x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
კრონის დაავადება
image
კრონის დაავადება არის ნაწლავის ანთებითი დაავადების ტიპი (IBD). ეს იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, მწვავე დიარეა, დაღლილობა, წონის დაკლება და უმადობა.

კრონის დაავადებით გამოწვეულ ანთებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ლოკალიზაცია ადამიანის ორგანიხმში. ეს ანთება ხშირად ვრცელდება ნაწლავის ღრმა შრეებში.

დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მტკივნეულად, ასევე უმტკივნეულოდ და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში გართულებების მიზეზი შეიძლება გახდეს.

დაავადების სამკურნალო საშუალება ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ თერაპიამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მისი ნიშნები და სიმპტომები და ანთების ხანგრძლივი რემისია და განკურნებაც კი გამოიწვიოს. მკურნალობის დროს, კრონის დაავადების მქონე ბევრ ადამიანს შეუძლია მუშაობა.


კრონის დაავადების დროს შეიძლება მონაწილეობდეს თქვენი წვრილი ან მსხვილი ნაწლავის ნებისმიერი ნაწილი, შეიძლება იყოს უწყვეტი ან მოიცავდეს მრავალ სეგენტს. ზოგიერთ ადამიანში დაავადება შემოიფარგლება მსხვილი ნაწლავით.

კრონის დაავადების ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქიც და მწვავეც. ისინი, როგორც წესი, თანდათან ვითარდებიან, მაგრამ ზოგჯერ ისინი მოულოდნელადაც შეიძლება გამოჩნდეს.

როდესაც დაავადება აქტიურ ფაზაშია შეიძლება გამოვლიდეს შემდეგი სიმპტომები:

  • დიარეა
  • დაღლილობა
  • მუცლის ტკივილი და კრუნჩხვები
  • სისხლი განავალში
  • დაქვეითებული მადა
  • წონის კლება
  • ტკივილი ანუსის მიდამოში
მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ შემდეგი სიმპტომები:

  • კანის თვალებისა და სახსრების ანთება
  • ღვიძლის ან ნაღვლის სადინრების ანთება
  • რკინის დეფიციტი (ანემია)
  • თირკმლის ქვები
კრონის დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობი რჩება. ადრე ეჭვი ეპარებოდათ დიეტაზე და სტრესზე, ახლა კი ექიმებმა იციან, რომ ამ ფაქტორებმა შეიძლება გააუარესოს კრონის დაავადება. რამდენიმე ფაქტორი, როგორიცაა მემკვიდრეობა და არამდგრადი იმუნური სისტემა, სავარაუდოდ დიდ როლს თამაშობს მის განვითარებაში.

შესაძლებელია, რომ კრონის დაავადება გამოიწვიოს ბაქტერიამ ან ვირუსმა.

კრონის დაავადება უფრო ხშირად გვხვდება იმ ადამიანებში, რომელთა ოახის წევრებსაც(წინაორებს) გამოუვლინდათ ეს პათოლოგია. თუმცა ადამიანთა უმეტესობას არ აქვს დაავადების ოჯახური ისტორია.

რისკ-ფაქტორები კრონის დაავადების დროს:

  • ასაკი - კრონის დაავადება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ კრონის დაავადების მქონე ადამიანთა უმეტესობა დიაგნოზირებულია 30 წლამდე.
  • ეთნიკური ფაქტორი - მიუხედავად იმისა, რომ კრონის დაავადებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ნებისმიერ ეთნიკურ ჯგუფზე, თეთრკანიანებს აქვთ ყველაზე მაღალი რისკი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის, ებრაული წარმოშობის ადამიანები. ამასთან, კრონის დაავადების სიხშირე იზრდება შავკანიანებში, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში.
  • ოჯახის ისტორია - თქვენ უფრო მაღალი რისკის წინაშე ხართ, თუ პირველი ხარისხის ნათესავი გყავთ, მაგალითად, მშობელი, და-ძმა ან შვილი, დაავადებული. კრონის დაავადების მქონე 5დან 1 ადამიანს ჰყავს ოჯახის წევრი ამ დაავადებით.
  • მწეველობა - სიგარეტის მოწევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტროლირებადი რისკის ფაქტორი კრონის დაავადების განვითარებისათვის. მოწევა ასევე იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და ქირურგიის უფრო მეტ რისკს. თუ ეწევით, მნიშვნელოვანია შეჩერება.
კრონის დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებებიდან ერთი ან მეტი:

  • ნაწლავის გაუვალობა
  • ფისტულა
  • წყლულები
  • ნაწლავის კიბო
მკურნალობის კონკრეტული მეთოდი არაა შერჩეული, ცხოვრების სტილის შეცვლამ, მცირე ულუფებით ჭამამ, მსუბუქმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება შეამციროს დაავადების განვითარების რისკი. ქირუგიული ჩარევა უკუნაჩვენებია. მედიკამენტებიდან იყენებენ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს: კორტიკოსტეროიდებს, ამინოსალიცილატებს და ა.შ

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ჭანტურია1
მარიამ ჭანტურია1
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0