x
image
დათო შაროვი
იცით, რატომ მელოტდებიან ქალები?


image

თმის ცვენისა და სიმელოტის პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში სიმელოტე მამაკაცებში მოდაში შემოვიდა, მანდილოსნებისათვის ეს საკმაოდ უსიამოვნო მომენტია. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო დროს თმის ცვენის პრობლემა უფრო და უფრო მეტ ქალს აქვს.
თმის ცვენა ქალებში, როგორც წესი, ჰორმუნალურ რეგულაციასთანაა დაკავშირებული. ამდენად, ყოველთვის უნდა შემოწმდეს ფარისებრი ჯირკვლის, ჰორმონების, პროგესტერონისა და დიჰიდროტესტოსტერონის დონე. ეს ის ჰორმონებია, რომელთა მიზეზითაც თმის ცვენა იჩენს თავს. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოსავლენად უნდა შემოწმდეს თირეომასტიმულირებელი ჰორმონი, ასევე T-3 და T-4-ის რაოდენობა. რომელიმე მათგანის ნაკლებობამ შესაძლოა სიმელოტე გამოიწვიოს. ამ ჰორმონების კორეგირება დიეტითა და საკვები დანამატების მიღებით შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ სიმელოტეს თირეოიდული ჰორმონები არ განაპირობებს, მაშინ თმის ცვენის ხასიათი მიგვანიშნებს, რომელი ჰორმონია ამაში დამნაშავე. როცა მამაკაცს თმა სცვივა თავის ზედა ნაწილში, გვერდებში კი უხვად აქვს, ეს ტესტოსტერონისა და მისი მეტაბოლიტის, დიჰიდროტესტოსტერონის ცვლის დარღვევებზე მიუთითებს. ქალებს, რომლებსაც ტესტოსტერონის სიჭარბე აღენიშნებათ, ე.წ. ქალური ტიპის სიმელოტე უვითარდებათ. სიმელოტის ასეთი სახე იკურნება ბიოდანამატებითა და ფინასტერიდით, რომლებიც ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას ბლოკავს. ამ საშუალებებს უკუჩვენება მხოლოდ ორსულობის დროს აქვს. ხშირ შემთხვევაში (75%) ქალებში თმის ცვენას პროგესტერონის ნაკლებობა განაპირობებს, სწორედ ამ მიზეზის გამო ხშირად ორსულებს თმის ცვენა აღენიშნებათ. საკვები, რომელსაც მიირთმევთ, ჰაერი, რომელსაც სუნთქავთ, გაჯერებულია ესტროგენის მსგავსი ნივთიერებებით. როცა ორგანიზმში ესტროგენები ჭარბად ხვდება, პროგესტერონის დონე ქვეითდება, რაც სიმელოტეს იწვევს. თუ სწორად მოახდენთ საკვებისა და ჰორმონების დონის კორეგირებას და სპეციალისტთან კონსულტაციას არ დააგვიანებთ, ფაფუკი და ლამაზი თმა თქვენი სავიზიტი ბარათი იქნება.



0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0