x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შვეიცარიელ ექიმს მეგობარი გოგონა სექსის დროს შემოაკვდა
წარმოიდგინეთ, რა საოცრება უნდა გააკეთო სექსის დროს, პარტნიორი რომ შემოგაკვდეს, მითუმეტეს, როცა მედიკოსი ხარ. მაგრამ სწორედ ასე დაემართა სანკტ-გალენის მთავარ ექიმს 2015 წლის 12 აგვისტოს. მის მეგობარ გოგონას სადომაზოხისტური სექსუალური პრაქტიკის განხორციელების დროს ამოხდა სული, რის შემდეგაც ექიმი დააპატიმრეს. ის უკვე წარსდგა სასამართლოს წინაშე.


55 წლის ექიმმა პოლიციას თავად დაურეკა და აუხსნა, რომ “ინტენსიური სექსუალური თამაშის” შედეგად მისი მეგობარი გოგონა გარდაიცვალა.


როგორც დადგინდა, პარტნიორები სადომაზოხისტური პრაქტიკით ექიმის იტალიიდან დაბრუნების შემდეგ დაკავდნენ. მოგვიანებით მედიკოსს გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულსა და მსხვერპლის გასაჭირში მიტოვებაში დასდეს ბრალი.


როგორც ძიების პროცესში გაირკვა, წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნო. ხანმოკლე ურთიერთობის და ერთმანეთისთვის ე. წ. ნუდების გაგზავნის შემდეგ მათ შეხვედრა და სექსით დაკავება გადაწყვიტეს. საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი მონაცვლეობით მიაბამდნენ ერთმანეთს საწოლზე და სექსი ამგვარად ექნებოდათ, თუმცა...



ქალის სხეულზე აღმოჩენილი აურაცხელი დაზიანება სასტიკ ძალადობაზე მეტყველებდა


ქალმა ავტომანქანა 11 აგვისტოს, 18 საათსა და 19 წუთზე ექიმის სახლთან შეაჩერა. რომანტიკული საღამო შამპანურით დაიწყო. შემდეგ წყვილი შხაპის ქვეშ სექსით დაკავდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ: “ისინი სხვადასხვა პოზებში სიყვარულით დაკავდნენ საათების მანძილზე”, რა დროსაც ბრალდებული მსხვერპლს “სასტიკად ეპყრობოდა”.


პოლიცია გააოგნა სექსუალური სათამაშოების სიმრავლემ, რაც პარტნიორებმა შეწყვილების დროს გამოიყენეს, თუმცა გარდაცვლილის სხეულზე არსებული სისხლჩაქცევების სიმრავლე კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა.


კონკრეტულად როდის დადგა სიკვდილი, გამოძიებამ ვერ დაადგინა. როგორც აღმოჩნდა, მსხვერპლი ქმარს პერიოდულად ურეკავდა ახლად გაცნობილი ექიმის ბინიდან. უკანასკნელი ზარი 11 აგვისტოს, ღამის 23 საათსა და 52 წუთზე განხორციელდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ქალი ამის შემდეგ მალევე, დაახლოებით 48 წუთში გარდაიცვალა.


სექსუალური სათამაშო, როგორც დანაშაულის იარაღი


პოლიციის დასკვნით, არსებობს დიდი ალბათობა იმის, რომ ახალგაზრდა ქალი სექსუალური სათამაშოს გამოყენების შედეგად გაგუდულიყო. ეს სათამაშო ექიმმა მოგვიანებით სარდაფში გადამალა. მედიკოსმა დროზე არ მიიღო ზომები ქალის გადასარჩენად, რაც მის დამძიმებულ ბრალეულობაზე მეტყველებს.


სასამართლო სხდომა კორონავირუსის პანდემიის გამო უამრავჯერ გადაიდო და ბოლოს 18 იანვარს ჩატარდა. ექიმს ჯარიმის სახით 7150 ფრანკის გადახდა დაეკისრა.


სექსი

0
322
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0