x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134677
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508999
საინტერესო ფაქტები და იშვიათი ფოტოები უმშვენიერესი მონიკა ბელუჩის ცხოვრებიდან

image


მონიკა ბელუჩი... რა ეპითეტებით აღარ ამკობენ ამ ნიჭიერ მსახიობს: "საოცარი", "დახვეწილი", "ეკრანის ქალღმერთი"... ალბათ, დამეთანხმებით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი ყველა ამ შეფასებას ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს. ეს შეუდარებელი, ტემპერამენტიანი იტალიელი 56 წლის ასაკშიც კი, კვლავინდებურად სტილის ხატად და სილამაზის ერთგვარ ეტალონად რჩება.


image


პირველად, მონიკამ მოდელის ამპლუა ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მოირგო, თუმცა გოგონა ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელებას არ აპირებდა. ბელუჩის იურისტობა სურდა, გამომდინარე აქედან მას იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რაც რეალობად აქცია კიდეც, თუმცა მოგვიანებით ის იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და ფულის შოვნის მიზნით დროებით, კვლავ მოდელის კარიერას დაბრუნებოდა რათა უნივერსიტეტში სწავლის საფასური გადაეხადა. მომავალი ვარსკვლავის ცხოვრებაში გარდამტეხ მომენტად სწორედ ეს პერიოდი იქცა.


image


ახალბედა მოდელის ფოტოების წარმატება მართლაც რომ განსაცვიფრებელი იყო. ახალგაზრდა მონიკას, მოდის ყველაზე ცნობილი და პოპულარული გამოცემები საკუთარი გარეკანის დასამშვენებლად ერთმანეთის მიყოლებით იწვევდნენ. საბოლოოდ, გოგონამ გადაწყვიტა იურისტის კარიერა მიეტოვებინა და მუშაობა კვლავ მოდის სამყაროში გაეგრძელებინა.


image


თუმცა ფაქტია, რომ მაყურებელი მონიკა ბელუჩის უფრო როგორც მსახიობს ისე იცნობს, ვიდრე როგორც ფოტომოდელს. მას კინომ კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა. დღემდე, მსახიობმა 50-ზე მეტ ფილმში ყველაზე დასამახსოვრებელი, არაერთი საინტერესო სახე შექმნა. დღეს, რთული წარმოსადგენია თანამედროვე ფილმები მისი უბადლოდ შესრულებული საეტაპო როლების გარეშე.


imageimageimage


იტალიელი კინოვარსკვლავი ტაბლოიდური ჟურნალებისთვის ორსულობის პერიოდშიც პოზირებდა და ბავშვის დაბადებიდან მალევე მან მრავალი ცნობილი გამოცემის ყდაც დაამშვენა.


imageimageimage


ამ მშვენიერი ქალბატონის სამსახიობო ნიჭის ჭეშმარიტი დამფასებლები ალბათ დამეთანხმებით, რომ მისი კინემატოგრაფიული სახეები ყოველთვის უნიკალურობით, ორიგინალურობითა და თვითმყოფადობით გამოირჩეოდა.



imageimageimageimage


1997 წლიდან დღემდე მონიკა ბელუჩი საიუველირო კომპანია "Cartier"-სთან წარმატებით თანამშრომლობს.


imageimage





0
805
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
805