x
სასკოლო ჰიგიენა
image

სკოლების სათანადო მოვლა-პატრონობა და ყველა სანიტარული რეკომენდაციის გათვალისწინება მნიშვნელოვანი ფაქტორია, სწორედ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი მოთხოვნა სასწავლო დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისთვის, სადაც მოსწავლისთვის შექმნილი იქნება ის საჭირო პირობები, რაც მას გარემოში ჯანსაღად ორიენტირებას გაუადვილებს. მაშასადამე ჰიგიენა ესაა ბერძნული სიტყვა, რომელიც მომდინარეობს სიტყვა - „ჰიგიეია“ - სგან ჯანმრთელობის ღმერთის სახელწოდებისგან და „ჯანმრთელობის მომტანს“ ნიშნავს. რომელიც სწავლობს გარემო პირობების გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.

დროის სვლასთან ერთად, მოთხოვნები და შეფასების კრიტერიუმებიც იცვლება, შესაბამისად, დღევანდელ რეალობაში, როცა საკმაოდ ბევრი დაწესებულების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს, დაცული უნდა იყოს როგორც შიდა, ისე ზოგადი სტანდარტით დაწესებული წესები.

და რას მოიცავს სანიტარულ-ჰიგიენური გამართულობა სკოლებში? იგი საკმაოდ მრავალმხრივია და აერთიანებს:


 უშუალოდ შენობის მდგომარეობას;

 ადგილმდებარეობას;

 აღჭურვილობა-დანადგარებს;

 მოსწავლეთა სამედიცინო მომსახურებას;

 სანიტარულ სტანდარტებს;

 სააღმზრდელო გარემოს უსაფრთხოობას;

 კვების ორგანიზებას;

 შშმ პირთათვის განკუთვნილ გარემოს და სხვა.

აღსანიშნავი ფაქტორია ის, რომ ეს მოთხოვნები მსოფლიოში აპრობირებულ სტანდარტებს ეყრდნობა და არ ფარავს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბს.

სასკოლო სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემების განსაზღვრას გარე სივრცის მიმოხილვით დავიწყებთ, რომელიც აერთიანებს სკოლის საკუთრებაში შემავალ ეზოს, ექსპოზიციას და გამწვანებული ტერიტორიების სიახლოვეს.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ტერიტორიის მთავარი შესასვლელი მაღალი ინტენსივობის სატრანსპორტო გზიდან მინიმუმ 15-25მ-ით უნდა იყოს დაშორებული. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორია კი უნდა იყოს შემოღობილი 1, 5 მ სიმაღლის ღობით - სკოლაში უცხო პირების უნებართვოდ შესვლისაგან დასაცავად. სასურველია, ადმინისტრაციული სათავსოების ფანჯრებიდან მთელი ეზოს ხედი იშლებოდეს თვალ-ყურის მისადევნებლად. აგრეთვე სასურველია სკოლის ტერიტორიას ჰქონდეს სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეთა მშობლებისთვის ავტომობილების პარკირებისთვის ან ხანმოკლე გაჩერების ადგილი გამოყოფილი.

სამწუხაროდ, დიდი რიგი საჯარო სკოლებისა სათანადო ყურადღებას ვერ თუ არ უთმობს სკოლის გარე ტერიტორიას, რაც ბავშვს სასკოლო სივრცის მიმართ პირველ შთაბეჭდილებას უქმნის, თუმცა საბედნიეროდ, სკოლათა მეორე ნაწილი არა მხოლოდ უვლის გარე პერიმეტრს, არამედ შესაბამის "მწვანე აქტივობებსაც" აწყობს, მოსწავლეთა ჩართულობით. სასურველია, სკოლის მეზობლად საზოგადოებრივი პარკი, ბაღი ან მწვანე ნარგავებით მდიდარი სხვა ტერიტორია იყოს, რაც სკოლის ეზოს გამწვანების წილის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ზოგადად, რეკომენდებულია, გამწვანებამ სკოლის ნაკვეთის ფართობის არანაკლებ 50% დაიკავოს.

სკოლის მოწყობა და მისი მორგება მოსწავლეებზე მეტად რთულ და საპასუხიმგებლო პროცესს წარმოადგენს, სადაც ყველა ჰიგიენის წესი უნდა იყოს დაცული და ამაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი თავად სკოლის პერსონალს მიუძღვის. ახლა კი ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების ცოდნა, დაცვა სკოლის გარე პერიმეტრის სწორად მოწყობა ზოგადსაგანამანთლებლო სივრცში.

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:გურაბანიძე სოფიო
გურაბანიძე სოფიო
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0