x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როგორ განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებში?
image

ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვანი მიზანია სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება. სააზროვნო უნარებში იგულისხმება კრიტიკული, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების განვითარება. აზროვნების ამოქმედებასთან ერთად მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს, რამაც ეხმარება მომავალში ცოდნის უკეთ და გააზრებულად აღქმაში. კრიტიკული აზროვნება თანდაყოლილი უნარი არაა და ვითარდება მასწავლებლის დახმარებით.

კრიტიკული აზროვნება არის მრავალმხრივი მიზნებით განპირობებული გონებრივი ქმედება. კრიტიკული აზროვნების დროს მნიშვნელოვანია არგუმენტების და კონტრარგუმენტების გამოყენება, სიტუაციის გაანალიზება, და რაც მთავარია მოსწავლეებმა შეძლონ არსებული მსჯელობიდან დასკვნების სწორედ გამოდანა.

განასხვავებენ დასკვნის სამ ფორმას:


ინდუქციური დასკვნა – კერძო მსჯელობიდან ზოგად დასკვნებამდე;

დედუქციური დასკვნა – ზოგადი მსჯელობიდან კერძო დასკვნებამდე;

ანალოგიით დასკვნა – ერთი კერძო მოვლენიდან ანალოგიურ მოვლენაზე დასკვნის გამოტანა.

კრიტიკული აზროვნების გასააქტიურებლად მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა ასწავლოს ზემოთ აღნიშული ტიპის დასკვენბის გამოდანა. კრიტიკული აზროვნებისათვის აუცილებელია ლოგიკური მსჯელობის უნარი, მაგრამ კრიტიკული აზროვნება უფრო მეტია ვიდრე ლოგიკური აზროვნების უნარი.

განასხვავებენ კრიტიკული აზროვნების ხუთ ძირითად პრინციპს:

  • კრიტიკული აზროვნება დამოუკიდებელი აზროვნებაა - საგაკვეთილო მეცადინეობების დროს თუ მასწავლებელი მიზნად ისახავს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას, მაშინ ისეთი აქტივობები უნდა დაგეგმოს, რომელიც საშუალებას იძლევა თითოეული მოსწავლის დონეზე მიღწეულ იქნას დამოუკიდებელი აზრების ჩაომღალიბება.
  • კრიტიკული აზროვნებისათვის ინფორმაციის მოპოვება და ფაქტების ცოდნა საწყისი წერტილია და არა საბოლოო მიზანი - ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება არის აუცილებელი პირობა კრიტიკული აზროვნებისთვის.
  • კრიტიკული აზროვნება იწყება პრობლემის დაყენებიდან და მისი გაცნობიერებიდან - ნამდვილი სააზროვნო პროცესი იწყება პრობლემის გადაჭრის მოთხოვნილებიდან. რატომ წამოჭრის ადამიანი პრობლემებს? ადამიანი, განსაკუთრებით კი ბავშვი, ცნობისმოყვარე არსებაა. სწორედ ცნობისმოყვარეობა უდევს საფუძვლად მათ კითხვებს: რატომ, როგორ, საიდან.
  • კრიტიკული აზროვნება მოითხოვს დამაჯერებელ არგუმენტაციას -ყველა არგუმენტს აქვს თავისი კონტრარგუმენტი. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა ასწავლოს დამაჯერებლად არგუმენტირება, რომელიც სამი კომპონენტისაგან შედგება.ესენია: მტკიცება ანუ თეზისი, საბუთი და მტკიცებულება.
  • კრიტიკული აზროვნება სოციალური აზროვნებაა - კრიტიკული აზროვნების განვითარებაში მასწავლებელმა მოსწავლეებში უნდა გამოუმუშავოს:
  • სხვათა მოსმენისა და მათი აზრის გათვალისწინების უნარი;
  • საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და დაცვის უნარი;
  • საკუთარ მოსაზრებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საკუთარი და სხვათა შეხედულებების ადექვატურად შეფასებისა და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი შეცდომის აღიარებისა და უკან დახევის უნარი.

არსებობს 5 საკვანძო შეკითხვა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებაში:

  • რას ფიქრობთ?
  • რატომ ფიქრობთ ასე?
  • საიდან იცი ეს?
  • შეგიძლია უფრო მეტი მითხრა ამ საკითხზე?
  • სხვა შეკითხვა ხომ არ გაქვს?
რაც მთავარია, რომ ამ შეკითხვების დასმის დროს მასწავლებლის პოზიცია მოსწავლეებთან იყოს მეგობრული.

რეკომენდაციები, როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში:

  • თავდაპირველად მასწავლებელს უნდა ჰქონდეს განვითარებული კრიტიკული აზროვნება, რაც დაეხმარება მოსწავლეებში სწრაფად განუვითაროს ეს უნარი;
  • მასწავლებელმა უნდა წაახალისოს მოსწავლეთა დამოუკიდებლობა. მოსწავლეებს ხშირად ეშინიათ შეცდომის დაშვების, რაც აფერხებს კრიტიკული აზროვნების განვითარებას.მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებს დამოუკიდებლობის განვითარებაში;
  • მასწავლებელი ისე უნდა გადმოსცემდეს შესათვისებელ მასალას, რომ მოსწავლეებმა შეძლონ დამოუკუდებლად ფიქრი, რაც ხელს შეუწყობს კრიტიკულ აზროვნების განვითარებას.

0
516
შეფასება არ არის
ავტორი:ინა მანასიან
ინა მანასიან
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0