x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ეს დღე ისტორიაში - 18 იანვარი, ქალაქ ლიმას დაარსება

image


1535 წლის 18 იანვარს, ესპანელმა კონკისტადორმა ფრანცისკო პისარომ, პერუში დაარსა ქალაქი ლიმა. თავდაპირველად იგი სახელით Ciudad de los Reyes - მეფეთა ქალაქი იყო ცნობილი, მაგრამ მალევე შეიცვალა და ლიმა გადაერქვა. აღსანიშნავია, რომ ძველესპანურ პერუს რუკებზე, ქალაქი ორივე სახელწოდებით ფიგურირებს. დასახლება დაფუძნდა მდინარე რიმაკთან მდებარე ველზე, სადაც ადრე იჩმას ტომის ხალხი ბინადრობდა, ხოლო პერუს ვიცე-სამეფოს დედაქალაქი 1543 წელს გახდა.


ესპანური ჩანაწერების მიხედვით, ლიმას ადგილას არსებულ ტერიტორიას, ოდესღაც, იქ მცხოვრები ხალხიდან გამომდინარე, ერქვა “იჩიმა”. მოგვიანებით, ამ რეგიონის მბრძანებლები ინკები გახდნენ. თუმცა იქამდე, სანამ ეს მოხდებოდა, ამ ადგილს საკმაოდ დიდი რაოდენობთ ადამიანი სტუმრობდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ რიმაკის ველზე მდებარეობდა ცნობილი ორაკულის ტაძარი. მნახველები ამ ადგილს “ლიმაქს” უწოდებდნენ. მოგვიანებით, ორაკულის ტაძარი განადგურდა და მისი ადგილი ეკლესიამ დაიკავა, თუმცა სახელი მთლიანად არ გამქრალა და ადგილმა “ლიმაკის” სახელით გააგრძელა არსებობა. თანამედროვე მეცნიერები თანხმდებიან, რომ “ლიმა” წარმოიშვა, სიტყვა “ლიმაქ”-ის ესპანური გამონათქვამისგან.


დღეს პერუს დედაქალაქი, ქვეყნის ყველაზე დიდი დასახლებაა 10.7 მილიონი მაცხოვრებლით, რომლის ოფიციალურ სალაპარაკო ენასაც ესპანური წარმოადგენს. ქალაქი გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, ფერადი ქუჩებით, სერფინგისთვის იდეალური ადგილებით და “წყნარი ოკეანის მარგალიტის” სახელს, ღირსეულად ატარებს.



↓ ↓ ↓ ↓ ↓ ნახე დამატებით ↓ ↓ ↓ ↓ ↓

ეს დღე ისტორიაში - 17 იანვარი, ბოსტონელი მძარცველების ისტორიული ქურდობა

ეს დღე ისტორიაში - 16 იანვარი, ავგუსტუსის წოდების მინიჭება ოქტავიანესთვის

ეს დღე ისტორიაში - 15 იანვარი, მიწისძვრა ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე

ეს დღე ისტორიაში - 14 იანვარი, ალბერტ შვეიცერის დაბადება

0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0