x
image
თეონა გორდეზიანი
10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ინტერიერის დიზაინში
გაგაცნობთ ინტერიერის დიზაინში დაშვებულ ათ ყველაზე გავრცელებულ შეცდომას. ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების სია არ შეიძლება არ დაიწყოს სივრცის გეგმის არ ქონით.

1 – სივრცის გეგმის არ ქონა

აუცილებლად იქონიეთ ანაზომი, თუ არ გაქვთ ნებისმიერი ოთახის ანაზომი შეეცადეთ ეს სივრცე თავად გაზომოთ და გადაიტანოთ მოცემულობა ფურცელზე ან თუნდაც თქვენ ტელეფონში ჩანაწერების სახით. ეს დაგეხმარებათ რომ წარმოიდგინოთ სივრცის მოცულობა და კიდევ უფრო განსაზღვროთ ტექნიკური მახასიათებლები.

შემდეგი შეცდომა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია არის


2 – დაგეგმარებითი მონახაზის არ ქონა

აუცილებელია წინასწარ გქონდეს წარმოდგენა თუ რომელ ავეჯს სად განალაგებ. სწორედ ამის შესაბამისად უნდა მოიძიოთ ნივთებიimage

ეცადეთ წინასწარ განსაზღვროთ ამ ნივთების მოცულობა და ზომები.


3 – მოდას აყოლა

შეეცადეთ ტრენდის მიხედვით არ გადაწყვიტოთ ისეთი დეტალები, როგორიც არის აბაზანის ფილა, კედლის ფერი და ასე შემდეგ...რადგან თუ რომელიმე ტრენდიდან გადავა თქვენი ინტერიერი რთული შესაცვლელი იქნება. ამის მაგივრად სცადეთ ტრენდული აქცენტები გააკეთოთ ისეთ ნივთებზე, როგორიცაა: ხალიჩა, ბალიშები, ფარდები და სხვა სახის დეკორაცია.

4 – სათავსოების უგულებელყოფა

ხშირად ადამიანები სათავსოებს არ ითვალისწინებენ, მაშინ როცა მათი რესურსის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. შეეცადეთ მაქსიმალურად აითვისოთ ყველა კუთხე სათავსოდ. კარადები არასდროსაა ზედმეტი.

5 – ძველი ნივთების შენარჩუნება

ადამიანებს უჭირთ ძველ ნივთებთან გამომშვიდობება, შეეცადეთ გადაყაროთ ძველი ნივთები, რომლებიც უსარგებლოა. თუ, რა თქმა უნდა, ეს ნივთები სრული სურათის შესაქმნელად არ გამოიყენება.

image

6 – კედლის ფერის შერჩევა/ავეჯის შეხამება

ადამიანები უმეტესად ჯერ კედლის ფერს არჩევენ და შემდეგ ავეჯს. მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ტექსტილი, ავეჯი და მსგავსი ტიპის ავეჯი შეარჩიოთ ხოლო ამის შემდეგ გადაწყვიტოთ უშუალოდ კედლის ფერი.

7 – ხალიჩის არასწორი ზომა

არასწორმა ხალიჩის ზომამ შესაძლოა თქვენი ინტერიერის დიზაინი სრულიად დაარღვიოს და შეცვალოს.სიფრთხილით მოეკიდეთ ფარდაგების შერჩევასაც, მოარგეთ მისი მოცულობა ოთახის მასშტაბებსა და ავეჯის ზომებს.

8 – ყველა ლამაზი ნივთის შეძენა

როდესაც მაღაზიაში შემხვედრ ყველა ლამაზ ნივთს კალათაში ათავსებ... აირჩიეთ თემა ან სტილი, რომელსაც გაყვებით. ხშირად, მაღაზიებში სიარულის დროს, ძალიან ბევრი ნივთი მოგეწონებათ თუმცა ყველა მათგანი ნაკლებად ერგბა თქვენს მოცემულობას.

image

9 – ერთფეროვნება

მოერიდეთ ერთფეროვნებას, შეიტანეთ ბევრი ფაქტურა ინტერიერში. ქსოვილები, ნახატები...აცოცხლებს ეს ყველაფერი ინტერიერს.

10 – უკვე არსებული იდენტობის გადაღება

შეეცადეთ გამოხატოთ საკუთარი იდენტობა თქვენს ინტერიერში. შესძინეთ სივრცეს ის ინდივიდუალიზმი რაც თავად გაგაჩნიათ და იყავით განსხვავებული.












0
96
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0