x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
“ასტეროიდი ომუამუა სინამდვილეში უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდია” - აცხადებს ჰარვარდის პროფესორი
ამ სამიოდე წლის წინ ჰავაიზე მდებარე ტელესკოპმა მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი სივრციდან შემოჭრილი პირველი ობიექტი დააფიქსირა. ობიექტს ბევრი გამოუცნობი თავისებურება ახასიათებდა. მას სიგარეტის ფორმა ჰქონდა და წარმოუდგენლად სწრაფად მოძრაობდა. მას ომუამუა უწოდეს, რაც ჰავაიურად “პირველ მოციქულს” ნიშნავს. სპეციალისტები გამორიცხავდნენ იმას, რომ ობიექტს ხელოვნური წარმომავლობა ჰქონდა. ის ასტეროიდად მიიჩნიეს, რომელიც გალაქტიკური სივრციდან ჩვენს სისტემაში შემოიჭრა.


ამის მიუხედავად გავრცელდა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, ავი ლოების თეორია იმასთან დაკავშირებით, რომ ომუამუა სულაც არ არის ასტეროიდი. მეცნიერის აზრით, ეს არის უცხოპლანეტელთა მიერ დამზადებული ხელოვნური საგანი, რომელიც დასაზვერავად ან სხვა რაიმე მსგავსი მიზნით გამოგზავნეს ჩვენთან. აღნიშნულის შესახებ ავი ლოებმა წიგნიც კი დაწერა, რომელიც ამ თვეში გამოდის.


ომუამუა ჩვენსკენ ვარსკვლავ ვეგას სისტემიდან გამოემართა და საამისოდ 25 სინათლის წლის მანძილი დაფარა. ჰარვარდის მკვლევარი აცხადებს, რომ ეს ობიექტი შეუძლებელია, ბუნებრივი წარმომავლობის იყოს და საკუთარი მოსაზრების დამტკიცებას სხვადასხვა არგუმენტებით ცდილობს.


ლოები ამბობს, რომ მისი სისწრაფიდან და უცნაური ტრაექტორიიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ომუამუას ბუნებრივი წარმომავლობა გააჩნდეს. გარდა ამისა, ციური სხეული მზის სიახლოვეს არ ტოვებს მტვრის და აირის კუდს მის უკან, როგორც ეს კომეტებს და ასტეროიდებს ახასიათებთ და უჩვეულო კაშკაშა ფერითაც გამოირჩევა.



ლოების თქმით, სიგარის მსგავს ფორმას ობიექტი მის ძალიან დიდ სისწრაფეს უმადლის. რეალურად კი ეს არის ერთ მილიმეტრზე ოდნავ უფრო სქელი, იალქნის ფორმის მოგრძო საგანი.


ლოების თეორიას გამოუჩნდნენ როგორც დამცველები, ასევე მოწინააღმდეგეები. ბევრს მიაჩნია, რომ ჰარვარდის პროფესორის მოსაზრება სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს განეკუთვება. ლოების მოწინააღმდეგეების ბანაკს საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები აქვს ცნობილი ასტრონომის თეორიის უგულვებელსაყოფად.


ომუამუას წარმომავლობის ირგვლივ კამათი დღემდე აქტიურად გრძელდება.


ომუამუა


ეს სურათი ომუამუას სავარაუდო ფორმებს ასახავს. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ობიექტი სიგარეტს წააგავს (მარჯვნივ), თუმცა ლოებს მიაჩნია, რომ ის უფრო სანთელს მოგვაგონებს (მარცხნივ)

0
1208
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0