x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი პასუხისმგებლობები საქართველოსთვის
ერთს ბრტყელტუჩათი დააცალეს კბილები; 2 ტყვე მოკლეს; ერთს რეზინის თასმებით ახრჩობდნენ; ერთი ელექტრო ენერგიის საშუალებით აწამეს; 1 ცემით მოკლეს; ერთს ყური ჰქონდა მოკვეთილი; რამდენიმე აწამეს; რამდენიმეს მოუწყეს იმიტირებული სიკვდილით დასჯა; რამდენიმე აწამეს ცეცხლით; რამდენიმეს მოტეხილი ჰქონდა თითები, ერთ-ერთი რამდენჯერმე დაჭრეს ფეხში ხიშტით და ა.შ...

ლაშა ბოდაველი  CICD   lasha bodaveli

“საქართველო V. რუსეთის" საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უდიდესი მნიშვნელობის გამარჯვებაა საქართველოსთვის, თუმცა ჩვენს შემთხვევაში უმჯობესია გამარჯვება აღვიქვათ პასუხისმგებლობად და სწორედ ამ კონტექსტში შეგნებულად არ ვწერ სიტყვას - “გილოცავთ" (მიუხედავად იმისა, რომ უდაოდ მისალოცი წარმატებაა)


მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დადგინდება რუსეთის ფედერაციისთვის ე.წ. ჯარიმები, რომელზე თავის არიდებასაც ყველანაირად ეცდება, მაგრამ არც გადახდა დასვავს ტოლობის ნიშანს დანაკარგებთან შედარებით. პირველად 12 წლის შემდეგ გაგვიჩნდა სამართლებრივი დოკუმენტი და თუკი ჩვენი ქვეყანა რომელიმე ევროპულ ორგანიზაციაში ან ქვეყანაში, რაიმეს წარმოადგენს, ყველგან უნდა შევძლოთ მისი “აფრიალება" ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და ამ საკითხების აქტუალიზაციისთვის.



სამწუხაროა, რომ ამავე დადგენილებაში არაერთხელ ჩაიწერა ტერმინი სამხრეთ ოსეთი, ამ შემთხვევაში მე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრმა არ ვიცი (არ ვცნობ) სად არის სამხრეთ ოსეთი, რომლის არსებობასაც რამდენადაც მახსოვს გაეროს მხოლოდ 5 ქვეყანა “აღიარებს" (რუსეთი, ნაურუ, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია).


როგორც ვამბობდი გამარჯვებასთან ერთად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ უამრავი პასუხისმგებლობა გაგვიჩინა, მათ შორის საინფორმაციო ომში მეტი ეფექტურობის აუცილებლობა, ზემოთ ჩამოთვლილი სამხედროებისა და მათი ოჯახებისადმი სათანადო ყურადღება, მიღებული სამართლებრივი დოკუმენტის აქტიური გამოყენება და სხვ.

უნდა გვესმოდეს, რომ დაახლოებით 300 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა ერთი მხრივ არის ჩვენი ქვეყნის ცნობა დაზარალებულად, ხოლო მეორე მხრივ, უდიდესი სამოქმედო გეგმის პროტოტიპი და შეიძლება ითქვას, რომ თუ ეს იყო 12 წლიანი სასამართლო პროცესების დასასრული, ჩვენთვის მხოლოდ გამარჯვების დასაწყისია.


CICD-ის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი
ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0