x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბულგარეთში ახლად დაბადებულ ჩვილს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ანტისხეულები აქვს
ბულგარეთში 28 წლის ახალგაზრდა ქალმა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ პასარძიკში ბავშვი გააჩინა, რომელსაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ანტისხეულები აქვს. მანამდე სულ რამდენიმე ხნის წინ ქალი საქალაქო კლინიკაში მაღალი სიცხით, ხველებით და საერთო სისუსტით იქნა გადაყვანილი.


თავდაპირველად ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი მკურნალობა დაიწყო. მშობიარობის ტკივილების დადგომის შემდეგ მკურნალმა ექიმებმა გადაწყვიტეს ქალისთვის საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ და ჩვილი ამგვარად ამოეყვანათ მუცლიდან, რადგან კორონავირუსს შეეძლო პლაცენტას ცვლილება გამოეწვია და ნაყოფის ზრდა შეეფერხებინა.


ამჟამად ბავშვი ჯანმრთელადაა. მისმა ანტიგენების ტესტმა სხეულში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა დაადასტურა. როგორც იტყობინებიან, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ დედის და ბავშვის ჯანმრთელობას ექიმები კიდევ რამდენიმე დღის მანძილზე ინტენსიურად დააკვირდებიან.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსული პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 2020 წლის 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში ეპიდემიის გავრცელება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. როგორც აცხადებდნენ, ეპიდემია გამოწვეული იყო კორონავირუსის მანამდე უცნობი შტამით.



2020 წლის 11 მარტიდან დღემდე კორონავირუსი მსოფლიოში 95 960 820 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 2 048 074 - გარდაიცვალა.


კორონავირუსი

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0