x
ეფექტური კომუნიკაცია მშობლებთან: როგორ გავართვათ თავი პრობლემურ მშობლებთან კომუნიკაციას?
image

მასწავლებლის ერთ-ერთი უმთავრესი პროფესიული მოვალეობა მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობაა, კარგი ურთერთობების დამყარებისთვის სჭირდება ისეთი უნარები როგორიცაა მოსაუბრის პატივისცემა, თავაზიანობა, კეთილგანწყობა, სიკეთე და სხვა. ხშირად მშობლები უკმაყოფილნი არიან თავიანთი შვილების შეფასებით, ცუდი საქციელით, მავნე ჩვევებით და სხვა. მშობელსა და მასწავლებლეს შორის კარგი ურთიერთობა დადებით შედეგს გვაძლებს საგანმანათლებლო სივრცეში. ბავშვის უკეთესი შედეგის მისაღწევად სკოლა და მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს მშობელთან აქტიური თანამშრომლობით.

რამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი მშობელსა და მასწავლებელს შორის და როგორ შეიძლება დავძლიოთ იგი?

კონფლიქტი მასწავლებელსა და მოსწავლეთა მშობელს შორის შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით, კერძოდ:

  • აზრთა სხვადახვაობა - მშობელსა და პედაგოგს შორის შეიძლება იყოს არაკეთილგანწყობილი ურთიერთობები, აზრთა სხვადასხვაობა. ეს ყველაფერი იწვევს მასწავლებელსა და მოსწავლეთა მშობლებს შორის ურთიერთობის დაძაბვასა და კომუნიკაციის შეფერხებას.
  • საკუთარი შვილის ქცევათა სისტემის შესახებ არასრული ინფორმაციის ფლობა - მშობელმა იცის თავისი შვილის ცხოვრების წესი და მისი ქცევები. ასე როდესაც მასწავლებელი და მშობელი ბავშვს სხვანაირად ახასიათებენ, ვერ გამორიცხება, რომ ორივე მხარე მართალი იყოს. ბავშვისადმი სხვანაირი დამოუკიდებულება, მშობლისა და მასწავლებლის შეუთანხმებლობა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმით, რომ ბავშვი იმყოფება სხვადასხვა გარემოში და ამ გარემოში მყოფი ბავშვის ქცევებზე შესაძლოა მშობლისა და მასწავლებლისთვის უცნობი მოქმედი ფაქტორები ახდენდეს გავლენა.
  • მეტისმეტად მაღალი მოთხობები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი ერთმანეთს უყენებენ - არსებობს ისეთი შემთხვევები, რომ მასწავლებელი და მშობელი ერთმანეთ აკისრებენ მოვალეობებს, შესაწლობლებების გათვალისწინების გარეშე.მხარები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებეს რაც ბოლოს იწევს გაუგებრობებს. ამიტომაც საჭიროა, რომ მშობელმა და მასწავლებელმა გადაინაწილონ მოვალეობები, რათა მოსწავლლის მიერ პრობლემური ქცევის გამოვლენის შემთხვევაში ორივემ აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა.

რეკომენდაციები, როგორ დავამყაროთ მშობელთან ეფექტური კომუნიკაცია

  • მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლის და მოსწავლეთა მშობლების თავდაპირველი კონტაქტი სასიამოვნო საუბარი იყოს;
  • თუ გიწევთ რთულ მოსწავლებთან კუმუნიკაცია, საჭიროა შეასრულოთ ის რჩევები, რომელიც ფსიგოლოგმა ან/და სკოლის ადმინისტრაციამ მოგცათ;
  • იქნება შემთხვევები, რომ კომუნიკაცია კონფლიკტურ მშობელთან გიწევთ, სასურველია მესამე პირი დაისწარით, სკოლის ადმინისდრაციის წარმომადგენელი, კლასის დამრიგებელი ან/და ფსიგოლოგი. ამ ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს, თუ ვისდან უნდა ჰქონდეს შეხება.
0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:ინა მანასიან
ინა მანასიან
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0