x
თანამშრომლობითი და  ჯგუფური სწავლება

image

თანამშრომლობითი სწავლა ჯგუფებში მუშაობის პრინციპზეა აგებული. ჯგუფში გაერთიანებული შეიძლება იყოს სხვადასხვა დონის და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები. ჯგუფის მიზანია, რომ ჯგუფში მყოფი მოსწავლეებმა ერთობლივად მიაღწიონ მიზანს. აქედან გამომდინარე ჯგუფის თითოეულ წევრის ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობა და ერთმანეთის დახმარების სურვლი უჩნდებათ. თანამშრომლობითი სწავლის ეფექტურად წარმარტვისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს ჯგუფის წევრების შემადგენლობა, ანუ ერთ ჯგუფში გაერთიანებული იქნეს განსხვავებული ცოდნის და უნარების მოსწავლეები. სასწავლო პროცესში თანამშრომლობითი სწავლა-სწავლებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯგუფის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს კონკრეტული ამოცანა შესასრულებელად. თანამშრომლობითი სწავლების დროს, საერთო საკლასო სწავლებისგან განსხვავდება იმით, რომ მოსწავლეებს უვითარდებათ ინდივიდუალური და ჯგუფური პასუხისმგებლობა.

ინდივიდუალური მუშაობასგან განსხვავებით, ჯგუფურ მუშაობას რამდენიმე მთავარი უპირატესობა აქვს. თავდაპირველად, ჯგუფური მუშაობა მნიშვნელოვანია, იმით, რომ ის ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობას და შემოქმედებით უნარების განვითარებას. ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებს რთული დავალების გადაჭრა შეუძლიათ, რადგან ჯგუფში არსებული ცოდნა მეტია ცალკეული მოსწავლის ცოდნაზე. შესაბამისად, ჯგუფს ერთად მეტი რესურსი აქვს დავალების შესასრულებლად, ვიდრე ჯგუფის თითოეულ წევრს ცალ-ცალკე. ერთმანეთთან თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ჯგუფური მუშაობის დროს.

ვიცით, რომ ჯგუფური მუშაობა სწავლების პროცესში ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, მაგრამ მას გამოწვევებიც ახლავს თან. ჯგუფური მუშაობის ერთ-ერთი გამოწვევა თანამშრომლობაა. თანამშრომლობა იმ გაგებით არის ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს დამოუკიდებლად სწავლებაში ხელს უშლის. გარდა ამისა, როცა ჯგუფის რომელიმე წევრს არასწორი ინფორმაცია აქვს, შეიძლება მოხდეს მცდარი ინფორმაციის გავრცელება ჯგუფში. ეს კი თანამშრომბლობაში პრობლემებს ქმნის.


იმისათვის, რომ ჯგუფში მუშაობა ეფექტური იყოს, საჭიროა, რომ მასწავლებელმა სწორად და ნათლად ჩამოაყალიბოს მოსწავლეებისათვის დავალების პირობა, რომ მუშაობისას მოსწავლეებს არ ჰქონდეთ ბუნდოვანი წარმოდგენა დავალების შესახებ.

ჯგუფური მუშაობა დადებითად აისახება მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებზე მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.

0
175
1-ს მოსწონს
ავტორი:ინა მანასიან
ინა მანასიან
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0