x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
Covid-19-ის გამო ბანგკოკის ყველაზე დიდი ბორდელი სასტუმროდ გადაკეთდება
image
ბანგკოკის ყველაზე დიდი ბორდელი სასტუმროდ გადაკეთდება მას შემდეგ, რაც მისი ბიზნესი ჩაკლა კოვიდ -19-ით გამოწვეულმა პანდემიამ.


ტაილანდის დედაქალაქში მდებარე 11-სართულიანი Poseidon Massage Salon გამოირჩევა საკუთარი ღამის კლუბით, რესტორნით და ასობით ძვირადღირებული თემატური ოთახით, სამეფო ზომის საწოლებით და ჯაკუზებით.


ამჟამად მიმდინარეობს დეკორაციის განადგურება და შეცვლა, რადგან შენობა სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო გახდება და სტუმრებს აღარაფერი ექნებათ სანახავი სასტუმროს ბობოქარი წარსულიდან.

image


Poseidon Entertainment Complex, რომელიც 1999 წელს გაიხსნა, ცნობილი იყო, როგორც ბანგკოკის ერთ – ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა, 11 სართულიან შენობაში იყო რესტორნები, კარაოკე ოთახები და ბარები. ფოიეში სტუმრებს შეეძლოთ აერჩიათ ქალები ვისთან ერთადაც გართობა სურდათ, გოგონები კი ფასის მიხედვით ატარებდნენ სამკერდე ნიშანს.


ფასები იწყებოდა 3, 200 ბატიდან (დაახლოებით 100 აშშ$), რამდენიმე საათი ცალკე ოთახში განსაცალკევბელად.


გასული წლის მარტში, როდესაც ტაილანდმა კორონავირუსის გამო დააწესა შეზღუდვები და აკრძალა ფრენებიც, შესაბამისად ეს მაღალი რისკის შემცველი ბიზნესიც დაიხურა.

image

გასული წლის ბოლოს Poseidon-მა ხელახლა გახსნის ნებართვა აიღო და სცადა მომხმარებლების მოზიდვა იმ თანამშრომლების ფოტოებით, რომლებიც გულდასმით ასუფთავებენ სასტუმროს და ალაგებენ კერძო ოთახებს. თუმცა ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის მორიგი ტალღის ფონზე საახალწლოდ იგი კვლავ დაიხურა.

image

წყარო ტაილანდის სახელმწიფო რკინიგზიდან (SRT), რომელსაც იჯარით აქვს აღებული Poseidon Massage Salon, ამბობს, რომ კოვიდ -19 პანდემიამ მოკლა მასაჟის სალონის შემოსავლები. ახლა მათ სურთ შეცვალონ ბიზნესი და მოერგონ ახალ ეკონომიკას. წყაროს თქმით: ”პოსეიდონი მიწის დიდ ნაკვეთზეა განთავსებული, მისი საიჯარო ვადა იწურება 2024 წლის თებერვალში. მათ მოითხოვეს 30-წლით საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება, 11 სართულიანი შენობის შეცვლის მოთხოვნის პირობით."

0
104
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0