x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ეს დღე ისტორიაში - 16 იანვარი, ავგუსტუსის წოდების მინიჭება ოქტავიანესთვის
image


ძვ.წ.-ით 27 წლის 16 იანვარს, იულიუს კეისარის ნაშვილებ ვაჟს და რომის იმპერიის დამაარსებელ გაიუს ოქტავიანეს, მიანიჭეს ავგუსტუსის წოდება.


Augustus ლათ.(დიდებულ, გამზრდელი, ღვთაებრივი ან დაფასებული) როგორც წოდება და როგორც სახელი, მას მიენიჭა რომის სენატის გადაწყვეტილების შემდგომ. იმპერატორი ოქტავიანე ამ ტიტულის პირველი მატარებელი იყო. მისი სიკვდილის შემდეგ “ავგუსტუსი” ოფიციალური წოდება გახდა, რომელსაც მისი დინასტიის გამგრძელებლები ატარებდნენ.


Augusta (ლათ.)-ს ტიტულის მფლობელები, იმპერატორის მეუღლე და არისტოკრატიული ოჯახის, ქალი წევრები გახლდათ.



რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ავგუსტუსი გამოიყენებოდა, როგორც კაცის სახელი, რაც მისი მფლობელის კეთილშობილურ წარმოშობას უსვამდა ხაზს - განსაკუთრებით, თუ იგი საღვთო რომის იმპერიის საზღვრებში იყო დაბადებული.

1
114
2-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
114
  
2021, 17 იანვარი, 15:35
მადლობა, ასეთი საინტერესო სტატიისთვის
0 1 1