x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დიდაქტიკის განსაზღვრება

image
დიდაქტიკა არის პედაგოგიკის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, რომელიც უპასუხებს კითხვებზე: რა ვასწავლოთ და როგორ ვასწავლოთ? ტერმინი "დიდაქტიკა" ბერძნული წარმოშობისაა, მასში თავდაპირველად იგულისხმებოდა დარიგება, ჭკუის სწავლება.

დიდაქტიკის განსაზღვრებაში ხშირად ვხვდებით სხვადასხვა თვალსაზრისს. ერთნი დიდაქტიკას სწავლების თეორიად თვლიან, ხოლო მეორნი - განათლებისა და სწავლების თეორიად. ისინი, ვინც დიდაქტიკას მხოლოდ საკითხს, თუ როგორ ვასწავლოთ, ხოლო ისინი, რომელთა მიერ საკითხი "როგორ ვასწავლოთ", განუყრელად და ორგანულად დაკავშირებულია საკითხთან - "რა ვასწავლოთ", ავითარებენ იმ აზრს, რომ დიდაქტიკის სფეროში უნდა მოთავსდეს როგორც სწავლების, ისე განათლების თეორია. არის ისეთი შეხედულებაც, რომლის ავტორებს განათლებისა და სწავლების შინაარსი ძირითადად იდენტურად, იგივეობრივად ესმით. ისინი სწავლების ცნებაში ათავსებენ არა მარტო სწავლების პროცესსა და მის კანონზომიერებებს, არამედ სწავლების თვით შინაარსსაც და აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებლად მიიჩნევენ სწავლების თეორიად იგულისხმებოდეს როგორც სწავლების შინაარსის, ისე სწავლების პროცესის კანონზომიერებათა და მეთოდთა თეორიაც. ეს მოსაზრება პრინციპულად არ განსხვავდება მეორე თვალსაზრისისაგან, მაგრამ ის მაინც არ არის ზუსტი, ხაზი არ ესმება განათლებას, როგორც შინაარსის განმსაზღვრელს. ამჟამად თითქმის საყოველთაოდ მიღებულია შემდეგი განსაზღვრება: დიდაქტიკა არის განათლებისა დ სწავლების თეორია.

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო უსუფაშვილი
ნინო უსუფაშვილი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0