x
დაწყებითი საფეხურის მოზარდის ჯანმრთელი კვების რეჟიმი
image

სასწავლო დაწესებულებში არსებული კვების ბლოკი უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისგან: სასადილო დარბაზისა და სამზარეულოსაგან. სამზარეულოსათვის შეასაძლოა გამოიყოს სპეციალური ფართობი. აუცილებელია სასადილო განთავსდეს შენობის პირველ სართულზე და გააჩნდეს ცალკე გასასვლელი ეზოში. კვების ბლოკში უნდა იქნეს გათვალისწინებული შემდეგი პროცესები:

  • აუცილებელია სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა;
  • ნედლეულისა და აგრეთვე სუფთა წყლის გამოყენება;
  • მზა და უმი პროდუქტების ერთმანეთისგან განცალკევება;
  • სურსათის შენახვა შესაბამის პირობებში, რომელიც ამ მოცემულ საკვებზეა გათვლილი;
  • აუცილებელია ჭურჭელი ინახებოდეს დახურულ კარადაში;
  • აგრეთვე ყურადღება ექცევა მაცივრებს და მათ ტევადობას;
  • აუცილებელია კვების ობიექტში იყოს გამართული წყალგაყვანილობა და კანალიზაცია.
  • კვების ბლოკში უნდა იყოს დაცული სისუფთავე, სამზარეულო უნდა ლაგდებოდეს სველი წესით, სარეცხი და სადენზიფექციო ხსნარებით. თუმცა სადეზინფექცი ხსნარების გამოყენება უნდა ხდებოდეს ყველა წესის დაცვით. დალაგების პროცესი კი უნდა მიმდინარეობდეს ყოველდღიურად.

    კვების ბლოკში გამოყენებული წყალი და მისი ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სასმელი წყლისთვის წაყენებულ ყველა მოთხოვნასა და პირობას. ხოლო კვების ბლოკში გამოყენებული პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა ნორმას. მიღებული სურსათი კი აუცილებლად უნდა ინახებოდეს მწარმოებლის მიერ მითითებული წესების და შესაბამისი ტემპერატურის დაცვით.


    მოწამვლისა და ინფექციური დაავადებების წარმოქმნისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკში მოსწავლეთა საკვებად არ შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი სახის პროდუქტები:

  • აუდუღარი რძე;
  • კრემიანი ნამცხვრები, ტორტები;
  • წვენები თერმული დამუშავების გარეშე;
  • მწვანე ბარდა, რომელიც ასევე დაუმუშავებული იქნება თერმულად;
  • სოკო;
  • ხორცის ფარშით დამზადებული კერძები;
  • სახლის პირობებში დამზადებული, დაკონსერვებული პროდუქტები;
  • ნატურალური ხაჭო, არაჟანი დამუშავების გარეშე;
  • რაც შეეხება თავად მოსწავლეთა კვების რეციონს, აუცილებელია ყოველდღიურად ბავშვებმა მიიღონ - პური, რძე, ხორცი, ბოსტნეული, აგრეთვე ხილი;

    ყველაზე მნიშვნელოვანი კი ბავშვებისთვის სუზმეა, საუზმეზე შეიძლება შემდეგი პროდუქტების მირთმევა: ფაფეული, მაკარონი, მოხარშული კარტოფილი, კვერცხი. რაც შეეხება სადილს აქ შეიძლება მოსწავლეებმა მიირთვან ხორციანი კერძები, თევზეული. ვახშმისას კი ბოსტნეული ფაფეული, რძის პროდუქტები.

    მასასადამე ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედებისთვის, ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები.


    0
    19
    შეფასება არ არის
    ავტორი:გურაბანიძე სოფიო
    გურაბანიძე სოფიო
    19
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0