x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საკლასო გარემოს სამი ტიპი: კონკურენტული, თანამშრომლობითი და ინდივიდუალური
image

განასხვავებენ საკლასო გარემოს სამ ძირითად ტიპს: კონკურენტულს, თანამშრომლობითს და ინდივიდუალურს. მათი შერჩევა მასწავლებელს გაკვეთილის შინაარსის მიხედვით შეუძლია.

კონკურენტული საკლასო გარემო- ასეთი ტიპის გაკვეთილზე მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებიან სწორი პასუხის გაცემაში. გაკვეთილზე კონკურენტული გარემოს შექმნა მასწავლებლისაგან შესაბამის მართვას მოითხოვს. მასწავლებელი განსაზღვრავს პასუხის მართებულობას, ხსნის გაკვეთილს და უძღვება მას, ხოლო მოსწავლეები რიგრიგობით პასუხობენ კითხვებს და სწორიპასუხის გაცემას ცდილობენ. ასეთ გარემოს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. დადებითი მხარეა ის, რომ კონკურენტული გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, რაც დადებითად ისახება აკადემიურ მიღწევებზე. მისი უარყოფით მხარედ ითვლება შედარებით დაბალი აკადემიური მიღწევების მქონე მოსწავლეების თვითშეფასების კლება, რაც იწვევს დემოტივირებასა და სწავლაზე გულის აცრუებას. ასევე, ეს მეთოდი ხელს ნაკლებად უწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.

თანამშრომლობითი საკლასო გარემო- ამ ტიპის გაკვეთილზე მოსწავლეები ეხმარებიან ერთმანეთს და მონაწილეობენ დიალოგში. მოსწავლეებს საშუალება აქვთ გამოთქვან და განიხილონ თავიანთი მოსაზრებები, ეს ხელს უწყობს მოსწავლეების შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებას. მასწავლებელი დისკუსიას წარმართავს და აკონტროლებს, რომ დისკუსია მოსწავლეებს შორის ჩხუბში არ გადაიზარდოს. თანამშრომლობით საკლასო გარემოში მოსწავლეები ეხმარებიან თანაკლასელს, თუ მას სწორი პასუხის გაცემა უჭირს. ამ ტიპის საკლასო გარემო ეფექტურია ჯგუფური მუშაობისათვის. თანამშრომლობით საკლასო გარემს, როგორც კონკურენტულ საკლასო გარემოს აქვს თავისი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები. ამგვარი გარემოს უპირატესობა ისაა, რომ ავითარებს მოსწავლეების სოციალურ და თანამშრომლობით უნარებს. ურყოფითი მხარეა ის, რომ შეიძლება დისკუსიის პროცესის მონოპოლიზება მოახდინონ ისეთმა მოსწავლეებმა, რომლებიც სხვებზე მეტად არიან დარწმუნებულები საკუთარ თავში. ასევე, არსებობს რისკი რომ მოსწავლეები დაიწყებენ პასუხების წამოძახებას და ვიტარების გაკონტროლება გაძნელდება.


ინდივიდუალური საკლასო გარემო- ასეთ საკლასო გარემოში მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ სამუშაო და შეამოწმონ საკუთარი ცოდნის დონე. ამ დროს მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ მასწავლებლის მიერ განსაზღვრული დავალებები. ინდივიდუალური ტიპის გაკვეთილზე შესრულებული დავალებების შედეგების გაზიარება მთელი კლასისთვის არ ხდება. ინდივიდუალური მუსაობისას მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა დაასრულონ სამუშაო. ამ ტიპის საკლასო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებლად სწავლისა და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას. უარყოფითი მხარე კი ის არის, რომ ეს მეთოდიი ხელს არ უწყობს მოსწავლეებს შორის ტანამშრომლობის უნარის განვითარებას.


0
26
შეფასება არ არის
ავტორი:როინიშვილი რუსუდანი
როინიშვილი რუსუდანი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0