x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაწყებითი კლასის სსსმ მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში
image

საგაკვეთილო პროცესში თითოეული მოსწავლის თანაბარი ჩართულობა მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ამოცანის სირთულეს თითოეული მოსწავლის უნიკალურობა, განსხვავებული გენეტიკური მონაცემები, უნარები და ინტერესები განაპირობებს. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს განათლების მიღების უფლება, თუმცა, რიგ შემთხვევებში, კანონი კანონად რჩება, ვინაიდან სწავლა-სწავლების პროცესში სსსმ მოსწავლის ჩართულობა ჯერ კიდევ სირთულეს წარმოადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ სსსმ მოსწავლე ზოგადი ცნებაა და მოიცავს განსხვავებულ სპეციალურ საჭიროებებს, ვეცდები, ვისაუბრო ზოგადად იმ მიდგომებსა და მეთოდებზე, რომლებიც მორგებული იქნება ყველა ტიპის სსსმ მოსწავლეზე და გარკვეული სახის დახმარებას გაუწევს დამწყებ და მოქმედ მასწავლებლებს.

პედაგოგებმა, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ მოსწავლის ინტერესები, გავიგოთ რა უყვარს, რას თამაშობს, რომელია მისი საყვარელი კომპიუტერული თამაში, რას აკეთებს თავისუფალ დრო და ა.შ. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლესთან ფსიქო-ემოციური კავშირი უმთავრესი ფაქტორია სწავლა-სწავლების პროცესში, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, სსსმ მოსწავლის ინტერესების სფეროს ცოდნა ხელს გვაძლევს მის გაკვეთილის პროცესში ჩასართავად. მაგალითად, თუ მოსწავლეს აკვიატებულად უყვარს, პირობითად, დინოზავრები, შეკრება-გამოკლების დროს ამოცანებს დინოზავრებზე შევადგენთ; თუ ვიცით რომელ კომპიუტერულ თამაშს თამაშობს, მის სახელწოდებას გამოვიყენებთ გაკვეთილზე, რადგან ბავშვისთვის ნაცნობი სიტყვის, სახელის გაგონება მასში ყურადღებას გამოიწვევს და მარტივად შევძლებთ გაკვეთილით დაინტერესებას. ამ ყველაფერთან ერთად, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ სსსმ მოსწავლისთვის მიცემული დავალების განსხვავებულობა არის იყოს თვალშისაცემი, ვინაიდან, ამან, შესაძლოა, პროტესტის განცდა გამოიწვიოს მოსწავლეში.


მუდმივად უნდა ვიყოთ მზად გაკვეთილის მოდერნიზაციისთვის, არ უნდა გაკვეთილზე შემოსვლა? - ჩავატაროთ ეზოში გაკვეთილი, მივცეთ არაფორმალური სახე სწავლა - სწავლების პროცესს; ჰყავს გამოგონილი პერსონაჟი და კლასში არაადეკვატურად იქცევა (ეს ჩვენი გადმოსახედიდან არის არაადეკვატური, მისთვის ეს სრულიად ნორმალურია)? - დავუმეგობრდეთ მის უხილავ მეგობარს. ბავშვისთვის მასწავლებელი, სასკოლო გარემო უნდა იყოს პირველ რიგში სანდო და უსაფრთხო.

მნიშვნელოვანია, გვქონდეს ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა, რომელიც დაგვეხმარება მასწავლებელს ორიენტირებულნი ვიყოთ, როგორც ტიპური, ისე ატიპური განვითარების მოსწავლეთა ჩართულობასა და საჭიროებებზე.

მუდმივად უნდა გვქონდეს კონტაქტი მშობელთან, სპეც პედაგოგთან, ფსიქოლოგთან, ენისა და მეტყველების თერაპევტთან (არსებობის შემთხვევაში), რათა ერთობლივი მუშაობით შევუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას.

1
39
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ბუბუნაური
მაკა ბუბუნაური
39
  
2021, 20 იანვარი, 20:55
მაკა, წარმატებები!
0 1 1