეიძლება ვიბრძოლოთ ბულინგის წინააღმდეგ სკოლაში? - პირველ რიგში მაგალითის ჩვენებით - სკოლაში მოზრდილების მხრიდან ერთმანეთის და მოსწავლეების მიმართ პატივისცემისა და მზრუნველობის გამოხატვით;

დაწყებით საფეხურზე სიტუაციის მართვა შედარებით მარტივია. პირველი, რაც მასწავლებელმა უნდა გააკეთოს წესების, ნორმების ცნების შემოტანაა, რაც პედაგოგმა მოსწავლეებისათვის საინტერესოდ, მრავალფეროვნი გზებით უნდა მოახერხოს. პედაგოგი უნდა აძლევდეს ისეთ დავალებებს, რომელთა საშუალებითაც კლასი შეიკვრება, თითოეული მოსწავლე მეორეს დაუახლოვდება. არ უნდა დაგვავიწყდეს ემოციების გამოხატვაზე, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებასა და ემპათიის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული სავარჯიშოები.

სკოლა აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს მშობელთან და ერთობლივად დგამდნენ ანტიბულინგურ ნაბიჯებს. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ბულინგის შესახებ, რისთვისაც აუცილებელია ანტიბულინგური სერვისების შეთავაზება, რაც მასწავლებლის მდიდარ ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

სამწუხაროდ, საქართველოს სკოლებში ჯერ არ ისწავლება ისეთი საგანი, რომელიც ემოციური ინტელექტის განვითარებაზე იქნება ორინტირებული, თუმცა ნებისმიერი საგნის პედაგოგს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უპირველესი მისია ბავშვის აღზრდაა, რისთვისაც უნდა მოვიძიოთ და გამოვიყენოთ სავარჯიშოები სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, მორალური ზრდისათვის, სავარჯიშოები თვითრეგულაციის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის - ემოციების იდენტიფიკაციისათვის, რათა მოსწავლეს სინქრონულად - საგნის სწავლას ერთად განვუვითაროთ ფსიქოსოციალური უნარები.


0
20
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ბუბუნაური
მაკა ბუბუნაური
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0