x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს
image


სამეცნიერო მწერლის, პიტერ ბრანენის აზრით, უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები მთვარეზეც შეიძლება იყოს. ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე ისინი დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების მომენტში მოხვდა. თავისი თეორია ბრანენმა წარმოადგინა წიგნში "სამყაროს დასასრული: ვულკანური აპოკალიფსები, სიკვდილის მომტანი ოკეანეები და დედამიწის ადრეული მასიური გადაშენებების მიზეზების ძიებები". ნაშრომი, რომელიც 2017 წელს იყო გამოქვეყნებული, ყურადღება მიაქცია ბლოგერმა მეთ ოსტინმა, წერს Daily Mail.

კერძოდ, წარმოდგენილი ჰიპოთეზის თანახმად, ასტეროიდი, რომლის ზომაც ევერესტს აღემატებოდა, შემოიჭრა დედამიწის ატმოსფეროში ტყვიის სიჩქარეზე 20-ჯერ უფრო დიდი სიჩქარით. კოლოსალური ძალით დარტყმის შედეგად პლანეტის ატმოსფეროში წარმოიქმნა "ხვრელი", თვითონ კოსმიური სხეული კი შეუცვლელი სახით დედამიწის ზედაპირზე დაეცა. როცა "ატმოსფეროს ხვრელის" შემცირებები დაიწყო, დედამიწის ნიადაგის დიდი მასა გატყორცნილ იქნა ორბიტაზე დარტყმიდან 1-2 წამის განმავლობაში. მიწის ნაწილებთან შერეული იქნა "დინოზავრების ფრაგმენტებიც". კოსმოსში გატყორცნილი მასა შედეგად მთვარეზე დაილექა-დარწმუნებულია ბრანენი.

image

image

ამ ჰიპოთეზის მომხრეა გეოფიზიკოსი მარიო რებოლიედო, რომლის არგუმენტებიც არის მოყვანილი ხსენებულ წიგნში.

უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებას ჯერ არ ძალუძს დაადასტუროს წამოყენებული თეორია. ითვლება, რომ 65 მილიონი წლის წინ, ასტეროიდმა, რომელმაც დინოზავრები შეიწირა, დაცემის ადგილას წარმოქმნა კრატერი სიგანით 193 კმ. ამის შედეგად ცაში აიჭრა გოგირდისა და ნახშიროჟანგის მილიარდობით ტონა აირები. შეჯახების ადგილიდან ასობით კილომეტრის რადიუსში რამდენიმე წუთში დაიწვა ყველა ცოცხალი არსება. კატასტროფის შედეგად წარმოქმნილი მტვრის სქელი ფენის შედეგად, პლანეტის ზედაპირზე ვეღარ აღწევდა მზის სხივები. ტემპერატურის დაცემამ და მჟავების წვიმებმა დედამიწაზე სიცოცხლის 75 % გაანადგურა.

image




იხილეთ ასევე:




1. რა ღირს დედამიწა?


image

2. როგორ შეიძლება შეიცვალის ადამიანის გარეგნობა ათასი წლის შემდეგ

image

3. რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღიდან გავისვრით?

image

4. გიგანტური ხვრელი იაკუტიაში, ევროპა უფსკრულის პირას და სხვ.

image

5. რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით

image

6. ჩვენი სამყარო სიმულაციაა და არარეალურობაში ვცხოვრობთ?

image


7. "კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება

image





0
466
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0