x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როგორი იქნება პირველი კოლონია მარსზე: 7 ვარიანტი
ცოტა ხნის წინ კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ დახარჯავს მთელ თავის ქონებას, რომელიც დღეისათვის 185 მილიარდ დოლარს შეადგენს, რათა 2050 წელს მარსის კოლონიზება მოახდინოს და იქ ადამიანებით სავსე პირველი დასახლება შექმნას. ბიზნესმენის თქმით, 100 მილიონ დოლარად შეფასებულ საკუთარ უძრავ ქონებასაც კი გაყიდის და ქარხანაში და ოფისშიც კი გაათევს ღამეს, ოღონდ სანუკვარ მიზანს მიაღწიოს.


ილონ მასკის მიზანია, პლანეტა მარსზე 2050 წლამდე 1 მილიონი ადამიანი გაგზავნოს. მასკის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია SpaceX-ის რაკეტა-მატარებლებით წითელ პლანეტამდე 100 ტონა ტვირთის დაუბრკოლებლად მიტანა შეიძლება. მარსზე არსებობს წყალი და მიწისქვეშა ტბები. პლანეტას აქვს ასევე ატმოსფერო და მის ეკვატორზე ტემპერატურა დღისით 25 გრადუსს აღწევს. დახურულ ნაგებობებში შესაძლებელია სხვადასხვა მცენარეების მოშენება და ცხოველების ყოლა.


მასკის განცხადების თანახმად, მარსზე გამგზავრებას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, ვისაც საამისო სურვილი ექნება. წითელ პლანეტაზე ყველას დახვდება მაღალანაზღაურებადი სამსახური, ხოლო დედამიწიდან მარსისკენ გასამგზავრებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი.


მაგრამ როგორი იქნება პირველი კოლონია მარსზე? როგორი დიზაინი ექნება უცხო პლანეტაზე აღმართულ თითოეულ ნაგებობას? აღნიშნულის შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს და რამდენიმე მათგან ქვემოთ წარმოგიდგენთ:



მარსი


ასეთი იქნება მარსის კოსმოდრომი და იქვე არსებული “მარს სითი”, სადაც დედამიწიდან ჩაფრენილ ხომალდებს მიიღებენ. ყოველ შემთხვევაში, ასე ვარაუდობს ილონ მასკი.


მარსი


აღნიშნული ფოტო NASA-ს ეკუთვნის. კადრში მოჩანან სკაფანდრებში გამოწყობილი მარსელი ახალმოსახლეები. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ის რეალობაში ახდეს. საქმე იმაშია, რომ მინის გუმბათი, მიწის ზედაპირთან რაც შეიძლება ახლოს, მარსის ახალშენისთვის ყველაზე ოპტიმალური კონსტრუქცია იქნება. ამდენ მასალას მაღლივი შენობების ასაშენებლად მარსზე არავინ დახარჯავს.


მარსი


ეს სურათი მიახლოებულია რეალობასთან. ეს არის პატარა და კომპაქტური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელსაც მარსმავალი სპეციალური იზოლირებული შესასვლელით უკავშირდება.


მარსი


სურათზე მოჩანს რადიოგადამცემი და მიმღები ანძა, მარსმავალი და საცხოვრებელი კომპლექსი მცირე ზომის სახლებით. ეს საკმაოდ დამაჯერებელი და რეალისტური სურათია. სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება მარსზე ძალიან ძვირი დაჯდება. ამიტომ უზარმაზარი სრა-სასახლების ასაშენებლად არავინ აიტკიებს თავს.


მარსი


როგორც წინა სურათი, ასევე ესეც კონცეფცია ზოფერუსის შემადგენელი ნაწილია. ზოფერუსი არკანზასელი შემოქმედების ჯგუფმა NASA-დაკვეთით შექმნა.


მარსი


ფუტურისტული ნაგებობები ინკუბატორით, სადაც (სავარაუდოდ) სხვადასხვა ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს შეასხამენ ხორცს.


მარსი


ესეც წინა ინკუბატორის სერიის გაგრძელებაა. სურათი ნიუ-ჰეივენში მცხოვრები ფანტაზიორების ჯგუფმა შექმნა ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური კვლევების სააგენტოს დაკვეთით.

0
291
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0