x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ნახე რომელ დონეს მიეკუთვნები. საინტერესოა, მანიპულირებენ თუ არა შენით
image

როდესაც საკუთარი თავის სწორ შეფასებას აკეთებ და შენს ადგილს ზუსტად განსაზღვრავ, ვეღარავინ და ვეღარაფერი მოგერევა.


ვიქტორ ჰიუგოს ხშირად უწევდა, თურმე, გამეორება: „სიზარმაცე დედაა. მას ჰყავს ვაჟიშვილი - ქურდობა და ქალიშვილი - შიმშილი“. არ მიკვირს, რომ ჰიუგოსვე ეკუთვნის სიტყვები: „მომავალს აქვს რამდენიმე სახელი. სუსტი ადამიანისთვის მომავალის სახელია შეუძლებლი, სულმდაბლისთვის - უცნობი, ღრმად მოაზროვნისა და მამაცისთვის - იდეალი“. ამ სიტყვებით ავტორმა გამოკვეთა ადამიანის პოლიტიკური ქცევის საფუძველთა საფუძველი - ადამიანის ფსიქოლოგიური ჩართულობა ინფორმაციულ-სამოქმედო გარემოში, რომელიც ყველაზე უკეთ არჩევნების პროცესში ვლინდება.


ყოველი პოტენციური ამომრჩეველი საარჩევნო კამპანიის დასაწყისიდანვე, ნებით თუ უნებლიედ, ჩართულია ინფორმაციულ-მოქმედებით გარემოში. ამომრჩეველსა და გარემოს შორის საკმაოდ ძლიერი ურთიერთქმედება ხდება და ეს ურთიერთქმედება სრულიად განსხვავებულია სხვადასხვა დონეზე.



1.ამომრჩევლის გარემოსთან ურთიერთქმედების ყველაზე დაბალი დონეა ეგოცენტრული დონე.


ამ დონეზე ამომრჩევლი გარემოზე ზემოქმედებს როგორც ბიოლოგიური ინდივიდი. ამ დონეზე ზემოქმედების ამოცანაა ორგანიზმის შეფარდებითი კეთილდღეობის შენარჩუნება. ადამიანის აქტივობის ფსიქორეგულაცია ხორციელდება უპირატესად ქვეცნობიერად, ფროიდის პრინციპის საფუძველზე : ამ დონეზე ამომრჩევლი გარემოზე ზემოქმედებს როგორც ბიოლოგიური ინდივიდი. ამ დონეზე ზემოქმედების ამოცანაა ორგანიზმის შეფარდებითი კეთილდღეობის შენარჩუნება. ადამიანის აქტივობის ფსიქორეგულაცია ხორციელდება უპირატესად ქვეცნობიერად, ფროიდის პრინციპის საფუძველზე : „კმაყოფილება“ და და „ განტვირთვა აქ და ახლა“. ეგოცენტრულ დონეზე რეალიზდება ამომრჩევლისა და საარჩევნო გარემოს შიდაკომუნიკაციური სტრატეგია. ასეთი სტრატეგიისას ამომრჩეველი ინსტიქტურად გარემოს საწინააღმდეგო მხარეს სვამს საკუთარ თავს. ურთიერთობის პროცესი შეესაბამება გარემოს მხრიდან ამომრჩეველზე მანიპულაციურ ზემოქმედებას. თვითონ ამომრჩეველი ცდილობს, თავიდან აირიდოს ეს ზემოქმედება. გარემო კი ცდილობს ხერხით აჯობოს, მოისყიდოს, უბიძგოს, მოატყუოს. ამომრჩეველი გადართავს ტელეარხებს, არ კითხულობს პრესას ან ყველა ინფორმაციას პასუხობს სიტყვიერი აგრესიით. საქართველოში ამომრჩევლების გარკვეული ნაწილი სწორედ ამ ეგოცენტრულ დონეზე იმყოფება. არჩევნების პროცესში ამომრჩეველთა დაახლოებით მეოთხედი ძვრება ნაჭუჭში. ისინი არჩევნებზე არ მიდიან, მათ არჩევნების შესახებ მოსმენაც არაფრისა სურთ. ისინი ამ გზით შეჩვეულ შინაგან კომფორტს ინარჩუნებენ. რაღაც ნაწილი ცდილობს ადაპტირდეს სიტუაციასთან და შეძლებსიდაგვარად მიიღოს შინაგანი კომფორტი. ამ ნაწილზე მაქსიმ გორკის ძაალიან მაგარი სიტყვები მახსენდება: . ეგოცენტრულ დონეზე რეალიზდება ამომრჩევლისა და საარჩევნო გარემოს შიდაკომუნიკაციური სტრატეგია. ასეთი სტრატეგიისას ამომრჩეველი ინსტიქტურად გარემოს საწინააღმდეგო მხარეს სვამს საკუთარ თავს... ურთიერთობის პროცესი შეესაბამება გარემოს მხრიდან ამომრჩეველზე მანიპულაციურ ზემოქმედებას. თვითონ ამომრჩეველი ცდილობს, თავიდან აირიდოს ეს ზემოქმედება. გარემო კი ცდილობს ხერხით აჯობოს, მოისყიდოს, უბიძგოს, მოატყუოს. ამომრჩეველი გადართავს ტელეარხებს, არ კითხულობს პრესას ან ყველა ინფორმაციას პასუხობს სიტყვიერი აგრესიით... საქართველოში ამომრჩევლების გარკვეული ნაწილი სწორედ ამ ეგოცენტრულ დონეზე იმყოფება. არჩევნების პროცესში ამომრჩეველთა დაახლოებით მეოთხედი ძვრება ნაჭუჭში. ისინი არჩევნებზე არ მიდიან, მათ არჩევნების შესახებ მოსმენაც არაფრისა სურთ. ისინი ამ გზით შეჩვეულ შინაგან კომფორტს ინარჩუნებენ. რაღაც ნაწილი ცდილობს ადაპტირდეს სიტუაციასთან და შეძლებსიდაგვარად მიიღოს შინაგანი კომფორტი. ამ ნაწილზე მაქსიმ გორკის ძაალიან მაგარი სიტყვები მახსენდება: "თუ ადამიანს ერთ გვერდზე წოლა არ მოწონს, მეორე გვერდზე ბრუნდება, ხოლო თუ ცხოვრება არ მოწონს - მხოლოდ წუწუნებს“.



  • შედარებით მაღალია ჯგუფურცენტრული დონე.
  • ამ დონეზე ამომრჩეველი მეტწილად აცნობიერებს იმ ნორმებს, წესებს და ფასეულობებს, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ პატრიებს გამოაქვთ გარემოში. ამომრჩეველი მიღებულ ინფორმაციას უსატყვისებს საკუთარ მოთხოვნებს და კონკრეტული პარტიის მიერ გამოთქმული იდეების გათავისების მოტივს აყალიბებს. ამ მოტივს ზოგჯერ უწოდებენ .

    ამ დონეზე ამომრჩეველი მეტწილად აცნობიერებს იმ ნორმებს, წესებს და ფასეულობებს, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ პატრიებს გამოაქვთ გარემოში. ამომრჩეველი მიღებულ ინფორმაციას უსატყვისებს საკუთარ მოთხოვნებს და კონკრეტული პარტიის მიერ გამოთქმული იდეების გათავისების მოტივს აყალიბებს. ამ მოტივს ზოგჯერ უწოდებენ „მოტივს სხვებისთვის“, რადგან ის უბიძგებს ამომრჩეველს, მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლებს და არა საკუთარი შინაგანი კეთილდღეობის შენარჩუნებას. თუმცა ამომრჩევლის გარემოში ჩართულობის ასეთი გაღრმავება შეზღუდულია იმ პარტიის წარმომადგენლის ნორმებითა და მორალური კანონით, რომელიც ამომრჩეველში პოზიტიურ გამოხმაურებას პოულობს. მაგალითდ, ის ამომრჩევლები, რომლებიც მოჯადოებული არიან ამა თუ იმ უსინდისო პოლიტიკოსის კომუნიკაციური უნარებით, არასდროს გამოიკვლევენ მათ გამოთქმებში სიმართლის ოდენობასა და ხარისხს... ნახევარსიმართლეს ადვილად იჯერებს ხალხი!.. და ეს განსაკუთრებით კარგად იცის ნებისმიერმა უსინდისომ...



    ამომრჩევლის ქცევის ფსიქიკური რეგულაცია ამ დონეზე ხორციელდება „მოთმინებისა“ და „ფასეულობის“ პრინციპების საფუძველზე. ამომრჩევლის ქცევის ფსიქიკური რეგულაცია ამ დონეზე ხორციელდება „მოთმინებისა“ და „ფასეულობის“ პრინციპების საფუძველზე. „მოთმინების“ პრინციპი საშუალებას იძლევა, კმაყოფილების მიღების პროცესი დროში მომავლისკენ გადანაცვლდეს ანუ ამომრჩეველი მზადაა, ელოდოს არჩევნების შედეგებს იმ იმედით, რომ მისი რჩეული პარტია გაიმარჯვებს და, ამავდროულად, მზადაა, არ მოითხოვოს ამოციური განტვირთვა პრინციპით პრინციპი საშუალებას იძლევა, კმაყოფილების მიღების პროცესი დროში მომავლისკენ გადანაცვლდეს ანუ ამომრჩეველი მზადაა, ელოდოს არჩევნების შედეგებს იმ იმედით, რომ მისი რჩეული პარტია გაიმარჯვებს და, ამავდროულად, მზადაა, არ მოითხოვოს ამოციური განტვირთვა პრინციპით “აქ და ახლა“. „ფასეულობათა“ პრინციპი აჩვენებს, რომ ამომრჩეველის ორიენტირებულ და გაცნობიერებული აქტივობა მიმართულია, იპოვოს საკუთარ ნორმებთან და ფასეულობებთან პოლიტიკური პარტიის ნორმების, ფასეულობებისა და მორალის ადეკვატურობა. ამავე დონეზე ხორციელდება ამომრჩევლის ექსტრაკომუნიკაციური ურთიეთქმედება გარემოსთან. ასეთი ურთიერთქმედებისას ამომრჩეველიც და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც გარე ამოცანებს წყვეტენ საკუთარ თავთან მიმართებაში. პარტიის წარმომადგელელი ნორმების, ფასეულობების და მორალური დამოკიდებულებების ტრანსლირებას ახდენს, თუმცა არა საკუთარი თავის, არამედ - მთლიანად თავისი პარტიის. ამომრჩეველი კი ინფორმაციულ ნაკადში, რომელიც სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებისგან მოდის, ცდილობს მოიპოვოს ის, რომელიც ახლოა საკუთარ პიროვნულ მორალთან, ნორმებთან, ფასეულობებთან...



    ამ დონის ამომრჩევლები ის ადამიანები არიან, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებენ მაშინ, თუ მათთვის ხელსაყრელია და აქვთ აქედან გარკვეული სახის გამორჩენა, ხოლო თუ ხელსაყრელი არ არის და არც რაიმე გამორჩენა აქვთ, მაშინ მხარს უჭერენ ხელისუფლებას.




  • ამომრჩევლის ჩართულობის კიდევ უფრო მაღალი დონეა თანასწორობის დონე. მას ფსიქოლოგები ასევე უწოდებენ თვითაქტუალიზაციის დონეს.


  • ამ დონეზე ამომრჩეველი წარმართავს თანასწორ დიალოგს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან. ეს დიალოგი აუცილებელი არ არის პირდაპირი იყოს. იგი შეიძლება პოლიტიკური პარტიის პროგრამის ან სარეკლამო ტექსტების ანალიზის სახით გამოვლინდეს. თუმცა შეიძლება იყოს პირდაპირი დიალოგიც, თუნდაც ინტერნეტში, სოციალურ ქსელში... ჩვენს სახელგანთქმულ და მაღალრეიტინგულ ფეისბუკშიც კი :) დიალოგის დასაწყისში ხდება ამომრჩევლის მიერ აგიტაციური და სარეკლამო მასალის არა უბრალოდ მიღება, არამედ პარტიების პოლიტიკურ სპექტრთან მიმართებაში საკუთარი მდგრადი შეხედულებების ფორმირება. მდგრადი შეხედულებების ფორმირება ქვეცნობიერად არ ხდება და ამომრჩეველს სრულიად გაცნობიერებული აქვს. იგი იწყებს საკუთარი თავის უკეთ შეცნობას, საკუთარი მოთხოვნების უკეთ გაგებას, მისივე შესაძლებლობების, თავისი პრეტენზიების და ქცევის გეგმების გააზრებას. ამომრჩეველს უჩნდება სწრაფვა იყოს ის, ვინც არის და არ ადარდებს ფიასკოს განიცდის თუ არა. ამ დონის ამომრჩევლის ძირითადი პრინციპები არის: შემოქმედება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა.



    ახლა კი, ვფიქრობ, გაინტერესებთ, რომელია ამომრჩევლის გარემოში ჩრთულობის ყველაზე მაღალი დონე!


  • ეს არის სულიერი, ნოეტიკური დონე


  • ამ დონისთვის დამახასიათებელია ყველა საზღვრის წაშლა, გამოუცალკევლებლობა, წინააღმდეგობრიობის არარსებობა ამომრჩეველსა და გარემოს შორის. ამომრჩეველი პოლიტიკურ ნიუანსებთან მიმართებაში არის მაქსიმალურად დიფერენცირებული და, ამავდროულად, მაქსიმალურად ინტეგრირებული. ის ავლენს საკუთარ ინდივიდუალობას და, ამასთანავე, გრძნობს პოლიტიკური გარემოს თუნდაც მცირე ცვლილებას. ამ დონისთვის დამახასიათებელია ყველა საზღვრის წაშლა, გამოუცალკევლებლობა, წინააღმდეგობრიობის არარსებობა ამომრჩეველსა და გარემოს შორის. ამომრჩეველი პოლიტიკურ ნიუანსებთან მიმართებაში არის მაქსიმალურად დიფერენცირებული და, ამავდროულად, მაქსიმალურად ინტეგრირებული. ის ავლენს საკუთარ ინდივიდუალობას და, ამასთანავე, გრძნობს პოლიტიკური გარემოს თუნდაც მცირე ცვლილებას. ის მარტო საკუთარი ინტერესებიდან ან თავისი სოციალური ჯგუფის ინტერესებიდან კი არ გამოდის, არამედ კაცობრიობის განვითარების შორეულ პერსპექტივებში ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას.



    ამ დონის ამომრჩეველის ამ დონის ამომრჩეველის მიზანი უთანაბრდება კაცობრიობის არსებობის საშუალებებსა და პრინციპებს. გარეგნულად ასეთ ადამიანს იცნობთ საკუთარი თავის, სხვების, მთლიანად სამყაროს უპირობო მიმღებლობით. ასეთი პიროვნება დანარჩენებს განვითარების ერთი მიზნით გაერთიანებულს ხედავს. ის გამოირჩევა ალტრუიზმით, სხვისი დახმარების სურვილით, განსაკუთრებით, სხვისი ინდივიდუალური განვითარების ხელშემწყობლობით!

    ასეთი გახლავართ მე - თქვენი მონა-მორჩილი.

    ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიკოსი ჟმირკოვი წერდა:“რომ არა მანიპულაციური ბელადიზმის გავლენა ადამიანებზე, რომ არა საზოგადოების გაუნათლებლობა, სწორედ ამ დონეზე მოხდებოდა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვა საარჩევნო ყუთებთან”...

    0
    167
    1-ს მოსწონს
    ავტორი:თუთიკო ბერძენა
    თუთიკო ბერძენა
    167
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0