x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
„ის ურნები რაც ჭავჭავაძეზე გვაქვს სმარტ ურნებია და მათ უნარი აქვთ ტექნოლოგიურად ამოიცნონ ვინ ყრის ნარჩენს"

„ის ურნები რაც ჭავჭავაძეზე გვაქვს სმარტ ურნებია და მათ უნარი აქვთ ტექნოლოგიურად ამოიცნონ ვინ ყრის ნარჩენს”- მაია ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში ნარჩენების მართვის კოდექსის საკითხზე საუბრისას, ყურადღება მოსახლეობის ჩართულობის საკითხზე გაამახვილა. ის აღნიშნავს, რომ ნარჩენების მართვის დასაწყებად მნიშვნელოვანია საზოგადოების მზაობა.

თემაზე საუბრისას, მაია ბითაძე შეეხო თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ურნების საპილოტედ განთავსების საკითხს. ბითაძე აღნიშნავს, რომ ისინი ე.წ სმარტ ურნებია და აქვთ უნარი ტექნოლოგიურად ამოიცნონ, ვინ ყრის ნარჩენს, თუმცა ამისთვის მოსახლეობის შესაბამისი ტექნოლოგიით აღჭურვაა საჭირო. მისი განმარტებით, თუ ნარჩენების სეპარირებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდება, მოქალაქეების იდენტიფიცირებაც საჭირო იქნება.

„ის, რომ ჩვენ ნარჩენების მართვაზე ვსაუბრობთ, ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. ვხდებით თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთი ნაწილი. ეს ნიშნავს რომ, მათ შორის საქართველოში, ნარჩენი უკვე აღიქმება, არა როგორც რაღაც რაც უნდა მოვიშოროთ, არამედ, რისგანაც ჩვენ შეგვიძლია ახალი პროდუქტი შევქმნათ და რამაც გარემო აღარ უნდა დააბინძუროს. ნარჩენების საშუალებით შეიძლება ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდეს“, - განმარტავს ბითაძე.ურნები

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0