x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134372
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
სექსი 10 000 ადამიანთან? - ნახეთ, რა მოხდა გერმანულ რეალითი შოუში
გერმანიაში ახალი პოპულარული რეალითი-შოუ დაიწყო. “ვის რამდენ ადამიანთან ჰქონდა სექსი?” ასე ჟღერს გადაცემის მთავარი შეკითხვა. აღნიშნულ შეკითხვას მონაწილეებს 33 წლის ახალგაზრდა ტელეწამყვანი ჟანინა პინკი უსვამს. გადაცემას “ნიღბის გარეშე” ეწოდება და მას ინტერნეტის მეშვეობით ათიათასობით მაყურებელი ჰყავს. შოუს პრინციპია, დადგინდეს, თუ რამდენი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა მის თითოეულ მონაწილეს სინამდვილეში.


საკუთრივ გადაცემის წამყვანის პირად ცხოვრებაში როგორც ჩანს ყველაფერი რიგზეა. მისი ყველაზე ცნობილი გატაცება 27 წლის ტობიას ვეგენერია, რომელიც ფართო საზოგადოებამ “სიყვარულის კუნძულის” მეშვეობით გაიცნო. დღევანდელობას რაც შეეხება, 33 წლის ტელევარსკვლავი, რომელსაც ფეისბუკზე 55 ათასი ფოლოუერი ჰყავს, სრულიად თავისუფლად ცხოვრობს და სექსი ყველასთან აქვს, ვინც მოსწონს. “ხანდახან კარგია, როცა Fuckboy-ები გყავს. ამას მრავალფეროვნება შემოაქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში”, - განაცხადა ტელევარსკვლავმა საკუთარი შოუს ეთერში.


როგორც ტელეწამყვანი განმარტავს, მან ცხოვრებაში უკვე 8 პარტნიორი გამოიცვალა. სწორედ ამდენი მონაწილე ჰყავს რეალითი-შოუშიც და მათი პარტნიორების რაოდენობის გარკვევას ცდილობს. შოუს ერთ-ერთმა მონაწილემ დასაწყისშივე მიიპყრო წამყვანის ყურადღება. ქალი მისით აღფრთოვანდა და თქვა, რომ სავარაუდოდ მისი გატაცების საგანი გოგონებში ძალიან პოპულარული უნდა ყოფილიყო. შოუს ერთ-ერთ მომდევნო მონაწილეზე კი თქვა, რომ ის სავარაუდოდ ჯერაც მშობლებთან ცხოვრობდა და სექსი ჯერ არასოდეს ჰქონია.


რვა მონაწილიდან ერთ-ერთმა ჟანინას დაბნეულობა გამოიწვია. ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ არც მეტი და არც ნაკლები, 10 000 ადამიანთან ჰქონდა სექსი. “ეს ღადაობაა, არა? ეს ხომ ფიზიკურად შეუძლებელია. ასე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე დღეში რამდენიმე სხვადასხვა პირთან უნდა გეჟიმავა. ჩემს ირგვლივ ბევრ მაგარ მაჩოს ვიცნობ, თუმცა მათაც კი მსგავსი არაფერი შეუძლიათ”, - მიმართა მას ტელეწამყვანმა.



თავიდან 33 წლის ლაიპციგელმა მონაწილეები პირველი შთაბეჭდილების მიხედვით დააჯგუფა. შემდგომში შეეცადა, თითოეული მათგანი სპეციალური კითხვარის მეშვეობით გადაემოწმებინა.


ის, ვინც გადაცემის მიმდინარეობის პროცესში წამყვანის ფავორიტი იყო, საბოლოოდ ვაჟიშვილი აღმოჩნდა. წამყვანი მას თავდაპირველად 10 000 ქულა უწერდა, თუმცა ბოლოს 0 ქულა დაუწერა.


მაგრამ ვინ არის ის ადამიანი, ვისაც მისივე სიტყვებით, 10 ათასი პარტნიორი ჰყავდა? ეს არის 44 წლის ბერლინელი ლესბოსელი, რომელიც 10 წლის მანძილზე გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთ ბორდელში სექსმუშაკად მუშაობდა და დღეში საშუალოდ 10 მამაკაცთან ჰქონდა კონტაქტი. “ეს ძალიან უხეში გამოანგარიშებაა. რეალურად მეტი პარტნიორი მყავდა”, - განაცხადა მან.


ასევე საინტერესოა, რომ ის ბიჭი, რომელიც წამყვანს ვაჟიშვილი ეგონა, 30 გოგონასთან აღმოჩნდა ნამყოფი. ეს ყველასთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა.


სექსი

0
6081
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
6081
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0